საკმაოდ ბუნდოვანი ხდება „Skype“-ის, „Facebook“-ისა და „WhatsApp“-ის ბედი აზერბაიჯანში. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მომავალში შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას…

როგორც მანამდე Dalma News-ი იტყობინებოდა, აზერბაიჯანის ინფორმაციისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ გადაწყვიტა ლიცენზირების პროცედურებს დაუქვემდებაროს “Skype-ი”, “Facebook-ი” და “WhatsApp-ი”.  მინისტრ ალი აბასოვის თქმით, შესაბამისი  დოკუმენტები გაფორმდება ამ კომპანიებსა და აზერბაიჯანის მარეგულირებელ ორგანოებს შორის, რიგითი მომხმარებელი ამას ვერც კი იგრძნობს.

მიუხედავად ამისა, როგორც “ANS PRESS-ი” იტყობინება, ზოგმა ეს აღიქვა, ვირტუალურ სივრცეში ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაზე კონტროლის გაძლიერებად. სპეციალისტების აზრით, მომავალში ლიცენზირებას შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები  მოჰყვეს. გარდა ამისა, ლიცენზირება უპირობოდ უკავშრდება გადასახადების დაკისრებას, რამაც შესაძლოა ეს კომპანიები აიძულოს გადახედონ აზერბაიჯანში საკუთარ საქმიანობას და დაფიქრდნენ, საერთოდ რამდენად სჭირდებათ ეს?

აზერბაიჯანის ინტერნეტ-ფორუმის პრეზიდენტის ოსმან გიუნდუზის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს სოციალური მედიის ლიცენზირების ცნება. “აზერბაიჯანის კანონმდებლობაში არსებობს საკომუნიკაციო მომსახურების სია, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებიან, მაგრამ და “Skype-ი”, “Facebook-ი” და “WhatsApp-ი” ამ ჩამონათქვალში არ არის”, – აცხადებს იგი.

კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი მიუშვიგ ამიროვი აცხადებს, რომ სამინისტრო არ აპირებს სოციალური ქსელების საქმიანობის შეზღუდვას, არამედ სურთ ეს საქმიანობა დაარეგულირონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here