24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ერევანში სამეცნიერო და სამედიცინო კონფერენცია  – “მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა:თეორიიდან პრაქტიკამდე” – გაიმართება. როგორც NEWS.am Medicine-ის კორესპონდენტს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის სპეციალისტების სომხური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ალბერტ მარტიროსიანმა განუცხადა, ეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული უკვე მეორე მსგავსი კონფერენციაა, ხოლო პირველი 2012 წელს ჩატარდა. ასოციაციისა და მის მიერ ჩატარებული კონფერენციების მიზანია სომხეთში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საფუძვლების განვითარება.

მარტიროსიანის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და ბაჰრეინიდან 20 უცხოელი სპეციალისტია მიწვეული. ისინი სტუდენტებსა და ექიმებს სხვადასხვა სახის სემინარებს ჩაუტარებენ. ერთ-ერთი სემინარი, რომელსაც  კოკრანოვის თანამშრომლობის წამყვანი სპეციალისტები: მარკ ვილსონი და ზბიშ ფედოროვიჩი წაუძღვებიან,  კლინიკური პროტოკოლების შემუშავებას მიეძღვნება. კონფერენციაზე ასევე  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი სიუზან ნორისი და  მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის რუსული ასოციაციის დამფუძვნებელი ვასილი ვლასოვი არიან მიწვეულები.

27-28 სექტემბერს რესპუბლიკურ სამეცნიერო და სამედიცინო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მეცნიერების სკოლა,  ბიოსტატისტიკის დისციპლინაში შედგება, რომელიც ალბერტ მარტიროსიანის თქმით, დღეს სომხეთში ძალიან დაბალ დონეზეა. სკოლას რუსეთიდან მიწვეული სტუმარი ვასილი ლეონოვი წაუძღვება.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალი 24 სექტემბერს ერევანის სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება, 25 სექტემბერს იქვე  ჩატარდება სემინარი, ხოლო 26 სექტემბერს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი კონფერენციის მონაწილეებს მრგვალ მაგიდასთან უმასპინძლებს.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორები მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის სპეციალისტების სომხური ასოციაცია, ერევანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი და რესპუბლიკის სამეცნიერო და სამედიცინო ბიბლიოთეკა არიან.