2016 წლის ორი აპრილის  დილას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოულოდნელად  გამწვავდა ვითარება. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთს ტანკების, ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების, მძიმე არტილერიისა და მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალის გამოყენებით  შეუტია. ბრძოლები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,  რის შემდეგაც მხარეები, კვლავ საწყისს პოზიციაზე დაბრუნდნენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა  სამინისტროს პრეს-მდივანმა ხიკმეტ​​ გაჯიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი იმ პირობით, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღს დატოვებენ.

5 აპრილს, საღამოს სომხეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბების წარმომადგენლები, ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ და დაზავდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, მრავალგზის მოუწოდა იარაღის დაყრის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ.

მსგავსი შინაარსის განცხადებები  გააკეთეს: გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ ქერიმ და ეუთოს მინსკის ჯგუფის სრულმა წარმომადგენლობამ.

კონფლიქტის ზონაში ამ დროისთვის ზავის პირობები მოქმედებს. Dalma News-ის რედაქცია უერთდება პან გი მუნის, პუტინის, მოგერინისა და ქერის მოწოდებებს  და იმედოვნებს, რომ უახლოეს  მომავალში, რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს.

Dalma News-ის რედაქცია