ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ მოამზადა რეპორტაჟი სათაურით – “9 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმრო საქართველოს”. საიდუმლოებით მოცული ეს ქვეყანა, არა მხოლოდ სხვადასხვა კულტურის გზაჯვარედინზე მდებარეობს, არამედ დაუვიწყარი პეიზაჟებითაც გამოირჩევა.

როგორც ჟურნალისტი წერს, საქართველო ევროპელი ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება და უცხოელ ვიზიტორს იმ ღირშესანიშნაობების ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახონ.

პირველ ადგილზეა თბილისის ძველი უბანი სპარსულ სტილში აშენებული აბანოებითა და ფუტურისტული კონსტრუქციებით.

მეორეზე ევროპის ყველაზე მაღალმთიანი დასახლება უშგულია. ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უშგული თავისი უნიკალური კულტურითაა განთქმული. CNN-ის ჟურნალისტის თქმით, უშგული და ზემო სვანეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც CNN უცხოელებს საქართველოში ჩასვლას ურჩევს – ქართული ღვინოა.
საქართვევლო, მთელს მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძვველესი ქვეყანაა. 2003 წელს არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ღვინოს აქ ჯერ კიდევ 8 000 წლის წინათ, ქვის ხანაში აწარმოებდნენ. მას შემდეგ, ღვინო საქართველოს ეროვნულ იდენტობაში წამყვან როლს ასრულებს – წერს CNN-ის ჟურნალისტი და დასძენს, რომ თიხის ჭურჭელი სახელად “ქვევრი”, რომელშიც ღვინოს ინახავენ – იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

CNN-ის რეპორტაჟში ნახსენებია კლდეში ნაკვეთი უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთ უძველეს ნასახლარებად მიიჩნევა.

CNN –o უცხოელ ვიზიტორებს ურჩევს დაათვალიერონ ხევსურული და თუშური სოფლები, ასევე მუცო და შატილი, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი და ბაგრატის საკათედრო ტაძარი.

ქართული სუფრა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა კი, ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც უცხოელი ტურისტი საქართველოს აუცილებლად უნდა ეწვიონ.