აზერბაიჯანში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მმართველმა პარტია «Ени Азербайджан» -მა პრეზიდენტობის კანდიდატის, ამავე პარტიის თავმჯდომარე ილჰამ ალიევის სარეგისტრაციო დოკუმენტები ცესკოში უკვე წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები 11 აპრილსაა დაგეგმილი, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ არჩევნების საბოლოო შედეგში არავის ეპარება ეჭვი: ქვეყნის მოქმედ ხელმძღვანელად ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ აირჩევენ.

მმართველი პარტიის კანდიდატს აზერბაიჯანის ახალგაზრდობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა, აზად რაგიმოვმა, ასევე, შემოქმედებითმა ინტელიგენციამ, რომლის წარმომადგენლებმა სპეციალური კრება ჩაატარეს და აზერბაიჯანის განვითარების საკითხებზე პრეზიდენტის მუშაობა შეაფასეს. ილჰამ ალიევს მხარი რკინიგზის თანამშრომლებმაც დაუჭირეს. ამის შესახებ, დახურული სააქციო საზოგადოება “აზერბაიჯანის რკინიგზის” კოლეგიის სხდომაზე დახურული სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვმა განაცხადა.

ალი ალიევმ

როგორც Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში აზერბაიჯანელმა სოციოლოგმა ალი ალიევმა განაცხადა, მოსალოდნელი არჩევნები ფაქტობრივად უალტერნატივოა, რადგანაც მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გარდა გამარჯვების შანსი არავის აქვს.

“უნდა ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია, სრულიად ობიექტურად, აპათია და გულგრილობაა გამეფებული. მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ცხოვრების დონის კლება, მანათის დევალვაცია, ფასების ზრდა… იმის მოლოდინი, რომ ეს აპათია დღეს, ან ხვალ გაქრება, არარეალურია”, – განაცხადა მან.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებული გამოკითხვები ნათელს მოჰფენს კანდიდატთა რეიტინგს და ილჰამ ალიევის დიდ უპირატესობას აჩვენებს. “სხვა საკითხია, თუ როგორი იქნება აქტივობა არჩევნებზე, თუმცა, ცხადია, საბოლოო შედეგებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს”, – დასძინა მან.

ელექტორატის მოლოდინის შესახებ საუბრისას, ექსპერტმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არავის აქვს, ხალხს უბრალოდ უკეთესად ცხოვრება სურს. ამასთანავე, თითქმის ყველა სფეროში პრობლემა არსებობს.

თავის მხრივ, ბაქოს პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის “ატლასის” ხელმძღვანელმა ელჰან შაჰინოღლუმ Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ინტრიგას ადგილი ნამდვილად არ ექნება.

“ვადამდელი არჩევნების ჩატარება უფრო მეტად გარე ფაქტორებმა განაპირობა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წინდახედულება გამოიჩინა, რათა 2013 წლის არჩევნების ისტორია არ განმეორდეს. მაშინ გაურკვეველმა ძალებმა ოლიგარქების ჯგუფი შექმნეს და ოპოზიციამ მხარი მათ კანდიდატს დაუჭირა. ამჯერად მსგავსი არაფერი მოხდება”, – განაცხადა შაჰინოღლუმ.

გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, ვადამდელი არჩევნებისთვის შიდა ოპოზიციაც მოუმზადებელი იქნება.

Эльхан Шахиноглу

“ზოგადად, ჩვენი დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ხალხს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური რეფორმების გაღრმავება და კორუფციის წინააღმდეგ კიდევ უფრო აქტიური ბრძოლა სურს. ხელისუფლება ოლიგარქიული სისტემის აღმოსაფხვრელად გადამწყვეტ ზომებს ელოდება. გარდა ამისა, საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვა: რაში სჭირდება აზერბაიჯანს მინისტრთა კაბინეტი, თუ ვიცე-პრეზიდენტების ინსტიტუტი უნდა დაწესდეს. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ აპრილის არჩევნების შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, ხოლო რეფორმები აქტიურად გაგრძელდება. დიდ იმედებს ამყარებენ პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევზე“, – დასძინა მან.

ელჰან შაჰინოღლუ აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში პრეზიდენტმა ალიევმა თანამდებობებს ოთხი ოდიოზური მინისტრი ჩამოაშორა. ხალხი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

“კიდევ ერთი ფაქტორი – ის, რასაც დასავლეთში პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ. ახლო მომავალში, კერძოდ მარტსა და მაისში სერიოზული ამნისტიები მზადდება. ციხიდან შესაძლოა ის ადამიანები გამოვიდნენ, რომლებიც მუდმივად სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში არიან”, – აცხადებს ის.

საინტერესოა, რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება არჩევნების შედეგებზე ხომ არ მოახდენს გავლენას? ელჰან შაჰინოღლუ ასე არ ფიქრობს.

“2016 წელს, როდესაც ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ქვეყანაში სერიოზული ნეგატივი სუფევდა. ხალხს ინფლაცია და ეკონომიკური ვითარების გაუარესება აშინებდა. თუმცა, პრობლემები მოგვარდა. შარშან კი, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აზერბაიჯანმა 4 მილიარდ 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ასე რომ, ეკონომიკაში „მაქსი-სტაბილურობა“ მიღწულია, ნავთობის ფონდის მარაგი იზრდება და არანავთობის სფეროც ვითარდება. თუმცა, ცხადია, სოციალური პრობლემები დარჩა, კერძოდ ხელფასები კვლავაც დაბალია. თუმცა, ელექტორატისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა. ის,რაც რეგიონში, სირიასა და ერაყში ხდება, მოსახლეობას სერიოზულად აშფოთებს”, – განაცხადა შაჰინოღლუმ.

Эльхан Алескеров

ამასთანავე ექსპერტთა საბჭოს Baku Network-ის ხელმძღვანელმა ელჰან ალესკეროვმა Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ინტრიგა ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან. პირველ რიგში, ეს არის შემოწმება ხელისუფლებისთვის. არჩევნების შედეგები შეიძლება პოზიტიურიც იყოს და ნეგატიურიც. ასე რომ, ეს გამოცდაა, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებისთვის. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჯგუფმა „საბოტაჟის“ გზა აირჩია და პოლიტიკური ბრძოლიდან გადაუხვია. ოპოზიცია ხომ მზად უნდა იყოს თავისი კანდიდატის ნებისმიერ დროს წარსადგენად.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, ელჰან ალესკეროვის თქმით, აზერბაიჯანში ჰოლანდიური კომპანიის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ “აჩვენა, რომ წამყვანი პოლიტიკური ლიდერი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია”.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადანაწილდება ხმები, ექსპერტის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ინტერესდებიან პოლიტიკით. “შეიძლება ითქვას, რომ პასიური მოსახლეობის რაოდენობა 20-30%-ს აღწევს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მმართველი პარტიის კანდიდატის ავტორიტეტი უდავოა”, – დასძინა მან.

ექსპერტმა ელექტორატის მოლოდინებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უმუშევრობის შემცირებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას ელის.

“ქვეყანაში ყველა ეს საკითხი ეტაპობრივად გადაწყდება, სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული ილჰამ ალიევის ეკონომიკური პროგრამა. მაგალითად, აზერბაიჯანის რეგიონებში ახალი ტექნოპარკების შექმნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა. მანამდე ისინი ბაქოში, სუმგაითში, განჯაში იყო. ახლა კი ისინი არც ისე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გაიხსნება. პროცესი უკვე დაწყებულია. ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ თავზე გრძნობს პოზიტიურ ცვლილებებს. აზერბაიჯანი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

მამედ მამეზადე