სომეხი მეცნიერები, კონსტრუქტორები და გამომცდელები საბჭოთა პერიოდში სამეცნიერო და საწარმო სფეროებში შეუფასებელი ღვაწლით გამოირჩევიან, თანაც იმ დროს, როდესაც საბჭოთა მეცნიერება უფრო დაწინაურებული იყო, ვიდრე “მთელი პლანეტა”. საუბარია, ძირითადად, თვითმფრინავების და კოსმოსური აპარატების შემუშავება – ტესტირებაზე, რომელშიც სომეხი მეცნიერების მთელი პლეადა მონაწილეობდა.
სსრკ-ში განხორციელებული უნიკალური კოსმოსური პროექტი – ორბიტალური სარაკეტო გეგმების პროგრამა “ენერგია”- “ბურანი”, ნახევარ გზაზე შეწყდა, ხოლო “ბურანის” მიერ განხორციელებული ერთადერთი ფრენა ბაიკონურზე სახელოსნოს სახურავის ჩამოვარდნით დასრულდა. როგორც ამ საკითხში განსწავლული ადამიანები ამბობენ, ამერიკელები დღემდე ცდილობენ და მზად არიან მსგავსი ხომალდის შესაქმნელად ნებისმიერი განძი გაიღონ, რათა ამ პროგრამის დოკუმენტები ჩაიგდონ ხელში.
“ბურანი” თავის დროს იმდენად უსწრებდა, რომ წლების გასვლის შემდეგაც კი სპეციალისტები მის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობენ – უბრალოდ, ყველაფერი ძალზედ გენიალური იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ახლა უკვე ყველაფერი მხოლოდ თეორიაა.
ალექსანდრე ქემურჯიანმა შეიმუშავა და გამოსცადა თავისი მთვარესა და მარსზე მავალი. ხოლო მეცნიერთა, კონსტრუქტორთა და მფრინავ – გამომცდელთა ჯგუფი “ბურანზე” მუშაობდა. პროექტის მთავარი ავტორების სიაში აბსოლუტურად სამართლიანად ჩაეწერნენ – მფრინავ – გამომცდელი ანდრეი მანუჩაროვი და კოსმოსური თანამგზავრების ბრწყინვალე შემქმნელი – ანდრანიკ იოსიფიანი.
“სრულიად სომხეთის ელექტრიკოსი” – ასე უწოდა იოსიფიანს დიდებულმა სერგეი კოროლიოვმა. ანდრანიკ იოსიფიანი- უდიდესი მეცნიერი და ელექტროტექნიკოსი, ელექტრომექანიკის საბჭოთა სკოლის დამფუძნებელი, სარაკეტო მეცნიერებისა და ასტრონავტიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი მონაწილეობის გარეშე, სსრკ-ში კოსმოსური პროექტები ფაქტობრივად არ განხორციელდებოდა. მან მეტეოროლოგიური თანამგზავრები ორბიტაზე გაიყვანა, შემდეგ სერია “სოიუზის” კოსმოსური ხომალდების ნაწილის, სერია “პროგრესის” ავტომატური სატრანსპორტო – სატვირთო ხომალდების, გრძელვადიანი ორბიტალური სადგურების “სალიუტის” და “მირის” სრული ელექტროტექნიკა შეიმუშავა.
ნიკოლოზ პეტროსიანი – რუსეთის კოსმონავტიკის ფედერაციის კოსმოსური ტექნიკის დამსახურებული გამომცდელი, კოსმოსური ხომალდმშენებლობის სფეროში ახალგაზრდა და თავდაჯერებული ფიზიკოსი მივიდა, რომელიც 1960-იან წლებში გაბედული და რომანტიკული იდეებით იყო სავსე. კოსმოსში, ისევე როგორც ხმელეთზე, სსრკ და აშშ ყველაფერში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ამიტომ საბჭოთა მრავალჯერადი ხომალდების შემუშავება ამერიკული „შატლების“ საპასუხოდ დაიწყო.
როგორც ნიკოლოზ პეტროსიანი იხსენებდა, “ბურანის” სახელოსნოდან გამოტანის შემდეგ თითქმის შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ეფრინა ამხელა მანქანას კოსმოსში, რომ აღარაფერი ვთქვათ, უკან დაბრუნებაზე. მაგრამ მოხერხებულმა მფრინავებმა საკმაოდ მსუბუქად მოახერხეს მისი ასაფრენი ბილიკიდან აწევა.
1988 წლის ნოემბერში „ბურანმა“ თავისი პირველი და უკანასკნელი ფრენა ბაიკონურზე სპეციალურად აგებული აეროდრომიდან განახორციელა. დედამიწის ახლო ორბიტაზე ფრენა დაახლოებით სამ საათნახევარს გაგრძელდა. დედამიწის გარშემო ორჯერადი ფრენა საგანგებო ვითარებების გარეშე განხორციელდა – ხომალდმა გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა.
ნიკოლოზ პეტროსიანის თქმით, იმ დროისათვის გაურკვეველი მიზეზებით, “ბურანმა” დედამიწაზე, დაახლოებით 11 კილომეტრის სიმაღლეზე მოულოდნელი მანევრირება დაიწყო. როგორც ფრენების მართვის ცენტრში გამოჩნდა, ხომალდმა 180 გრადუსიანი რკალი გააკეთა. მოგვიანებით გაირკვა, რომ “ბურანის” ავტომატიკამ დედამიწის ზედაპირზე მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება მიიღო და გადაწყვიტა დამატებით შეემცირებინა სიჩქარე, რათა ხომალდი ასაფრენ ხაზზე მაქსიმალურად უსაფრთხო ტრაექტორიით დაშვებულიყო.
ხომალდის მართვაზე, სიჩქარის შემცირებასა და დაშვებაზე პასუხისმგებელი იყო ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი სტეფან მიკოიანი. როდესაც “ბურანდმა” მოულოდნელი მანევრირება დაიწყო, მასთან კავშირი გაწყდა და ფრენების მართვის ცენტრში პანიკური ვითარება შექმნა. იმ დროს თვითლიკვიდაციის სისტემის ჩართვის წინადადებამაც გაიჟღერა.
სტეფან მიკოიანმა საკუთარი შიშისა და არსებული რისკებიდან გამომდინარე ერთობ გაბედული – ლოდინის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე წუთი მარადისობად გაგრძელდა. “ბურანი” კავშირზე გავიდა, რის შემდეგაც მისი ბაიკონურზე დაშვება უკვე ტექნიკის საქმე იყო.
რაც შეეხება ავიაციის გენერალ-მაიორს, საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მფრინავ – გამომცდელს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ანდრეა მანუჩაროვს, იგი არის სპეციალური მფრინავი ლაბორატორიის შემქმნელი, რომელიც ემსახურებოდა მართვის სისტემის და ორბიტალური ხომალდ “ბურანის” ავტომატური დაშვების შემუშავებას. მანუჩაროვი აქტიურად მონაწილეობდა ურთულესი სახმელეთო კომპლექსის ნავიგაციის და დაშვების სისტემის შემუშავებაში, ასევე აწყობის, დამუშავების და რეალურ დროში გაზომვითი ინფორმაციის აღბეჭვდაში. მან ინფორმაციულ – გამომთვლელი ტექნიკის საშუალების თანამედროვე (მაშინდელი დროისთვის) ბაზაზე ექსპერიმენტალური ფრენების მართვის პუნქტი მოაწყო.
მანუჩაროვი სხვა მოდელების შექმნასა და გაშვებაშიც მონაწილეობდა. “ბორ-4”-ის ძირითადიკორპუსი, რომლის ქვედა ზედაპირი თავისი ფორმით ძალიან ჰგავდა “ბურანის” წინა ნაწილის ქვედა ზედაპირს. ამან შესაძლებელი გახადა ორბიტის დატოვების შემდეგ ატმოსფერული ფრენის დროს თერმული დაცვის კონსტრუქციის შემოწმება. შემდეგი მოდელი “ბორ-5” მასშტაბებით რვაჯერ შემცირებული “ბურანის” მსგავსი იყო და ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი გახდა დიდი ხომალდის აეროდინამიკური მახასიათებლების შემუშავება.
ანდრეი მანუჩაროვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა: ომის შემდეგ, მან თვითმფრინავების სხვადასხვა მოდელები: „იაკ“, „ტუ“, „მიგ“ და „სუ“ გამოსცადა. მათ შორის “იუ”-ო უახლესი გამოგონებებიც, ზოგიერთი იმ დროისთვის ისეთი რთული იყო, რომ უშუალო შემქმნელების გარდა, ცოტას თუ შეეძლო მათში გარკვევა.
ასევე მიმართავდნენ ძალიან რთულ ტრიუკებსაც. მაგალითად, როგორიცაა “ბრმა დაშვება”. საქმე იმაშია, რომ იმ დროს მფრინავებს მეტ-ნაკლები სიზუსტით შეეძლოთ ასაფრენ ბილიკზე დაშვება, რადგანაც ბორტზე დაშვების ნორმალური კუთხის გადახრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამიტომ ადამიანური ფაქტორი გადამწყვეტი იყო და საჭირო იყო არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მანქანასთან ერთობის გრძნობა და რკინის ნერვები.
რაც შეეხება სახელგანთქმულ “ბურანს” … საბჭოთა კავშირი დაიშალა, კოსმოსური დაფინანსება შეჩერდა, მისით მხოლოდ რამდენიმე მოხალისე – ენთუზიასტი დაკავდა. უპატრონოდ დარჩენილი ხომალდი, რომელიც აღარავის (ამერიკელების გარდა) სჭირდებოდა, ბაიკონურზე 14 წლის განმავლობაში იდგა, სანამ 2002 წელს იგივე „ბურანი“ კოსმოსში ფრენის დროს საეჭვო ვითარებაში არ განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოდრომზე სატესტო – სამონტაჟო კომპლექსის სახურავი ჩამოვარდა და ხომალდი შუაზე გააპო. ყველაფერი ისე მოხდა, რომ მთელი ხომალდი,მათ შორის მისი საიდუმლო ნაწილებიც აღდგენის შესაძლებლობების გარეშე განადგურდა. თუმცა, გვერდით არსებული დაუმთავრებელი მოდელები სრულად გადარჩა…
სინამდვილეში რა მოხდა, არ ვიცით, არც ეჭვის დონეზე გვინდა რომ ვიმსჯელოთ. ფაქტია, რომ ერთადერთი სრული ხომალდი საბოლოოდ განადგურდა და უცხო ხელში არ აღმოჩნდა. არსებობს ნახაზები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ამ ძვირფასი პროექტის გაგრძელებაზე საუბრობენ.
რუბენ გიულმისარიან