13 სექტემბერს, ესუ-ის რუსულ ცენტრში, სამეცნიერო და პრაქტიკული სემინარის ფარგლებში, უმასპინძლეს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დელეგაციას თემაზე: „უნივერსიტეტებისა და მესამე სექტორის ორგანიზაციების თანამშრომლობა საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტების სფეროში“. აღმოჩნდა, რომ სომხური და რუსული უნივერსიტეტები წარმატებით თანამშრომლობენ და ცდილობენ ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ესუ-ს პრორექტორი  და რსჰუ-ის რექტორი ვიდეოკავშირის მეშვეობით მიესალმნენ სემინარის მონაწოლეებს.

„ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსეთის მთელ რიგ სამეცნიერო და ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობს. ვიმედოვნებთ, რომ  ორმხრივ სასარგებლო და ნაყოფიერ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – განაცხადა უნივერსიტეტის პრორექტორმა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საკითხებში ელინა ასრიანმა.

მისივე თქმით, დღეს ესუ ასევე თანამშრომლობს რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება სხვადასხვა სფეროში სასარგებლოა თანამედროვე და საგანმანათლებლო პროცესისთვის. უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში.

“ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას ვითანამშრომლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრებთან, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ რუსულ მხარესთან“, – თქვა ასრიანმა და სიტყვა რუს კოლეგას გადასცა.

თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე ბეზბოროდოვომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და, კერძოდ, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ პროექტებს.

„იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც შეესაბამება სომხეთისა და რუსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ბეზბოროდოვმა.

თანამშრომლობა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად

სემინარის ორგანიზატორი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სმარტ ცივილიზაციის ინსტიტუტთან ერთად (მოსკოვი) იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინტეგრაცია და განვითარება“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორი არამ საფარიანი თავის გამოსვლაში შეეხო მთავარ თემას – როგორ გავაძლიეროთ და გააღრმავოთ სომხურ-რუსული სტრატეგიული ალიანსი.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცების თანამშრომლობის

სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინსტიტუტი “სმარტ ცივილიზაცი” (მოსკოვი) და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინტეგრაცია და განვითარება“. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის კოორდინატორი არამ საფარიანია, რომელმაც თავის გამოსვლაში მთავარ თემაზე – სომხურ-რუსული სტრატეგიული ალიანსის გაძლიერება-გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში ევრაზიის ექსპერტთა კლუბი მიზნად ისახავს სომხეთის უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას; ამ წლების განმავლობაში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვას ვცდილობდით, რომლებმაც იციან როგორ იფიქრონ და იმუშაონ სომხურ-რუსული თანამშრომლობის  გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუდმივად ირწმუნება, რომ უნივერსიტეტებში პოლიტიკური პროპაგანდა დაუშვებელია, მაგრამ საუბარია მეცნიერულად დამოწმებულ ცოდნაზე, რომელიც აყალიბებს ახალგაზრდების სამოქალაქო პოზიციას. და ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

საფარიანის თქმით, მათ აინტერესებთ რას ფიქრობენ სომეხი სტუდენტები სხვადასხვა საკითხზე. ეს განაპირობებს უნივერსიტეტის დეკანებთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს. მით უფრო, დღეს თაობებს შორის გარკვეული უფსკრული არსებობს და ახალგაზრდების დამოკიდებულება სომხურ-რუსული საკითხისადმი განსხვავებულია.

“გვესმის, რომ გვჭირდება ბრძოლა იდეებისა და  გონებისთვის, რომელიც არ უნდა წავაგოთ. მოგვეცა საშუალება ღიად გვესაუბრა მიღწევებზე და ამავდროულად სომხურ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე.  სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა არამ საფარიანმა.

რუსული ხედვა

როგორია დღეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები? ამ საკითხზე ისაუბრა  ალექსანდრე ნოვიკოვმა, რომელიც სემინარში მონაწილეობდა და რუსეთის ელჩს სომხეთში რჩევებს აძლევდა.

“სომხეთთან მართლაც ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოცხალი ხე კვლავაც განაგრძობს  ყვავილობას“, – განაცხადა მან და იქვე დასძინა:  “სომხეთ-რუსეთის მოკავშირული ურთიერთობები ობიექტურად ორივე ქვეყნის ინტერესებშია”.

ასევე, ცნობილმა რუსმა დემოგრაფმა და საზოგადო მოღვაწემ, არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის დიპლომატიის“ ანალიტიკოსმა, ვლადიმირ ტიმაკოვმა, მოიყვანა მაგალითი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სიღრმეს აჩვენებს.

„რუსეთისა და სომხეთის კულტურული და ცივილიზაციური სიახლოვე მაღალ დონეზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბელორუსს თუ არ ჩავთვლით, სომხეთი რუსეთთან ყველაზე ახლო და კულტურულად დაკავშირებული ქვეყანაა, რაც ბევრ რამეში გამოიხატება. კერძოდ, ეს არის სომხების ძალიან ეფექტური ინტეგრაცია რუსულ საზოგადოებაში. სომხური თემი რუსეთში ძირითადად ქალაქური მოსახლეობაა და შობადობა რუსეთში სომხურ თემში უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთის ურბანული მოსახლეობის. გასაგებია, რომ არასასიამოვნო პირობები რომ ყოფილიყო ასეთი მაჩვენებელი არ იარსებებდა“, – განაცხადა მან.

რა არის “ჭკვიანი ცივილიზაცია”?

სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, ინსტიტუტის,  “ჭკვიანი ცივილიზაცია”  დირექტორმა, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამეცნიერო დიზაინის ცენტრის ანალიტიკოსმა მარინე ვოსკანიანმა პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი წლის წინ გაჩნდა  იდეა, რომელიც უკავშირდებოდა, საგანმანათლებლო და არაკომერციული ორგანიზაციების მონაწილეობით, მსოფლიოს სამეცნიერო და პრაქტიკული შესწავლის პროგრამას.

„ინიციატივის განვითარების ფარგლებში, SMART-Civilization პლატფორმის მეშვეობით, ხორციელდება დიალოგი რუსულ და უცხოურ „აზროვნების ქარხნებს“, არასამთავრობო ორგანიზაციებს, „ჭკვიან ქალაქებსა და აგლომერაციებს“, „ჭკვიან კომპანიებს“ და მედიას, აკადემიებს, უნივერსიტეტებს შორის. მხარდაჭერილია და ასევე გათვალისწინებულია ცივილიზაციაზე ორიენტირებული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციური, საქმიანი, სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მყარი არქიტექტურის შექმნას ინტერცივილიზაციური ურთიერთქმედების ფარგლებში“, – განაცხადა მან. ბუნებრივია, ამ სიაში სომხეთიც არის.

ვოსკანიანის თქმით, მათი ექსპერტები აყალიბებენ თანამედროვე ცივილიზაციების ცხოვრების წესს და ბრენდებს ღირებულებების, ტერიტორიების, პიროვნებების და პროექტების ირგვლივ, ჩამოაშორებენ არასაჭიროს, ქმნიან ახალ ფორმებს, ავითარებენ ინოვაციებს, აქვთ მაღალი კომპეტენციები მენეჯმენტში, მედიაში, ჰუმანიტარულ და ციფრულ ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, რეკლამასა და კინოინდუსტრიაში, არქიტექტურას, დიზაინსა და ასევე ცივილიზაციური მიმართულების სოციოლოგიაში.

“ყოველთვის ვითვალისწინებდით იმას, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ აქტიურნი სახალხო დიპლომატიასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაში. დაინტერესებულნ ვართ, რომ თანამშრომლობას ჰქონდეს მუდმივი საფუძველი, რათა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მუდმივი კომუნიკაცია შეძლონ“, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სმარტ ცივილიზაციის ინსტიტუტის (მოსკოვი) და ინტეგრაციისა და განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.

ლინა მაკარიანი