სომხეთის პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე ვნებათაღელვა შეინიშნება. პარტიები მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. მეორეს მხრივ ქვეყანაში მიმდინარე პარტიული ცხოვრება მოსახლეობას აბსოლუტურად არ აინტერესებს. სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ქვეყანაში ამ დროისთვის 70-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა ოფიციალურად დარეგისტრირებული და მათი უმრავლესობა წევრების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. ასეთ ორგანიზაციებს „ერთი ადამიანის პარტიად“ მოიხსენიებენ, რადგან მათი ლიდერები, როგორც წესი, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის დეპუტატები, ან შედარებით ცნობილი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც თავის გარშემო მეგობრები და ნათესავები შემოიკრიბეს. ეს უკანასკნელნი კი საერთოდ არ არიან ცნობილნი.
ცხადია, ასეთი პარტიები სახელმწიფოსა და ხალხის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის კი არ იქმნებიან და არამედ მათი დამაარსებლებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად. კომფორტი კი, პირველ რიგში, სპონსორებს გულისხმობს, რომლებიც რიგითი მოქალაქეებისთვის გაურკვეველი მიზეზებით აფინანსებენ; პროგრამა-მაქსიმუმი – პარლამენტში შეღწევაა. ეს კი, ცხადია, ძალზედ დიდი პრობლემაა, რადგანაც 5%-იანი ბარიერის გადასალახავად ამომრჩევლების 90 ათასამდე ხმაა საჭირო. ამასთანავე, როგორც პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა განაცხადა, მოქალაქეებს პარტიებისადმი არანაირი ნდობა არ აქვთ.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, “პარტიული მშენებლობის პროცესი” გრძელდება. წელს ორი ახალი პარტია შეიქმნა. პირველი – “ნათელი სომხეთი”, რომლის შექმნის შესახებაც რესპუბლიკის ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა ედმონ მარუქიანმა განაცხადა. პარტიის ნიმუშად და საბოლოო მიზნად “სახელმწიფოს ევროპული მოდელი” გამოცხადდა, რომელიც “სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების” ჩატარების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას. ამასთანავე, მარუქიანი ამომრჩეველს დაჰპირდა ბრძოლაში გამოიწვიოს ყველა, ვინც მონოპოლიასა და კორუფციას უჭერს მხარს”. მართლაც, ადგილობრივ ეკონომიკასა და სავაჭრო სფეროში მონოპოლია, ისევე როგორც კორუფცია მტკივნეული თემაა და მოსახლეობას ძალიან აღელვებს. თუცა, ჯერ არავის მოუხდენია საკუთარი თავის ნაციონალიზაცია, ამ ნეგატიური მოვლენების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ამიტომაც გაურკვეველია, “ნათელი სომხეთ” კონკრეტულად ვის წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას. სამაგიეროდ, სავსებით ნათელია, რომ პარტიის ლიდერის აზრი ქვეყანას და მის მოსახლეობას დასავლეთიდან, კერძოდ, ევროპიდან უნდა მოეფინოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბუნების კანონებს, რამდენადმე ეწინააღმდეგება, ევროპული სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა, ამ ორგანიზაციების უკან იდგნენ, მის ხელმძღვანელობას ფინანსურად დაუჭერენ მხარს, მაშინ ასეთი წვრილმანების უგულებელყოფაც შეიძლება.
კიდევ ერთი პარტია, რომელიც წელს დარეგისტრირდა, არის “სომხური აღორძინება”. წინა ორგანიზაციისგან განსხვავებით, მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა სხვა – “ორინაც ერკირის” (“სამართლებრივი სახელმწიფო”) სახელწოდებით. პარტიის ლიდერმა, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა არტურ ბაღდასარიანმა რებრენდინგის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშკარა გახდა, რომ მისი ორგანიზაციის ოდესღაც მაღალი რეიტინგი ძალიან დაეცა და რომ პარტიის სახელწოდება მოსახლეობაში ნეგატიურ ემოციას იწვევდა. მაგრამ სახელწოდებები იცვლება და რომელიღაც მკაფიო იდეოლოგიის შეცვლაზე საუბარიც არ არის.
გარკვეულწილად აქტიურობს ერთ-ერთი ტრადიციული ეროვნული პარტია – “რამკავარ-აზატაკანი” (ლიბერალ-დემოკრატები). დიასპორაში საკმაოდ ცნობილმა პარტიამ საკუთარი, თითქმის ასწლიანი პოლიტ.კაპიტალის ისტორიულ სამშობლოში, ხელისუფლების რეალურ ბერკეტებში კონვერტაცია ვერ მოახერხა.
ცხადია, პოლიტიკური პარტიების მშენებლობის ველზე არსებული ვნებათაღელვა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლით არის გამოწვეული. საერთო და უკვე კარგად გაზეპირებული ლოზუნგების და დაპირებების გარდა, ისინი ამომრჩეველს ახალს და მიმზიდველს ვერაფერს სთავაზობენ. თუმცა, გულის სიღრმეში იმედოვნებენ, რომ გარდამავალ პერიოდში ხელისუფლება არჩევნების მსვლელობაზე აბსოლუტურ კონტროლს გარკვეულწილად დაკარგავს და ეს მათ გარკვეულ შანსს მისცემს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორც ერთ-ერთ ერევნულ გაზეთში დაიბეჭდა, ახალიც და უკვე კარგად მოძველებული პარტიებიც ხვდებიან, რომ გამსვლელი ბარიერის გადალახვა მარტოს გაუჭირდებათ. ამიტომ წინასაარჩევნო ალიანსის შექმნაზე ფიქრობენ. პარტიების იდოლოგიური მიდგომების მსგავსებაზე კი საუბარიც ზედმეტია, რადგანაც მათ არავითარი იდეოლოგია არ გააჩნიათ.
საინტერესოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინათ, “საკუთარი” პარტიის შექმნაზე სომხური წარმოშობის ცნობილი რუსი ოლიგარქი არა აბრამიანიც საუბრობდა. მაგრამ იდეა, როგორც ჩანს, დასაწყისშივე ჩაახშეს. გავრცელებული ჭორების თანახმად, აბრამიანს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში რუსეთის სომხების კავშირს ხელმძღვანელობს, ერევანში არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ ცხადია, პარტიის შექმნას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებ, მაგრამ პარლამენტში ვერ მოხვდებიო.
ჩნდება შეკითხვა: ვინ მოხვდება ეროვნულ საკრებულოში? რა თქმა უნდა, მმართველი “სომხეთის რესპუბლიკური პარტია”, რომლის ლიდერიც სერჯ სარგსიანია. სიმპტომურია, რომ ცოტა ხნის წინათ, სააგენტო Reuter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მოსალოდნელ არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დამარცხების შემთხვევაში, იგი პოლიტიკიდან წავა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რესპუბლიკური პარტია გაიმარჯვებს, – დასძინა პრეზიდენტმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს, მეორე და ბოლო საპრეზიდენტო მანდატის დასრულების შემდეგ, იგი უკვე შეძლებს ან პარლამენტის სპიკერის, ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, ან და “უბრალოდ” მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელად დარჩეს. ეს ძალიან ჰგავს სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელსაც კონსტიტუციის თანახმად, ფორმალურად არანაირი ძალაუფლება არ უნდა ჰქონოდა. რაკი ხალხს ბუნდოვნად ესმოდა ის, თუ პარტიის ლიდერი მსოფლიოში უდიდეს ქვეყანას, საკონსტიტუციო უფლების არქონის მიუხედავად, წლების განმავლობაში როგორ მართავდა, გენერალური მდივანი დროთა განმავლობაში თავის თავს ხანს უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელად (პრეზიდენტად) და ხან მთავრობის თავმჯდომარედ ნიშნავდა.
მოცემულ კონტექსტში საბჭოთა დროება შემთხვევით არ არის მოყვანილი. ბოლო წლებში სომხეთში ისეთი პერიოდია, რომელსაც გორბაჩოვის გადატრიალების დასაწყისში “სტაგნაციის დროს” უწოდებდნენ. ყურადღებით თუ დავაკვირდებით, რესპუბლიკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. წინა პლანზე ერთი და იგივე ცნობილი პიროვნებები ფიგურირებენ, ერთი და იგივე მოწოდებები და დაპირებები გაისმის. დიდი ხანია პარტიები მოსალოდნელ აყვავებაზე საუბრობენ (როგორც “აყვავებული სომხეთი”, რომელმაც პოლიტიკიდან ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი გააძევა). შემდეგ, სომხეთის “აღორძინების” და მასზე რაღაც “შუქის” მოჰფენის მისწრაფების მტკიცებულებები გაისმოდა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია, რასაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რეალურ საზრუნავთან საერთო არაფერი აქვს.
ექსპერტების შეფასებით, სომხეთის რესპუბლიკური პარტია ადგილების 55-60%-ს დაიკავებს, დარჩენილი მანდატებისთვის კი სერიოზული მტაცებლობა დაიწყება. თუმცა, ეროვნულ საკრებულოში შესვლის იმედი უნდა ჰქონდეთ: “დაშნაკცუტიუნს” (მორიგი ტრადიციული პარტია, რომელიც სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან ალიანსში კიდევ ერთხელ ერთიანდება), იგივე “აყვავებულ სომხეთს” (თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი ლიდერი თავისი “ნებაყოფლობით წასვლით” ქვეყნის უმაღლესი პოსტის მითვისების ცოდვას გამოისყიდის.) შესაძლოა, პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის “სომხურ ეროვნულ კონგრესს”. ეს უკანასკნელი თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, თუმცა, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება (მთიანი ყარაბაღის პრობლემა, ან რუსეთთან ურთიერთობა) მხარს ყოველთვის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პოლიტიკას უჭერს.
რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს, მათ 5%-იანი ბარიერის გადასალახავად მართლაც მოუწევთ მრავალპარტიული ალიანსების ფორმირება და პარლამენტში თავიანთი ლიდერების შეშვება. სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგანაც ახალი საარჩევნო კანონის თანახმად, მაჟორიტარული ოლქების ლიკვიდაცია მოხდება…
თუმცა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის პერსონალური შემადგენლობა არ შეიცვლება. აუცილებლად შეიცვლება, რადგანაც ძირითადი ბრძოლა, თუმცა არა ღია, არამედ ფარული, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის შიგნით, “ახალგაზრდა თაობას”, რომელსაც შემდგომ პრეზიდენტი მიქაელ მინასიანი უხელმძღვანელებს და “ძველ პარტიულ გვარდიას” შორის, რომელიც ახალგაზრდებისთვის ასპარეზის დათმობისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად. სწორედ ეს განსაზღვრავს მომავალი არჩევნების მთავარ ინტრიგას და არა, პარტიათაშორისი შეჯიბრი.
არმენ ხანბაბიანი, პოლიტიკური მიმომხილველი, სპეციალურად Dalma News-ისთვის.