ასაკობრივი პენსია 1 სექტემბრიდან 10 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოაოდგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
“მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს”, – განაცხადა სოფრომაძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ქვეყნის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.