ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების (Substantial Transparent) რიგში მოექცა და უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას. ხოლო, ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, 66 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. რეიტინგი ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობამ (The International Budget Partnership) “ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015”-ის (Open Budget Survey 2015) შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
რომლის მიხედვითაც, 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით საქართველომ პოზიციები მნიშნველოვნად გაიუმჯობესა, რადგან 2012 წლის ინდექსის თანახმად 33-ე ადგილზე იყო.
როგორც Dalma News-ს ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2-3 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, შესაბამის ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობისა და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.