საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებრივი განხილვის თემად, საკონსტიტუციო ცვლილებები აქციეს, რასაც სახელმწიფო საგარეო პოლიტიკური კურსის დაფიქსირება შეუძლია.
როგორც ცნობილი პოლიტიკოსი, პარლამენტის ექს-სპიკერი, ამჟამად პარტია “დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ქვეყნის ბლოკის გარე სტატუსი. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ბლოკში ქვეყნის აქტიური მონაწილეობა ბევრად მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე – სარგებელს.
ცნობილია, რომ ერთადერთი ბლოკი, სადაც საქართველო ცდილობს გაერთიანდეს, ნატო -ა და ისიც კარგად არის ცნობილი, თუ ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას რა უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
საქართველო და რუსეთი ყოველთვის მეზობლები იქნებიან და ამიტომ მათ შორის ურთიერთობის ხასიათი ყოველთვის მოახდენს გავლენას ცხოვრების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე. ცხადია, რომ შედეგი პატარა ქვეყნისთვის ბევრად უფრო დიდი იქნება.
ნინო ბურჯანაძის აზრით, საქართველოს ნატოში გაერთიანება რუსეთთან მის უფრო მეტად მწვავე კონფრონტაციას გამოიწვევს, რაც ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის რეგულირების შანსებს საბოლოოდ ნულამდე დაიყვანს.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ბლოკის გარე სტატუსზე როგორი დამოკიდებულება აქვს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ საკითხით სპეკულირებენ, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ეს იდეა საინტერესოა. ცხადია, ისინი დაინტერესდებიან და დასთანხმდებიან იმას, რომ ეს საკითხი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში მართლაც ახალ პერსპექტივებს გამოაჩენს”.
“…რუსეთში ძალიან კარგად ხვდებიან იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს… კიდევ ერთხელ დავინახე რუსეთის მხარის მზადყოფნა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საკითხის ორივე სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასაწყვეტად და საქართველოსა და რუსეთს შორის თანაბარუფლებიანი დიალოგის გამართვის დროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
აბსოლუტურად საწინააღმდეგო ინიციატივით წარსდგა პარლამენტის მოქმედი სპიკერი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციამ მისი დასავლური ორიენტაცია უნდა უკვდავყოს.
“გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, რათა საქართველოს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების ინიცირება მოახდინონ, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, მისი მომავლის და კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სჭირდება ქართველ ერს და რატომ სჭირდება სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა “დემოკრატიული სახელმწიფოების, უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში სრულფასოვანი ადგილი დაიკავოს”. ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება იქნება. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, ჩვენ – პარლამენტის ყველა ფრაქციამ ევროატლანტიკური მისწრაფების ერთობლივ დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი, რაც თავისი ხელმოწერით პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეს ნამდვილად არ არის ახალი პოზიცია, რადგანაც საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მხარს მხოლოდ დასავლურ ორიენტაციას უჭერს და მათი კონკურენტებთან ბრძოლა ძირითადად იქამდე მიდის, დაამტკიცონ ვინ მეტად “პროდასავლურია” და ვინ – ნაკლებად.
საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე დაარღვია. მან მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დატოვა, საკუთარი პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ პარტიით აპირებს მონაწილეობას. მიაჩნია, რომ ცალმხრივი პროდასავლური ორიენტაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
ლოგიკური იქნებოდა, მას ნინო ბურჯანაძისთვის დაეჭრა მხარი, თუმცა მეჭიაური ექს-სპიკერის შეხედულებებს უარყოფითად აფასებს. იგი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ჯარის ყოფნას ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. შიშობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში “ბლოკის გარე” სტატუსის ჩანიშვნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ხაზს მოქნილობისა და მანევრირების შესაძლებლობებს დაუკარგავს, რაც საბოლოოდ მძიმე და ფატალური შედეგით დასრულდება.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ინიციატივას, მეჭიაურმა მოკლედ განაცხადა: “ნატო იშლება, უსუფაშვილი კი მოსახლეობას ნატო-ს ნანგრევების ქვეშ მოხვედრას სთავაზობს. ჩვენი ხალხი ჯერ არ გასულელებულა, ასეთი არჩევანი რომ გააკეთოს, თუ რა თქმა უნდა, მას ყველაფერს სწორად აუხსნი”.
ასე ფიქრობენ პოლიტიკოსები, ხოლო იმის გარკვევას, თუ ხალხი რას ფიქრობს, სხვადასხვა ორგანიზაცია სოციალური გამოკითხვების ჩატარებით ცდილობს. შედეგები კი ერთობ საინტერესოა.
გამოკითხული საზოგადოების 51%, რომლებიც 35 წლის ასაკის უფროს კატეგორიაში მოხვდნენ, დადებითად იხსენებენ სსრკ-ს, ხოლო 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის სსრკ -სადმი დამოკიდებულება ნეგატიურია. წინააღმდეგია – 79%.
როგორ უნდა აიხსნას ასეთი პარადოქსი? ისინი, რომლებიც “ტოტალიტარულ წარსულში” ცხოვრობდნენ, როდესაც შიმშილობდნენ და ღარიბდებოდნენ, როდესაც ამცირებდნენ და ავიწროვებდნენ, დასცინოდნენ, რატომღაც ის დრო – თანამედროვე სიმდიდრისა და აყვავების, თავისუფლებისა და დემოკრატიის ეპოქაზე უკეთესად მიაჩნიათ.
ახალგაზრდობამ ელემენტარული შეკითხვა უნდა დასვას: განა ის თაობა, რომლის განათლება და ინტელექტუალური დონე თანამედროვესთან შედარებით მაღალია, მაზოხისტებისგან შედგება?
დავიჯერო, არავინ ფიქრობს იმას, რომ ეს, საღად მოაზროვნე და შესანიშნავი მეხსიერების მქონე ადამიანები წარსულსა და აწმყოს შორის კოლოსალურ განსხვავებას უარესობის თვალსაზრისით ხედავენ. ახალგაზრდობა კი, რომელიც წარსულს, მხოლოდ გადმოცემით იცნობს და არა – საკუთარი გამოცდილებით, ტოტალური პროპაგანდის, ტვინების გამორეცხვის და დახვეწილი ზომბირების ფონზე საკუთარი სამშობლოს წარსულს უკიდურესად უარყოფითად აღიქვამენ. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდების მასობრივი უმუშევრობით ხდება, როდესაც ცხოვრებისეული წარმატების მთავარი იმედი სამუშაოდ საზღვარგარეთ გამგზავრებაა, რათა იქ, ყველაზე დაბალი სოციალური საფეხურიდან დასავლური კეთილდღეობის ნამცეცები აკრიფონ და უუფლებო გოსტარბაიტერობით დაკმაყოფილდნენ.
გამოჩნდებიან კი ოდესმე ქვეყანაში პოლიტიკოსები, რომლებიც მთავარ ამოცანად დაისახავენ არა თავიანთი უცხოელი მაღალი მფარველების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას?
ირაკლი ჩხეიძე