აგვისტოს დასაწყისში გაფესიანის ხელოვნების ცენტრმა, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მოულოდნელი სოლო კონცერტი აჩუქა. მოსკოველი პიანისტი, მიხეილ აირაპეტიანი ბევრისთვის აღმოჩენა იყო. სირცხვილი კი არის ამის აღიარება, მაგრამ სამწუხაროდ დავიწყებული გვყავს საკუთარი მუსიკის მარგალიტები, მათ შორის არა მხოლოდ შუა საუკუნეების, არამედ თანამედროვეც. ამჯერად არო სტეპანიანის, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ წმნიდა მუსიკას და საბჭოთა სომხეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც კი იყო, ნაწარმოებები გაჟღერდა. მიხეილ აირაპეტიანი თავის თავს ვერ აპატიებდა იმას, რომ არო სტეპანიანის სახელი, თანამედროვე ფსევდოკულტურიდან წაშლილიყო.

კომპოზიტორი და შემსრულებელი

არო სტეპანიანი წარმოშობით განძაკიდან – ბევრი ცნობილი სომეხი კულტურული მოღვაწის (მაგალითად, მხითარ გოში) მიწიდან არის. მომავალი კომპოზიტორი პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. დაამთავრა ტფილისის, მოსკოვის და ლენინგრადის კონსერვატორიები, გნესინის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, სადაც, თავად მიხეილ გნესინის კლასში სწავლობდა. სტეპანიანის კალამს ხუთი ოპერა, სამი სიმფონია, უამრავი რომანსი, კამერულ-ინსტრუმენტალური ნაწარმოები და ფორტეპიანოს კონცერტები ეკუთვნის.

სომხური კლასიკური მუსიკის ხელოვნებაში რესპუბლიკის სახალხო არტისტის, სტეპანიანის წვლილის დაუფასებლობა შეუძლებელია. შემთხვევით არ უთქვამს მიხეილ გნესინს მასზე: “სტეპანიანის ნატიფი გემოვნება, ლირიზმი და სტილისტური ნაპერწკალი, აღფრთოვანებას იმსახურებს. თუკი ხაჩატურიანში მისი მუშაობის პირველივე წლებში ძლიერი ტემპერამენტი მხიბლავდა, სტეპანიანში დახვეწილი გემოვნება, პოეზია და სტილისტური მისწრაფებები აღმაფრთოვანებს. მისთვის ვოკალურ-ფორტეპიანოს ნაწარმოებების გაშალაშინებაში დახმარება ნამდვილი სიამოვნება იყო. იმ წლებში სტეპანიანი შედარებით უფრო დიდი ფორმებით გატაცებული არ ყოფილა, შეგნებულად ახდენდა მუსიკალური მინიატურის სფეროს გასრულყოფილებას”. დიდებულმა ხაჩატურიანმა არო სტეპანიანს განუცხადა: “მიმაჩნია, რომ შენ დიდებული საბჭოთა სომეხი კომპოზიტორი ხარ, რომელსაც მშობლიური ხელოვნების მიმართ ძალიან დიდი დამსახურება გაქვს. შენი შემოქმედებით ახალგაზრდა კომპოზიტორები კიდევ დიდხანს გამოიკვებებიან”.

საჭირო არ არის მუსიკალური განათლების ქონა იმისთვის, რომ შეიგრძნო მ.აირაპეტიანის მიერ დიდი სიფრთხილით შესრულებულ ნაწარმოებებში, სტეპანიანის ევროპული მუსიკის საფუძვლები, რომლებიც უშეცდომოდ არის გამდიდრებული კარგად ცნობადი სომხური მოტივებით. არო სტეპანიანის დამსახურება, ისევე როგორც სხვა სომეხი კომპოზიტორების, თუნდაც აბრამიანის და ბაღდასარიანის აუდიოჩანაწერები და ნოტების რვეულები, დაუმსახურებლად არის გადატანილი მეორე პლანზე.

DSC_5713და აი, ეს ღირსეული მისია მიხელ აიარპეტიანმა, მსოფლიო დონის მუსიკოსმა, იკისრა. იგი მუსიკოსების და არტისტების ძლიერ ტრადიციებზეა გაზრდილი. მიხეილის ბებია, ირინა მარჩენკო დღემდე ერევნის სტანისლავსკის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში უკრავს. მოსკოვის კონსერვატორიის და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მიხეილს შეეძლო კონცერტები იქვე გაერმართა, მოსწავლეები მოემზადებინა და უპრობლემოდ ეცხოვრა. მაგრამ ამის უფლება დაუოკებელმა ხასიათმა და სამშობლოს წინაშე ვალდებულების გრძნობამ არ მისცა. სამშობლოსთვის ვალის დაბრუნებას ასეთი ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთ სფეროში, თანაც შეძლებისდაგვარად, არატრივიალურად.

ბოლო წლებში მიხეილი ჩინეთში პედაგოგად მუშაობს და კონცერტებს მართავს, მოსკოვის და მსოფლიო სხვადასხვა ქალაქის საუკეთესო დარბაზებში. მისი საკონცერტო პროგრამა კი გაჟღენთილია სომხური კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებით. აირაპეტიანი რუსეთში, სომხეთსა და ჩინეთში რამდენიმე სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრია და ამ ორგანიზციებთან ერთად ღონისძიებებს და კონცერტებს მართავს.

ის, რის გარეშეც შეუძლებელია მიხეილის წარმოდგენა, არის მუსიკალური პროექტი “სომხეთის საიდუმლოებანი“, რომლის შემქმნელი და პროდიუსერიც თავად არის. პროექტის წყალობით დავიწყებული მუსიკა საკონცერტო დარბაზებსა და თანამედროვე ციფრულ ჩანაწერებში ჟღერს. აირაპეტიანი ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია Naxos-სთან თანამშრომლობს. შარშან, გამოსცა სომხური მუსიკის ანთოლოგიის დისკი სამ ნაწილად, სადაც ჩაწერილია სომეხი კომპოზიტორების ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერები.

ორი ალბომი სწორედ აბრამიანს და ბაღდასარიანს, რომლებსაც სომხეთის ფარგლებს გარეთ თითქმის არავინ იცნობს, მიეძღვნათ. მესამე დისკზე კი ჩაწერილია კომიტასის, სტეპანიანის, ბაბაჯანიანის, ბაღდასარიანის, აბრამიანის და ამირხანიანის კომპოზიციები, მიხეილ აირაპეტიანის ვირტუოზული შესრულებით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მეოთხე დისკზე, რომელიც მთლიანად კომიტასის შემოქმედებას მიეძღვნება. ალბომები ცნობილმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა და პროდიუსერებმა შეაფასეს. მათი ნახვა შესაძლებელია ისეთ საავტორო გამოცემებში, როგორიცაა American Record Guide, Fanfare, ან International Piano.

პროექტი და ხელმძღვანელი

პროექტს “სომხეთის საიდუმლოებების” განხორციელებას მუსიკალური ოსტატობის გარდა, სხვა პროფესიის შესწავლაც დასჭირდა, რათა საკუთარი თავის პროდიუსერი გამხდარიყო.

მიხეილზე უკეთ, ამ ყველაფერზე ვერავინ მოგვითხრობს: “სომხური მუსიკის პროპაგანდა, ჯერ კიდევ ასპირანტურაში დავისახე მიზნად და დავიწყებული ავტორების ნაწარმოებებს ვუკრავდი. ამის შედეგი სწორედ ჩემი ნამუშევრების აუდიოჩანაწერია. ვცდილობ, ჩემს კონცერტებში უშუალოდ სომხური მუსიკა წარვადგინო. მაგალითად, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ სამ საათიანი კონცერტის პროგრამაში სხვადასხვა ეპოქის 15 სომეხი ავტორის ნაწარმოები იყო წარმოდგენილი. ტელეარხმა “კულტურამ”, კონცერტს 150 წლიანი სომხური მუსიკის განვითარების ისტორია უწოდა

შარშან, კომიტასისადმი მიძღვნილი ამდაგვარი კონცერტი ჩატარდა. ძალიან ბევრ დასავლეთელ პროდიუსერს ვიცნობ და სომხური მუსიკის პროპაგანდას იმით ვეწევი, რომ სომეხი კომპოზიტორების ჩანაწერებს ვუშვებ. საერთოდ, სწავლის დროს და პროფესიონალურ სცენაზე მუშაობის პირველ წლებში მივხვდი, რომ მუსიკოსს საკუთარი თავის წარდგენა უნდა შეეძლოს. თუ არ იცნობ მთელი ამ სამზარეულოს საფუძვლებს (რეკლამა, ჩანაწერი, ფინანსები, მარკეტინგი), ძალიან გაგიჭირდება საკუთარი უფლებების და შემოქმედებითი შედეგების დაცვა”.

მიხეილ აირაპეტიანის პროფესიონალიზმზე, მის საშემსრულებლო ოსტატობასა და მუსიკოსის უნიკალურობაზე კრიტიკოსები უკეთ დაწერენ და შესაბამის არგუმენტებსაც მოიყვანენ. რაც შეეხება პროექტ „სომხეთის საიდუმლოებანს“, იმედია არასოდეს დასრულდება, მით უფრო, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც მზად არის ამისთვის.

ეს ხომ ერთობ კეთილშობილური საქმეა

P.S. საერთაშორისო მუსიკალური პროექტი “სომხეთის საიდუმლოებები” 5 წლის განმავლობაში აცნობს აუდიტორიას სომხური მუსიკალური კულტურის დაუმსახურებლად დავიწყებულ გენიოსებს. პროექტის ხელმძღვანელი, პიანისტი მიხეილ აირაპეტიანი ყოველწლიურად ჩადის სომხეთში კოლოსალური სამუშაოს შესასრულებლად. აგროვებს გენიალური სომეხი კომპოზიტორების ნოტების რვეულებს, რომლებიც ბიბლიოთეკების, წიგნის მაღაზიების და თავად ამ მუსიკოსების ახლობლების სახლის თაროებზე მტვრით არის დაფარული. 

პროექტის მიზანია სომხური კლასიკური მუსიკისადმი (არა მხოლოდ კომიტასის, ხაჩატურიანის და ბაბაჯანიანის ნაწარმოებებისადმი) ინტერესის გაღვივება. დღეს მიხეილ აირაპეტიანი მსოფლიოს ხალხური მოტივების ციკლს “საბავშვო პიესები” და ფორტეპიანოს 26 პრელუდიას წარუდგენს, რომელთაგანაც ორი კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.

მაისში პირველი მსოფლიო პრემიერა შედგა: მიხეილ აირაპეტიანმა ჩინეთში არო სტეპანიანის 26 პრელუდია შეასრულა. ათასობით მაყურებელი ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს კომპოზიტორის ნიჭს და შემსურებლის ოსტატობას. მშობლიურ სომხეთში პიანისტმა უკვე ორი ციკლი შეასრულა – მეორე მსოფლიო პრემიერა აგვისტოს დასაწყისში შედგა, რომელზეც ერევნის მუსიკალური ელიტა შეიკრიბა. ეს ჭეშმარიტად უნიკალური შემთხვევა იყო, რადგანაც აღნიშნული ორი ციკლი სრულად არასოდეს შესრულებულა და ამასთანავე ერევნის კონსერვატორიის კორიფეების გამოხმაურებაც მოჰყვა.

22 აგვისტოს, მუსიკალური მოღვაწეების საერთაშორისო კავშირის დარბაზში მიხეილ აირაპეტიანი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის “სომხეთის საიდუმლოებების” ფარგლებში მოსკოვის საზოგადოებას სომხეთის მუსიკალური კულტურის “ბრილიანტს” გააცნობს. ეს უნიკალური ღონისძიება 19:00 სთ-ზე დაიწყება. 

ახლა კი, ჩვენ შეგვიძლია სომხური კლასიკური მუსიკის აღორძინების ისტორიის ნაწილი გავხდეთ. ოდესღაც ლისტმა ფართო საზოგადოებას ბეთჰოვენი გააცნო, სორფონიცკინმა – სკრიაბინი, ხოლო მენდელსონმა – ბახი. პროექტის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ “ხელოვნება დავიწყებას არ უნდა მიეცეს”.

რუბენ გიულმისარიანი