2009 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, ჰეიდარ ალიევის ფონდთან ერთად ყოველწლიურად მართავს გაბალას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს.პროექტი წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ხდება და სულ უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს.

წელს, ექვსი დღის განმავლობაში აზერბაიჯანში რუსეთის, ისრაელის, აშშ-ს, იტალიის, ლიტვის, სლოვაკეთის ცნობილი მუსიკოსები ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ: სოლისტები ოკსანა იაბლონსკაია, დიმიტრი იაბლონსკი, ჟანა ჰანდელმანი, მიხეილ სლატკინი, მოიკა ზლობკო ვაიგლი, მასიმო მორჯელი, სტეფან დეიცი, ანა სეროვა, რობერტო მოლინელი, ნომედა კაზლაუსი. აზერბაიჯანმა კონკურსზე წარადგინა სახალხო არტისტები: ფარხად ბადალბეილი, მურად ადიგეზალზადე, ისფარ სარაბსკი და ოპერის მომღერალი აზერ რზაზადე. მუსიკოსები სცენაზე უზეირა გაჯიბეილის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ და ბაქოს მუსიკალური აკადემიის კამერულ ორკესტრ Baku Chamber Orchestra-სთან, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრ, კამერულ ორკსესტრ Femusa, კლარნეტის კვარტეტ Clarte და კვარტეტ Furioso-სთან ერთად წარდგნენ.

ფესტივალის ფარგლებში ცნობილი მუსიკოსების მასტერ-კლასებიც ჩატარდა.

фархад бадалбейли
გაბალას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ფარჰად ბადალბეილი

როგორც აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა, ბაქოს მუსიკალური აკადემიის რექტორმა უზეირა გაჯიბეილიმ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, ფესტივალის ავტორიტეტი ყოველწლიურად იზრდება და მასში მონაწილეობა სულ უფრო მეტ ცნობილ მუსიკოსს სურს.

“გაბალას ფესტივალი ყველა სხვა მუსიკალური პროექტისგან იმით განსხვავდება, რომ იგი კომერციული ხასიათის არ არის და მხოლოდ კლასიკური მუსიკის პროპაგანდას ემსახურება. ადამიანებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლიათ მუსიკით დატკბნენ. კონცერტები საკონცერტო დარბაზის გარდა ღია ცის ქვეშ – მაღალი მთების და დაბურული ტყეების ფონზეც ჩატარდა”, – განაცხადა ბადალბეილმა.

ფესტივალის კიდევ ერთ სამხატვრო ხელმძღვანელს, აშშ-ში მოღვაწე, ცნობილ რუს დირიჟორს, ვიოლონჩელისტ დიმიტრი იაბლონსკის მიაჩნია, რომ ამგვარი მუსიკალური პროექტები აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას უწყობენ ხელს, ამიტომ მსმენელი ამ მხრივ ხშირად უნდა გაახარონ.

გაბალის ფესტივალის მონაწილეების უმრავლესობა, მასში არაერთგზის მონაწილეობს. მათ შორისაა იერუსალიმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმეისტერი, იერუსალიმის მუსიკალური სკოლის პედაგოგი, ცნობილი მევიოლინე ჟანა ჰანდელმანი.

“ჩემი მეგობარი, დიმიტრი იაბლონსკი ყოველწლიურად მიწვევს, რასაც სიხარულით ვთანხმდები. აზერბაიჯანიდან ყოველთვის კარგი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. გპირდებით, მომდევნო წელს აზერბაიჯანს უკვე ტურისტის სტატუსით ვეწვევი”, – განაცხადა ჰანდელმანმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.

Жанна Гандельман
ჟანა ჰანდელმანი

მისივე თქმით, წელს მასთან ერთად ცნობილი მუსიკოსები – მურად ადიგეზალზადე, ვიოლონჩელისტი დიმიტრი იაბლონსკი, მესაყვირე მიხეილ სლატკინი მონაწილეობდნენ და მათ მსმენელს შესანიშნავი წუთები აჩუქეს.

გაბალის ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კონცერტი ჰეიდარ ალიევის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგნენ: აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი მურად ადიგეზალზადე, გაბალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, პიანისტი ოკსანა იაბლონსკაია (რუსეთი), აშშ-ში დიკბიურის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი სტეფან დეიცი და იტალიური საერთაშორისო მუსიკალური აკადემია “ლ.პეროსის” პროფესორი ანა სეროვა. მათ შეასრულეს შუბერტის, ბრამსის, გერშვინის და ფორეს უკვდავი ნაწარმოებები.

“ოთხი წლის წინათ თუ ამბობდნენ, რომ ეს ახალი ფესტივალიაო, ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედგა და მის შესახებ ბევრ ქვეყანაში იციან. დღეს გაბალის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენაა, რომლისთვისაც ქვეყანაში ასობით სტუმარი და ტურისტი ჩამოდის. კლასიკური მუსიკის გარდა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკაც სრულდება, რათა ყველა გემოვნების მაყურებელი მიიზიდოს”, – განაცხადა ადიგეზალზადემ.

Мурад Адыгезалзаде

ექვსდღიანი ფესტივალი, უსეირა გაჯიბეილის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის გამოსვლით დასრულდა. ორკესტრს ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ცნობილი იტალიელი დირიჟორი რობერტ მოლინელი. კონცერტზე თავისი საშემსრულებლო ოსტატობა აჩვენეს ლიტველმა ოპერის მომღერალმა ნომედ კაზლაუსმა (სოპრანო), აზერ რზაზადემ (ტენორი) და მოგერამ ჰუსეინოვმა (ბარიტონი). მათ შეასრულეს ვაგნერის, ჩაიკოვსკის, ვერდის, ამედიას, მოცარტის და მოლინელის ნაწარმოებები.

ფესტივალი ბრწყინვალე ნოტით დასრულდა. კმაყოფილები ჩანდნენ, როგორც მაყურებელი, ასევე ორგანიზატორები, მუსიკოსები, რიდიჟორები და სოლისტები. ერთი სიტყვით, ყველა, ვინც მაქსიმუმი ჩადო ამ საქმეში. ასე, რომ მომავალ შეხვედრამდე, ერთი წლით!

მოამზადა კიამალია ალიევამ