აზერბაიჯანულ-ქართულ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის – სადახლოს, სარემონტო სამუშაოები იგეგმება. მუშაობა საზღვრის ორივე მხარეს ერთდროულად უნდა დაიწყოს.
როგორც აზერბაიჯანის სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე აიდინ ალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება საქათველოსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შედგა და აზერბაიჯანული მხარე უკვე მზადაა დაიწყოს სამუშაოები. თუმცა, ელოდება ქართულ მხარის გადაწყვეტილებას.