აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, არაერთხელ მიანიშნა და ღია ტექსტითაც კი მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, პროდასავლური კურსის შესახებ პერმანენტულად განაცხადონ. როგორც ცნობილია, “პროდასავლური” კურსი უკვე დიდი ხანია ქართული პოლიტიკური ელიტის მთავარ სამოძრაო ვექტორს წარმოადგენს. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ამავე პოლიტიკური ელიტის რეიტინგი მოსახლეობაში თანდათან იკლებს. ელექტორატის პატივისცემა რომ შეინარჩუნო, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაა საჭირო.

პოლიტიკური ელიტას გარდა, საქართველოში სერიოზული და სტაბილურად მაღალი დონის ავტორიტეტით სარგებლობს მართლმადიდებლური ეკლესია და შემოქმედებითი ინტელიგენცია. სწორედ ამ ინტელიგენციამ გაავრცელა საზოგადოებრივი მოღვაწეების, მეცნიერების, რეჟისორების, მსახიობების, პოეტების მიერ ხელმოწერილი ღია წერილი, სადაც ღიად და გულახდილად არის საუბარი იმაზე, თუ რა სარგებელი მოუტანა საქართველოს “პროდასავლური” კურსის ერთგულებამ. ჩვენ არაერთხელ წამოვჭერით ეს საკითხი, არა გაბერილი პოლიტიკური მითების, არამედ რეალური ვითარების გასაანალიზებლად.

დღეს, იგივე სახის წერილი გაავრცელეს ხელოვნების გამოჩენილმა მოღვაწეებმა. წერილს ხელს აწერენ: რეჟისორები რობერტ სტურუა და ქეთი დოლიძე, მსახიობები გოგი ქავთარაძე და გოგი ხარაბაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე, მხატვარი თემურ გოცაძე და პოეტი რეზო ამაშუკელი.

საინტერესოა, რისი თქმა სურთ ამ პატივცემულ ადამიანებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის? მათ სცადეს გარკვეულიყვნენ და აეხსნათ, პირველ რიგში, დასავლეთის წარმომადგენლებისთვის ის, თუ რეალურად რა მოუტანა საქართველოს ე.წ. პროდასავლურმა კურსმა და პოლიტიკური ელიტის თითქმის მანიაკალურმა სურვილმა, ნებისმიერ ფასად შეათრიონ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში. წერილის ავტორები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ აღებულმა კურსმა უკიდურესად გაართულა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან და შედეგად გამოიწვია “ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ტერიტორიების დაკარგვა”, “ქვეყნის მოსახლეობის საშინელი გაღარიბება და შემცირება”. თავიანთ სიტყვების გასამყარებლად მათ ციფრები და სტატისტიკა მოჰყავთ.

სსრკ-ს დაშლის მომენტში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული რესპუბლიკა იყო, რომელსაც მაღალგანვითარებული ეკონომიკა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ჰქონდა. ქვეყნის მოსახლეობა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენდა. დღეს, ქვეყნის ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, შემცირდა; ქვეყნის განვითარება ფაქტობრივად შეწყდა, მოსახლეობა კი 3,6 მილიონ ადამიანამდე შემცირდა. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო ამგვარ დემოგრაფიულ ცვლილებებს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში დამპყრობელი მტრების შემოსევების დროს განიცდიდა.

წერილის ავტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს დასავლეთისადმი კეთილგანწყობაში, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან დასავლეთის საქართველოსადმი დამოკიდებულებაში. წერილში ღიად არის ნათქვამი:

“საქართველოს არასოდეს უღალატია ნატო-სთვის, რასაც ალიანსზე ვერ იტყვი… მიგვაჩნია, რომ პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს”.

ძნელია შედავება. ცნობილია, რომ საქართველომ, როგორც ნატო -ს არაწევრმა ქვეყანამ, საკუთარი ნებით იტვირთა მთელი ის სიმძიმე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმრავლესი წევრი-ქვეყნის ვალდებულებებს აღემატება. ქართველი სამხედროები – ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ნატო -ში გაერთიანება სურთ და თანაც არა მხოლოდ დეკორატიულ რეფორმებს ატარებენ, არამედ სისხლს ღვრიან და ალიანსის, უფრო სწორედ, მისი ხელმძღვანელობის გლობალური მიზნებისთვის თავიანთ ახალგაზრდა სიცოცხლეს სწირავენ.

რა მიიღო საქართველომ?

ცხადია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთელი თავისი არაადეკვატურობის მიუხედავად, ვერასოდეს გაბედავდა 2008 წლის აგვისტოში ავანტიურაზე წასვლას, თავისი ბატონების იმედი რომ არ ჰქონოდა. რა მოიმოქმედა მაშინ დასავლეთმა, რომელიც მაშინდელი მოვლენების ფაქტობრივი დამნაშავე იყი? ან რით დაეხმარა ის საქართველოს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არაფერი და არაფრით!

დასავლეთის მიერ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სულ უფრო ემსგავსება უსინდისობას. ზემოთ აღნიშნული წერილის ავტორების – გამორჩეული ინტელექტის მქონე ადამიანების მოტყუება რთულია. მათ ყურადღება გაამახვილეს ნატო-ში საქართველოს, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე გაწევრიანების ახალი ვარიანტის შესაძლებლობებზე.

“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმედგაცრუებულია. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ს საელჩოს და მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონ ლუკ კოფის შემოთავაზებამ, ალიანსის დადგენილების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოს ნატო -ში გაერთიანების თაობაზე”.

ალიანსის წევრობა ძლიერ ჩრდილოეთელ მეზობელთან სამხედრო კონფლიქტების საფრთხეს ერთი-ორად გაზრდის. საინტერესოა, საქართველოს არსებული „ცალმხრივი მოკავშირეობისგან“ რისი იმედი აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ბევრი ვალდებულება ეკისრება, მასთან ანგარიშვალდებული კი არავინაა.

“რა დახმარების იმედი უნდა გვქონდეს, როდესაც 2008 წლის გამოცდილება გვაქვს? – ნატო – სამხედრო ალიანსია, რომლის წევრობის სურვილიც საქართველოს სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიამ გაუჩინა და თუ ეს გარანტიები სოხუმსა და ცხინვალზე არ მოქმედებს, მაშინ საინტერესოა, რა სარგებელი უნდა მოუტანოს ალიანსმა სახელმწიფოს და ხალხს”, – ნათქვამია წერილში.

დასავლეთი ასეთ ვითარებაში ძალზედ ჰგავს უპასუხისმგებლო პიროვნებას, რომელიც მეგობარს უბრაზდება, თავად კი ნამდვილი მეგობარივით არ იქცა. თავისი არსით, ზემოთ აღნიშნული ღია წერილი, არც ანტიდასავლურია და არც ანტირუსული. ბოლოს კი, თავისუფლად შეგვიძლია ვუპასუხოთ შეკითხვას:

კულტურის სფეროს მოღვაწეებო, ვისთან ხართ? – რა თქმა უნდა, თავის ერთად და ხალხთან!

ირაკლი ჩხეიძე (თბილისი)