თებერვლის მეორე ნახევარში, რუსეთის გენ.შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და აშშ-ს შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ჯო დანფორდი ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ. მსოფლიოს ორ წამყვან  სამხედრო სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მათი ბაქოში შეხვედრა მნიშვნელოვნად შეფასდა.

რატომ ბაქო? – ექსპერტების მოსაზრება

ქართველ პოლიტოლოგ გელა ვასაძეს აზრით, გერასიმოვის და დანფორდის შეხვედრის შესახებ განაცხადა, ასეთი დონის ღონისძიების ბაქოში გამართვა იმას მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანს განიხილავენ, როგორც მოლაპარაკებების სერიოზულ ველს.

“რატომ ბაქო? პირველ რიგში, ის არის ახლოაღმოსავლეთის რეგიონის ყოფილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს დედაქალაქი, ძირითადად თურქული, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი შიიტური მოსახლეობით. ასეთია დიდი ახლო აღმოსავლეთის, სადაც სამხრეთ კავკასიაც შედის, მიკრო მოდელი. ამბობენ, შეხვედრის ბაქოში გამართვის იდეა აშშ-ს ადმინისტრაციას ისრაელმა უკარნახა. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ასეა თუ ისე, ეს კარგი არჩევანია, მათ შორის რეგიონისთვისაც”, – ამბობს პოლიტოლოგი Dalma News-თან საუბარში.

ვასაძემ ასევე დასძინა, რომ სამხედროების ასეთი დონის შეხვედრა, ალბათ, იმას მიანიშნებს, რომ აშშ მზად არ არის სამხრეთ კავკასია მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში დატოვოს.

“საშუალო პერსპექტივაში თურქეთის დასავლეთის მხარეს მოსალოდნელი და იმავდროულად გარდაუვალი გადახრის ფონზე, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. მხარეები სირიას, ცხადია თურქეთის და ირანის ურთიერთობის კონტექსტში განიხილავენ. ვფიქრობ, რაღაც შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ ეს სუფთად ტექნიკური ხასიათის იქნება, რაც რაქის აღების თაობაზე თურქეთის განაცხადის კონტექტსში, საინტერესო ფაქტია. შედარებით უფრო სერიოზული თემები ბონში, ლავროვის და ტილერსონის შეხვედრაზე განიხილება”, – დასძინა ექსპერტმა.

unnamedრუს პოლიტოლოგ გრიგორი ტროფიმჩუკს თავის მხრივ, მიაჩნია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მთავარია არა მოლაპარაკებების თემა, არამედ შეხვედრის ადგილი.

“ეს თეირანისთვის, აშშ-ს, რუსეთის და თვით აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაერთიანების მინიშნებაა. ცხადია, აზერბაიჯანი შეხვედრისთვის თავისი ტერიტორიის გამოყოფაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან ხვდება, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის თვალსაწიერში მოხვდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად გავრცელდა, რადგანაც ვაშინგტონი და პენტაგონი შიშობდნენ, რომ რუსეთის წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაში ინფორმაცია რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის კონტექსტში გავრცელდებოდა.

“თეთრ სახლს ეს არაფერში სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია აშშ-ს ასეთი ყურადღება აზერბაიჯანისთვის კარგი შედეგის მომტანია, თუ არა. მით უფრო რომ ეს ქვეყანა ირანთან ძალიან ახლოს არის”, – ამბობს ექსპერტი.

კითხვაზე, როგორ ასახვას ჰპოვებს აღნიშნული შეხვედრა ვაშინგტონის და მოსკოვის ბაქოს მიმართ პოლიტიკაზე, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის განცხადებით, სამხრეთ კავკასია, ყარაბაღი და ა.შ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება.

“აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, ამიტომაც თეთრი სახლი მასთან დაკავშირებულ სტრატეგიას იმის გათვალისწინებით შეიმუშავებს, რომ ირანში ძალიან ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. რუსეთის ბაქოსადმი პოლიტიკა კი უცვლელი დარჩება. აშშ, ახალი ადმინისტრაციის ყველა ცნობილი წარმომადგენლის მანერებიდან გამომდინარე, მკაცრად – ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედებს. უაზრო საუბრები და მოლაპარაკებები, როგორც ეს ობამას დროს იყო, შედარებით ნაკლებად იქნება”, – მიაჩნია ტროფიმჩუკს.

მისი აზრით, ჯერჯერობით მოსკოვის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს, ყველა მწვავე საკითხის – ბირთვული განიარაღებით დაწყებული, ყირიმით დამთავრებული – სრული სპექტრით.

unnamed (2)“უბრალოდ ასე, არაფრის გამო, დაძაბულობა არ შემცირდება. მოსკოვისთვის საკითხი ბევრად უფრო რთულად დგას, რადგანაც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა მიკერძოებული კომენტატორები, ფაქტობრივად დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას პარლამენტის შენობაში შამპანურით აღნიშნავდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, თავად მოაახლოვეს რუსეთის ძლიერი და აშკარა მოწინააღმდეგის მოსვლა. ეს სულაც არ არის სახუმარო და ადვილად დასავიწყებელი”, – განაცხადა ექსპერტმა…

ევრაზიის რეგიონში საინტერესო გლობალური პროცესები ირევა

Новости-Азербайджан-ის გენერალურ დირექტორ გიულნარა მამეზადეს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანმა ბელორუსზე და ყაზახეთზე არანაკლებად გამოიმუშავა ავტორიტეტული საერთაშორისო მოედნის იმიჯი.

“მხოლოდ ეს როდია: ევრაზიის რეგიონში ყველაზე საინტერესო გლობალური პროცესები ირევა. ეს შესანიშნავად იციან მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც. ბაქო სტრატეგიული ტრანსკონტინენტური კომუნიკაციების გადაკვეთის მნიშვნელოვან წერტილზე მდებარეობს. აზერბაიჯანის მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას გონივრული დაბალანსებით ინარჩუნებს. შესაბამისად, ბოლო დროს ბაქომ მოსკოვთან ნდობა გაზარდა, ხოლო ვაშინგტონთან – ოდნავ შეასწორა”, – განაცხადა Dalma News-თან საუბარში.

მამეზადეს თქმით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის თურქეთთან ურთიერთობების განსაკუთრებული სტატუსი, რამაც განაპირობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში აზერბაიჯანის სამშვიდობო ძალისხმევის წარმატება.

unnamed (3)“საეჭვოა ვაშინგტონმა მოსკოვის და ანკარას ურთიერთობების იდილიას მშვიდად უყუროს. ამიტომ ბაქოსგან პრაქტიკულად იგივე როლის შესრულება – ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში, შესაძლოა ვაშინგტონმაც მოითხოვოს. საერთოდ, მოსკოვი-ირანი-თურქეთის კონფიგურაციამ, რომელიც მოსკოვის უშუალო მიწოდებით ბოლო დროს დინამიურად ვითარდება, აშშ-ს მხრიდან აქტიური ჩარევა თეთრ სახლში მომხდარი ცვლილებების გამო ვერ მიიღო. ახლანდელი ტრამპი რომ არ ყოფილიყო, მას მაინც მოიფიქრებდნენ, რადგანაც ჯერჯერობით გაურკვეველია: აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ცვლილებები სტრატეგიულია, თუ ტაქტიკური, რეალური თუ იმიტაციური”, – დასძინა მან.

მამეძადეს აზრით, გასათვალისწინებელია ირანის ფაქტორიც, რომელთან ურთიერთობაშიც ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია მკაცრ აქცენტებს აღადგენს.

“შედარებით გვიან პერსპექტივაში, თუ ვაშინგტონი მოსკოვის სიფხიზლის მოდუნებას შეძლებს, გამორიცხული არ არის, რომ აშშ, მოსკოვის ანკარასთან და თეირანთან, ანკარის თეირანთან და თეირანის ბაქოსთან ურთიერთობებში დისონანსის შეტანას შეეცადოს და ამით “ახალი ევრაზიული კონფიგურაცია” შეარყიოს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გაკეთებული ერთი ანალიზით არაფერი დასტურდება, რადგანაც დღევანდელი მსოფლიო პროცესები არის მოქნილი, მერყევი და სიტუაციური. ბევრი პროცესი პარალელურ რეჟიმში ვითარდება”, – ამბობს გიულნარა მამეძადე.

პოლიტოლოგს ასევე მიაჩნია, რომ აზერბაიჯანული დიპლომატიის და პირადად პრეზიდენტ ალიევის დამსახურებაა შეხვედრის ადგილად ბაქოს შერჩევა.

“ეს ერევნის აღელვების კიდევ ერთი მიზეზია. საეჭვოა აზერბაიჯანმა ეს შანსი ხელიდან გაუშვას. თუკი მსოფლიოს ბედი, თუნდაც სიტუაციურად და ნაწილობრივ, მის მოედანზე გადაწყდება, ბაქო თავის ინტერესებთან მიმართებაში ამ მომენტით აუცილებლად ისარგებლებს. ეს ისტორიული შეხვედრაა და რა შედეგიც არ უნდა მოყვეს, ის მაინც გარდამტეხი იქნება. შეუძლებელია დღეს ყველაფრის გაკეთება, თუმცა შესაძლებელია მსოფლიოს და რეგიონალურ პოლიტიკაში ახალი ხარისხიანი ცვლილებებისთვის საფუძვლის ჩაყრა. რაც შეეხება მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას, არ ვიზიარებ ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებულ იმ დიდ ეიფორიას, რომელმაც რუსული პოლიტიკური და მედია საზოგადოება დაიპყრო. დიდხანს არც მოგვიწევს ლოდინი, შესაძლოა უკვე წლის ბოლოსთვის კარგად აწონ-დაწონილი დასკვნების წინაპირობები გამოჩნდეს”, – დასძინა მან.

მხარეები დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ

რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, რუსეთის და აშშ-ს გენერალური შტაბების ხელმძღვანელები დაძაბულობის შესამცირებლად და ინციდენტების შედეგად არსებული რისკების თავიდან ასაცილებლად ერთობლივი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, “გერასიმოვმა და დანფორდმა ასევე, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მსოფლიოს სხვა მთავარ რეგიონებში, საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება შეაფასეს”.

იმას, თუ რა დონის შეთანხმება შედგა ორი ქვეყნის სამხედროებს შორის, ცხადია, ბოლომდე ვერ შევიტყობთ, რადგან მოლაპარაკებები კონფიდენციალური იყო. მაგრამ თავად ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა, უკვე ბევრზე მეტყველებს, პირველ რიგში იმაზე, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის იგნორირების ნაცვლად, მასთან უფრო მეტ ურთიერთობას აპირებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უდავო პროგრესია.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა