რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო ipn.ge რუსულ პრესაზე დაყრდნობით იტყობინება.
“ვადასტურებ, რომ რუსეთის დელეგაცია აქტიურად აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ჯერ ვენაში და შემდეგ ზაფხულში თბილისში”, – განაცხადა ნარიშკინმა ეუთო-ს თავმჯდომარე ილკა კანერვასთან შეხვედრისას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 2016 წლის ზაფხულში გაიმართება.