მიჩნეულია, რომ ისტორია სავსეა პარადოქსებით მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობის გონება სწორხაზოვანია. იმავდროულად, ისტორიული პროცესი სპირალურად ვითარდება და ეს უკვე დიდი ხანია კლასიკოსებმა დაამტკიცეს. ისტორია ყოველთვის მეორდება, მაგრამ – ახალი, განვითარების უფრო მაღალი საფეხურიდან. ადამიანს არ სჭირდება ამ ფენომენის ემპირიული გზით დაჭერა : ისტორიული პროცესები ნელა, წლების განმავლობაში, რამდენიმე თაობაში გრძელდება.
ამიერკავკასიის სალხების კონგლომერატის რუსეთთან ურთიერთობის თანამედოვე ეტაპი და ისტორია მოცემულ ვითარებას სრულად ასახავს.
კავკასიასა და ამიერკავკასიაში რუსული ექსპანსია, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ პეტრე პირველის ე.წ. სპარსული ლაშქრობებით დაიწყო და თავდაპირველად სომხების, ქართველებისა და აზერბაიჯანელების (კავკასიელი თათრების) აქტიური მხარდაჭერა მიიღო. ეს ხალხები საუკუნეების განმავლობაში აუტანელ წნეხს განიცდიდნენ აღმოსავლეთელი დეპოტების – თურქეთისა და ირანის მხრიდან და ამჯობინეს რუსეთის ბატონობისთვის შეეფარებინათ თავი.
საქართველოს მეფე ერეკლე მეორემ, 1783 წელს ხელი მოაწერა “გეორგიევსკის ტრაქტატს”, რომლის თანახმადაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატს დაუმორჩილა. ამის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში რუსული ჯარების ორი ბატალიონი შეიყვანეს. ისტორიული დოკუმენტების თანახმად, პეტერბურგში გეგმავდნენ საქართველო რუსეთის იმპერიისთვის კასპიისპირა რეგიონის შეერთების პლაცდარმად გამოიეყენებინათ, რადგანაც პეტრე დიდის ლაშქრობების შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა ეს რეგიონი სპარსეთისთვის დაეთმო, ხოლო ამიერკავკასიის დანარჩენ ნაწილში უნდა შექმნილიყო სამი სახელმწიფო – საქართველო, სომხეთი და ალბანეთი (აზერბაიჯანი). მაგრამ თურქეთთან ომის (1787 წ.) გამო გეგმა ჩაიშალა და რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან გავიდა.
დაახლოებით 20 წლის შემდეგ ირანის სულთანი აღა-მაჰმად-ხანი 50 ათასიანი არმიით შეიჭრა კავკასიაში, გაანადგურა ყარაბაღი და დაამარცხა თბილისი. საქართველოს დედაქალაქი პრაქტიკულად გაანადგურეს. ცოცხლად გადარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობა ტყვედ წაასხეს. ამის შემდეგ ამიერკავკასიის რუსეთთან შეერთების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
როგორც რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი წერდა, 1801 წელს საქართველოს მეფემ “რუსეთს თავისი ერი აჩუქა”. უნიჭიერესი პოეტი რამოდენიმე სიტყვით ბევრ ისტორიკოსზე უკეთ და ზუსტად აღწერს მოვლენების შემდგომ განვითრებას: “და საქართველოს ღვთის მადლი მოეფინა – ის აყვავდა, აღარ უშინდებოდა მტრებს მეგობრული ხიშტების მიღმა”. რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-სპარსეთის ომების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერატორის კვერთხის ქვეშ პრაქტიკულად მთელმა ამიერკავკასიამ მოიყარა თავი. შედეგად “ღვთის მადლი” მთელს ამიერკავკასიას მოეფინა. რეგიონის ხალხებს ადრინდელზე შედარებით უფრო მეტი თავისუფლების, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების საშუალება მიეცათ.
დღეს ხშირია დავა იმ საკითხზე, თუ რა მისცა სომხებს, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს რუსეთთან შეერთებამ. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე მთავარი გარემოება.
პირველ რიგში, რუსეთის იმპერია აღნიშნულ პერიოდში (და შემდგომშიც) განვითარების ბევრად მოწინავე ეტაპზე იყო, ვიდრე ოსმალოს და სპარსული იმპერიები. ეს ცხადია, სრულად აისახა პეტერბურგის მფარველობაში შესული ხალხების ცხოვრებაზე. რეგიონში მცხოვრებმა ერებმა თავი დააღწიეს არა მხოლოდ დესპოტურ წნეხს, რომელიც ამახინჯებდა და ასახიჩრებდა ადამიანის სხეულსა და სულს, არამედ აღმოჩნდნენ ისტორიულ მეისტრიმში – განვითარების მთელი თავისი პოზიტიური შედეგებით.
მოიპოვეს ასევე აბსოლუტურად კონკრეტული უპირატესობები: მაგალითად, თბილისი მოკლე დროში მთელი კავკასიის გუბერნიის დედაქალაქი გახდა. ამ გუბერნიის საზღვრები სამხრეთიდან – მდინარე არაქსიდან, ჩრდილოეთით თითქმის როსტოვამდე გადაიჭიმა. საქართველოს დედაქალაქი წლების განმავლობაში თანდათანობით ემსგავსებოდა ევროპული ტიპის ქალაქს, თუმცა ბოლომდე ინარჩუნებდა მრავალეროვნული “მეგაპოლისის” თვითმყოფადი კოლორიტის სახეს.
რაც შეეხება იმპერიის ისტორიაში საქართველოს მონაწილეობას, კიდევ ერთი პოეტის – ალექსანდრე ტოლსტოის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ათწლეულების განმავლობაში ქართველი თავადები სრულიად რუსეთის იმპერატორის პირადი ამალის “სახესა და პატივს” წარმოადგენდნენ. მეორეს მხრივ კი, სამი რუსული რევოლუციის აქტივისტები იყვნენ. განა ისტორიული პარადოქსი არ არის ის ფაქტი, რომ დღეს ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობა შორს არის არა მხოლოდ იდეალურისგან (ერებს შორის იდეალური ურთიერთობა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს), არამედ დამძიმებულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედებებისა და ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად არსებული მთელი რიგი გარემოებების გამო. ამ გარემოებების ჩამოთვლა საჭირო არ არის – ყველამ კარგად იცის.
მაგრამ იმაზე საუბარი, რომ შედეგი იყო ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აშკარა გამოცალკევება ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსებისგან, აუცილებელია. ამ პარადოქსის მკაფიოდ აღქმის გარეშე შეუძლებელია ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლა, არა მხოლოდ ქვეყნებისთვის, არამედ ხალხებისთვისაც. შეუძლებელია იმის იმედად ყოფნა, რომ ისტორიული სპირალი ამა თუ იმ ფორმით, მათ ერთიანობას კვლავ აქტუალურს გახდის.
რაც შეეხებათ სომხებს, მათი მაგალითი აშკარად აჩვენებს რუსეთთან შეერთების უპირატესობას. როგორც ცნობილია, დასავლეთ სომხეთი არ შესულა რუსეთის შემადგენლობაში. 1915 წელს ადგილობრივი მოსახლეობა უმოწყალოდ დახოცეს და ქვეყანა გაუკაცრიელდა. თურქეთის ეს ნაწილი მისი სხვა რეგიონებისგან განსხვავებით შედარებით უფრო ჩამორჩენილია. იმავდროულად, რუსეთის შემადგენლობაში შესულმა აღმოსავლეთ სომხეთმა განვითარების შანსი მიიღო და ეს შანსი განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში გამოიყენა. სომხეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ეკონომიკურად და კულტურულად შედარებით უფრო განვითარებულ ქვეყნად გადაიქცა. სომეხმა ერმა თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მართლაც რომ საუკეთესო პერიოდი განვლო. ეჭვგარეშეა, რომ სომხებს მწარე გამოცდილებამ უკარნახა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც სწორად მოქცეულიყვნენ. სომხებმა არ გაწყვიტეს ურთიერთობა რუსეთთან, პირიქით – ამ ურთიერთობის განმტკიცებასა და განვითარებას ყოველთვის ცდილობდნენ. ეს კი რესპუბლიკის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებითა და მოსკოვთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებით დაადასტურეს. დღეს რუსეთი და რუსი ხალხი სომხეთში გულწრფელი პატივისცემით სარგებლობენ და რუსებთან მეგობრობა სომხური ეროვნული თვითშეგნების უწინდებურად ერთ-ერთი დომინანტია.
რუსეთთან შეერთებამ სერიოზული როლი ითამაშა აზერბაიჯანის ისტორიაშიც. საკმარისია იმის თქმა, რომ ბაქო სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის შემდეგ სიდიდით მესამე და უდიდესი იმპერიის სამრეწველო-ფინანსური ცენტრი გახდა. ცხადია, ამაში გადამწყვეტი როლო აპშერონის ნავთობის მარაგს არ მიუძღვის. ნავთობი აზერბაიჯანში ყოველთვის იყო, მაგრამ მის საფუძველზე საქმიანი ცხოვრების მოწყობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ. როგორც ჩანს, ზედმეტია იმის თქმა, თუ ცივილიზაციის რა ძლიერი იმპულსი გააღვივა იმან, რომ ბაქო გადაიქცა მრავალეროვნულ მეგაპოლისად, მრავალმხრივი მრეწველობის განვითარებით, ტექნიკური, შემოქმედებითი და ჰუმანიტარული ინტელიგენციის მდიდარი კადრებით.
სამწუხაროდ, პარადოქსის გარეშე არც ამ ისტორიამ ჩაიარა: დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აზერბაიჯანში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა “ოკუპაციად” წარმოადგინონ. დღეს კი ყველასთვის აშკარაა – ამ ქვეყნის ისტორიაში რუსული პერიოდი რომ არ ყოფილიყო, აზერბაიჯანი უეჭველად აზიის პერიფერიად გადაიქცეოდა, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა რელიგიური ექსტრემიზმი მთელი თავისი თანდართული შედეგებით.
ის, რომ აზერბაიჯანი დღემდე განვითარებადი საერო სახელმწიფოა, უეჭველად, იმის შედეგია, რომ მისი ისტორიის 200 წელი რუსეთის იმპერიას უკავშირდება. სხვათაშორის ბაქოში ამას უკვე ხვდებიან და დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის განცხადებები ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებასთან დაკავშრებით.
როგორც სჩანს, ამიერკავკასიის ხალხების რუსეთთან ურთიერთობის ისტორია, ბუნებრივი განვითარების მორიგ ეტაპზე გადადის.