ერევანში სამეცნიერო – ანალიტიკური ცენტრი “The Armenian Interest” (“სომხური ინტერესი”) გაიხსნა. ცენტრის ხელმძღვანელია ჟურნალების: Forbes”-ის, “The National Interest”-ის და “Россия в глобальной политике”-ს მიმომხილველი, ამერიკანისტი არეგ გალსტიანი. იგი Dalma News-ს ახალი ცენტრის ამოცანებზე და რუსეთში სომხური სათვისტომოს პრობლემებზე ესაუბრა.

Арег Галстян
არეგ გალსტიან

რატომ შეიქმნა The Armenian Interest ცენტრი?

პროექტი მრავალწლიანი ფიქრის შედეგია. გაჩნდა საერთო სივრცის შექმნის იდეა, რომელიც მთელს მსოფლიოში გაფანტულ ინტელექტუალურ კაპიტალს გააერთიანებდა. დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ჟურნალთან და ანალიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობისას, სხვადასხვა წონითი კატეგორიის, ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ სომხებს შევხვედრილვარ. ისინი სომხეთს, სომხურ დიასპორას და საერთოდ, სომხურ ფაქტორს მოწყვეტილები იყვნენ. მომეჩვენა, რომ ეს სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც სომხეთმა დედამიწის სხვადასხვა წერტილში უნდა გამოიყენოს თავისი ამოცანების ამოსახსნელად. ვგულისხმობ, არა მხოლოდ სამეცნიერო სამუშაოებს, არამედ საერთო ნაციონალურ და საერთო სახელმწიფოებრივ ამოცანებს.

– პროექტს “სომხური ინტერესი” ჰქვია. რაში მდგომარეობს ეს ინტერესი?

– ამჟამად ამ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ. “სომხური ინტერესის” ფორმირება ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ამოცანაა. დასაწყისისთვის ოთხ ფუნდამენტურ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ. პირველი – ვინ ვართ? რას მოვიაზრებთ “სომეხ ერში”? სომხეთის მოქალაქეებში? დიასპორაში? სომხურ სახელმწიფოში? ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომლებზე პასუხების მიღების გარეშე ვერ ჩამოვაყალიბებთ “ინტერესს”.

– თქვენ გაქვთ ამ შეკითხვებზე პასუხები?

– ვინ ვართ? “The Armenian Interest” სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ სომეხი და არასომეხი ექსპერტების ჩართვით თეორიული და პრაქტიკული დისკუსიების შედეგად მივიღოთ პასუხები. პირადად ჩემთვის არსებობს სომხების ორი კატეგორია: პოლიტიკური და ეთნიკური. პოლიტიკური სომხები – სომხური პოლიტიკური ერის წარმომადგენლები არიან, ანუ უკავშირდებიან სომხურ სახელმწიფოს და მათ წინაშე ორი დროშის (სახელმწიფოს) წინაშე ლოიალურობის საკითხი არ დგას. ეთნიკური სომხები – დიასპორის დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და სხვა სახელმწიფოს ნორმატიულ-სამართლებრივი მოსაზრებებისადმი ლოიალურები არიან, მაგრამ თავს სომხებს უწოდებენ. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ და სწორედ ეს გამიჯვნა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩამოვაყალიბოთ და გავიგოთ, რაში მდგომარეობს სომხური ინტერესი და რაშია სომხოცენტრიზმის არსი.

არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობთ სომხეთის მოქალაქეებსა და დიასპორას შორის გამყოფი კედლის აღმართვას. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ იმის გაგებას, თუ როგორ გავდოთ ურთიერთქმედების და ურთიერთგაგების ხიდი იმისთვის, რომ სომხეთმა დიასპორასთან ერთობა იგრძნოს და რომ 25 წლის შემდეგ დიასპორამ იცოდეს, რა არის სომხეთი, როგორც სახელმწიფო.

– თქვენ რუსეთის ფედერაციის სომხური სათვისტომოს წარმომადგენელი ხართ. რუსეთის სომხებთან დაკავშირებით სომხურ საზოგადოებაში საინტერესო ვითარება შეინიშნება – ერთი მხრივ, ისინი სომხეთში ბევრ ძალიან სერიოზულ პროექტში მონაწილეობენ, მეორე მხრივ – მათ ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. ეს პარადოქსი რას უკავშირდება? 

– მიმაჩნია, რომ დღევანდელი რუსულ-სომხური დიასპორა საერთოდ მთელი დიასპორის ძრავს წარმოადგენს. დასავლური სათვისტომოს და მისი სტრუქტურისგან განსხვავებით რუსეთის სომხები, ობიექტურ მიზეზთა გამო, ყველაზე უკეთ გრძნობენ სომხეთს, როგორც სახელმწიფოს, რადგან რუსეთის სომხობა იმათ ხარჯზე ჩამოყალიბდა, ვინც იქ სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წავიდნენ. მათ დასავლური დიასპორის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სომხეთის შესახებ ბევრად უფრო რეალური და ობიექტური წარმოდგენა აქვთ. ამ თვალსაზრისით, ცხადია, სომხეთის, რუსეთში მოღვაწე სომხებს უფრო უკეთ ესმით.

Festival1_Easy-Resize.com– მათ რატომ აკრიტიკებენ?

– ვფიქრობ, ეს ინერციით ხდება: აკრიტიკებენ რუსეთის პოლიტიკას და მასთან ერთად რუსეთის სომხებსაც, თუმცა ბევრ საკითხში სამართლიანადაც. სწორედ ამიტომ უნდა გავავლოთ მკაფიო ზღვარი პოლიტიკურ და ეთნიკურ სომხებს შორის. შეკითხვა: „ვინ ვართ?“ ასევე არანაკლებ აქტუალურია რუსეთში მცხოვრები სომხებისთვისაც.

აქ, სომხეთში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთში მცხოვრები სომხები იმ ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ისევე, როგორც ამერიკასა და ევროპაში მცხოვრებნი აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ამ თვალსაზრისით, როდესაც სომხეთთან მიმართებაში ამერიკის, ან რუსეთის პოლიტიკას ვაკრიტიკებთ, ინერციით დიასპორასაც ვაკრიტიკებთ უმოქმედობისთვის. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მაგალითად, ამერიკელი სომხები, ისევე როგორც რუსეთის, გავლენას ვერ მოახდენენ იმ ქვეყნის პოლიტიკის სტრატეგიულ კონცეფციაზე.

– რუსეთის პოლიტიკური სისტემა, აშშ-სგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ისეთი ლობისტური ორგანიზაციის შექმნას, რომელიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავდა. ასეთ პირობებში რუსეთის სომხებს რისი გაკეთება შეუძლიათ?

– აქაც ძალიან მკაფიო ზღვარია გასავლები. ამერიკული სისტემა, მართლაც აძლევს ეთნიკურ ჯგუფებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას. თუმცა, ამ თვალსაზრისით, ამერიკის გაიდეალება არ ღირს, რადგან გავლენა საკმაოდ შეზღუდულია. სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზეა და როდესაც, რომელიმე პატარა ჯგუფის მოქმედებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა, წარმატება ნაკლებად შესაძლებელია.

ამ თვალსაზრისით, რუსეთი ბევრად უფრო ჩაკეტილი სახელმწიფოა და ეს მისი სპეციფიკიდან, ისტორიული განვითარებიდან გამომდინარეობს. ამერიკა და რუსეთი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფილოსოფიური იდეებით ჩამოყალიბდა. არ შეიძლება რუსეთიდან მეორე ამერიკის გამოძერწვა, ზუსტად ისევე, როგორც ალჟირიდან- მეორე საფრანგეთის. არსებობს ცივილური და ისტორიული განვითარება.

3451403137_b1a8e57aca_bამიტომ, რუსეთში სომხეთის ინტერესების ღიად ლობირება რთულია. რუსეთის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი საკითხი შედარებით ეფექტიანად გვარდება დახურული არხებით, ვიდრე ღიად. ზოგჯერ ღიაობა ხელსაც კი უშლის ამა თუ იმ საკითხის ეფექტიანად გადაჭრას. ამერიკისგან განსხვავებით, სადაც, ხმაურს რაღაც გარკვეული ეფექტი აქვს, აქ საჭიროა სპეციფიკის გაგება. ამ თვალსაზრისით სომხური ინტერესების დაცვა შედარებით ადვილია რუსეთში, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს არა დიასპორამ, არამედ სომხეთის სახელმწიფომ, რადგან რუსეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. სომხეთი ყველა პრორუსული საინტეგრაციო ბლოკის წევრია.

იგივე აზერბაიჯანთან შედარებით, ჩვენ უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ, რადგან რუსეთთან ერთად ყველა სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკში ვმონაწილეობთ. ამ თვალსაზრისით სერიოზული შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ამით სახელმწიფო უნდა დაკავდეს. უფრო მეტიც, რუსეთის სპეციფიკა ისეთია, რომ დიასპორის ლობისტურ ჯგუფებს სერიოზული წონა არ აქვთ. ისინი სახელმწიფოს ნებას უნდა ხედავდნენ. მაგალითად, რომ შევადაროთ დიასპორის წარმომადგენელთან და ელჩთან შეხვედრას, ამ უკანასკნელს უფრო სერიოზულად ეკიდებიან ვიდრე, რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს.

– რა უშლის ხელს რუსეთის სომხურ დიასპორას დასძლიოს დაქსაქსულობა და შექმნას ეფექტიანი დიასპორული სტრუქტურა? ან რა როლი უნდა შეასრულოს ამ საქმეში სომხეთმა?

– არსებობს ორი სქემა, რომლითაც ასეთი სტრუქტურა იქმნება. თუ ამ საკითხით სახელმწიფო (სომხეთი) დაინტერესდება და მას ზემოდან სომხურ ცენტრისტული სახელმწიფო ორგანიზაციის ჩამოყალიბება სურს, როგორც ეს ისრაელმა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში გააკეთა. დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როდესაც ვსაუბრობთ ლობისტური ჯგუფების გავლენაზე ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: რუსეთი, ჩინეთი, რომლებმაც აშშ-სგან განსხვავებით აბსოლუტურად განსხვავებული მენტალური და ისტორიული განვითარების გზა განვლეს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ისეთი ობიექტური ფაქტორი, როგორიცაა მაგალითად, დრო. ამერიკაში სომხური ლობისტური ორგანიზაცია მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. მანამდე ფორმატი საკმაოდ დაქსაქსული იყო.

რუსეთში დიასპორა დამოუკიდებელი რუსული სახელმწიფოს წარმოქმნის მომენტიდან, 25 წელზე მეტია არსებობს. ეს ძალიან მოკლე ისტორიული შუალედია იმისთვის, რომ სომხეთში არსებული რაღაცის მსგავსი ჩამოყალიბდეს. ამჟამად ჩვენ განსაზღვრული ორიენტირების ძიების პროცესში ვართ. თუმცა, კონკრეტულად ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება ორიენტირი.

რუსეთში ბიზნესის, დიასპორის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურების წარმომადგენლებს, თავიანთი საკუთარი ორიენტირები აქვთ. უხეშად რომ ვთქვათ, თითოეულ მათგანს თავისი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის სომხეთი და რა არის დიასპორა. საერთო ორიენტირის არარსებობა ამ ყველაფერის ერთ საერთო მატრიცაში შეკრებას ხელს არ უშლის. ჯერჯერობით ეს ნორმალურია. საქართველოს და უკრაინის შემდეგ, რუსეთი შედარებით ფრთხილად უყურებს ნებისმიერ ელემენტს, რომელიც შეიძლება სახელმწიფო დიალოგში ჩაერთოს. მოსკოვი – ერევნის პირდაპირი დიალოგი გამარტივებული სქემით – ეს ერთია, მაგრამ დიასპორის, ლობის და ა.შ ჩარევა, გარკვეულ ნეგატიურ შედეგს იძლევა.

ჩემის აზრით, მინიმუმ 10-15 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა ეს ორიენტირი გაფორმდეს, კიდევ მინიმუმ 20 წელი იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფორმა შეიძინონ. ანუ ის, რომ რუსეთის სომხური დიასპორა რუსეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს, ეს ჯერჯერობით ნორმალურია. უფრო მეტიც, სომხური ლობისტური ორგანიზაციები მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყნის პოლიტიკაზე რადიკალურ გავლენას ვერ ახდენენ. რა თქმა უნდა, ამერიკაში ეს ყველაფერი კარგად და ლამაზად იფუთება, რადგან სახელმწიფო ამის უფლებას იძლევა.

ამიტომ, როდესაც დიასპორებზე ვსაუბრობთ, უნდა ვილაპარაკოთ რაღაც გლობალურ მაგალითზე. ამერიკულ დიასპორაზე ორიენტირება, რაიმე სერიოზული შედეგების არარსებობის მიზეზით, ობიექტური თვალსაზრისით, არ შეიძლება.

ჯერჯერობით ფორმირების ეტაპზე ვიმყოფებით. როგორც კი მივხვდებით, რა არის სომხური სახელმწიფოებრივი ინტერესი, სადაც სომხური სამყაროს საზღვრები ვრცელდება, მაშინ ჩამოყალიბდება ორიენტირი, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილში არსებულ სათვისტომოს იმპულსად მოემსახურება. ამის მოძიება კი აქ, ერევანში უნდა მოხდეს. სხვაგვარად შეუძლებელია.

ესაუბრა აიკ ხალათიანი