როგორც ერთი ინდური ზღაპარი მოგვითხრობს: მონადირემ ბადე მოისროლა და ფრინველების დიდ გუნდს გადააფარა, მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ, ერთობლივარ აფრინდნენ და ბადე ჰაერში ასწიეს. მონადირე ფრინველებს დაედევნა. თვითმხილველები დასცინოდნენ და ცდილობდნენ ის წარუმატებლობაში დაერწმუნებინათ. მაგრამ ჯიუტი მონადირე დევნას კვლავ განაგრძობდა. საღამოს ფრინველებმა თავშესაფრის ძებნა დაიწყეს. იხვებმა და ბატებმა ღამის გათევა მდინარეზე მიუსურვეს, ყანჩებმა და წეროებმა-ჭაობზე, თუთიყუშმა-ბანანის ხეზე. როგორც კი ფრინველებმა სხვადასხვა მხარეს იწყეს ფრენა, ბადემ ისინი მახეში მოიმწყვდია. შედეგად, ყველანი მოხერხებული მონადირის მსხერპლად იქცნენ.

ეს ფილოსოფიური იგავის მსგავსი ბრძნული ზღაპარი თავისდაუნებურად გახსენებს იმას, რაც მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ხდება.

“ქართულ ოცნებაში” “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ფრაქციის ხელმძღვანელმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა, რაშიც მისივე თქმით, სამხედრო უწყების შესაძლებლობები გამოიყენა. მისი აზრით, ხიდაშელმა კოალიცია შეარცხვინა და პარლამენტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს.

ქვეყანაში ამ განცხადებამ ბომბივით იფეთქა. ცნობილი პოლიტიკური ლიდერის სიტყვების მიხედვით, შეიძლება ითქვას:

მმართველ კოალიციაში არსებული უთანხმოება, რომელზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ყოველთვის ყვიროდნენ, გარეთ გამოვიდა.

გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე

მსხვილი ბიზნესმენი და ლუდის ქარხანა “ყაზბეგის” მფლობელი გოგი თოფაძე, როდესაც დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, ხელისუფლებასთან კონფლიქტს არასოდეს უშინდებოდა. ჯერ კიდევ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საჯაროდ მოითხოვდა მისგან, რომ დაეფარა 17 მილიონიანი დავალიანება, რომლის არსებობასაც თოფაძე კატეგორიულად უარყოფდა. ახლა თოფაძეს კონკრეტული ფაქტები მოყავს და აცხადებს, რომ ხიდაშელმა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი სამხედრო მიიყვანა, რომელთა ხმებიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გოგი თოფაძე თავის ქცევას იმით ამართლებს, რომ კოალიციური სოლიდარობიდან გამომდინარე დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა თავდასხმებსა და შეურაცხყოფებს. “მრეწველების” ლიდერის გამოსვლას მხარი დაუჭირა მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მთლიანად დაამახინჯეს თოფაძის სიტყვები.

თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი

ამას უკმაყოფილემა მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან. პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ გოგი თოფაძემ პასუხი უნდა აგოს თავის სიტყვებზე. საქმე იმაშია, რომ თინათინ ხიდაშელი არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წევრია, არამედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილის მეუღლე.

საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ “რესპუბლიკელები” შეეცდებიან კოალიციიდან “მრეწველების” გაყვანას და მათ ადგილზე თავიანთი ხალხის მიყვანას. თინათინ ხიდაშელი 2012 წლის არჩევნების წინაც სკანდალის გმირი იყო. “ნაციონალებმა” კომპრომატი გაავრცელეს თავიანთი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ და გამოაქვეყნეს ირაკლი ღარიბაშვილის საუბარის ჩანაწერი, სადაც იგი თავის მოკავშირეს არანორმალური გამონათქვამებით ამკობს. მაშინ ამ კომპრომატმა არ გაჭრა, ბიძინა ივანიშვილმა კი უბრალოდ თავისი ახალგაზრდა კოლეგის ამ სფეროში განათლების დონის შესახებ იხუმრა.

2015 წლის ბოლოს სენსაციის ტოლფასი მოვლენა მოხდა – ირაკლი ღარიბაშვილმა, საკმაოდ წარმატებულმა პრემიერმა,რომელსაც არც ერთი აშკარა შეცდომა არ აქვს დაშვებული, საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. ბევრს მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებულ გავლენას უკავშირდებოდა. თუმცა, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ანტიამერიკული პარტია არასოდეს ყოფილა. ამ ფონზე “რესპუბლიკელები” ყველაზე პროამერიკულებიც კი იყვნენ. არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“დეკლარირებული პოზიცია საგარეო პოლიტიკაში ბალანსის შექმნის მცდელობასა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში მდგომარეობდა. ეს არც ისე ადვილი საქმე იყო. საკმარისი იყო მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სომხეთის ხელმძღვანელობა რუსეთთან და აშშ-სთან შესანიშნავი ურთიერთობების გამო შეექო, რომ ამას ოპოზიციის აღშფოთება მოჰყოლოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ მსგავსი განწყობა გამარჯვებული კოალიციის წევრებსაც ჰქონდათ. ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა დაძაბულობა შესამჩნევად შემცირდა.

დღეს, როდესაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად კოლექტიური დაპირისპირება დაიწყო, აშკარაა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების მკაცრი პოლიტიკა უფრო მისაღებია, ვიდრე ჩრდილოეთელი მეზობლისადმი დაპირისპირებაში მონაწილეობა. ეჭვგარეშეა, საქართველოს ხელისუფლებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რომ ყოფილიყო, ის აუცილებლად ჩართავდა ქვეყანას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში და მას დონეცკის, ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას დაამსგავსებდა. სამაგიეროდ, დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღების დამატებითი შესაძლებლობა მიეცემოდა.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები თავიანთ ინტერესებს აბსოლუტურად მყარი არგუმენტით იცავენ – მათზე თავდასხმა პროდასავლურ კურსზე თავდასხმას ნიშნავს. საქართველში არცერთი ნორმალური ადამიანი არ ეწინააღმდეგება პროდასავლურ კურსს, მაგრამ სწორედ ნორმალურ ადამიანებს, იგი რუსოფობიის სინონიმად და რუსეთთან მუდმივ მწვავე კონფლიქტად არ მიაჩნიათ. 2008 წლის აგვისტომ დაამტკიცა, რომ ცეცხლიდან წაბლის გამოღება ქვეყნისთის დამღუპველია.

საღი აზრის სწორედ ასეთი აღმონაცენის ჩახშობას ცდილობენ მყვირალა “ნაციონალები” თავიანთი ისტერიით.

აღსანიშნავია ისიც, რომ გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გააკრიტიკა. იგი დაგეგმილი გენერალური ხაზიდან გადახვევასა და მისი ბევრი დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ხიდაშელმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ განემტკიცებინა თავისი უწყების ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ ფონზე ერევნული ვიზიტი უბრალო თავაზიანობის ჟესტი იყო. სომხეთისადმი, რომელიც ამავდროულად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეებთან თითქმის გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაშია, დახმარების თაობაზე, მიეს მიერ გაკეთებული განცხადება არც ისე ლოგიკურია.

პოლემიკის დროს გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მას რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ამ პარტიას თინათინ ხიდაშელთან, დავით და ლევან ბერძენიშვილებთან ვერ აიგივებს. თოფაძემ პირდაპირ მიანიშნა ლევან ბერძენიშვილს, რომ მას კარადაში ბევრი ჩონჩხი აქვს და იგი 80-იან წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობასა და სხვა დისიდენტების დასმენაში დაადანაშაულა.

“ვსაუბრობ სამეულზე, რომლებსაც ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვთ. ძმებმა ბევრი დანაშაული ჩაიდინეს და კოალიციის წევრზე ამგვარად საუბრის მორალური უფლება არ აქვთ”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

მეწარმეს მიაჩნია, რომ ხალხს ამ მოღვაწეებისადმი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც არაბი დამპყრობი – მურვან ყრუსადმი, რომელმაც საქართველოში ქვა ქვაზე არ დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თოფაძის მოსაზრებას, რომელიც ცდილობს გაარკვიოს ვინ არის ხიდაშელი: ნაპოლეონი, სუვოროვი, თუ კუტუზოვი, მომხრეებიც ჰყავს. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

“თინათინ ხიდაშელის განცხადებები მავნებლურია და ხელს უშლის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, იმ დროს, როდესაც ნატოსა და დასავლეთის მიმართულებით ხელისუფლებას მიღწევები არ აქვს”.

ცხადია, სკანდალის მიღმა ვერც უმაღლესი ხელისუფლება დარჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თადაცვის მინისტრის მისამართით მსგავსი ბრალდებები დაუშვებელია, რადგანაც ეს საფრთხეს უქმნის კოალიციის ერთიანობას. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ მის დაშლაში დიდ საშიშროებას ვერ ხედავს.

“ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოზე აქტიური და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ძალთა გადაჯგუფება მოხდა და ახლა კოალიცია გამოიყურება, როგორც “ქართული ოცნებისა” და რესპუბლიკური პარტიის კავშირი. ამ ეტაპზე ერთიანობა შენარჩუნებულია, მაგრამ რამდენი ხნით?

ცხადია, მსგავსი მოვლენების შემდეგ პოლიტიკური პარტიის რეიტინგი ნამდვილად ვერ გაიზრდება. იმედია, წარმატებული მონადირის როლში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ აღმოჩნდება, რომლის მთელს მსოფლიოში გაფანტულ ლიდერებს, ემიგრაციიდან ტრიუმფალურად დაბრუნების იმედი მიეცემათ.

ირაკლი ჩხეიძე, პოლიტიკური მიმომხილველი, სპეციალურად Dalma News-ისთვის