პირველ ნოემბერს თეირანში ერთმანეთს რუსეთის, აზერბაიჯანის და  ირანის პრეზიდენტები შეხვდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, იყო მასშტაბური პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” – სატრანსპორტო დერეფანი, რომელმაც ბალტიის და ევროპის ქვეყნები ჩრდილოეთში, ხოლო ირანი, ინდოეთი და პაკისტანი სამხრეთში უნდა დააკავშიროს.

სატრანსპორტო მარშრუტი დაახლოებით 7,2 ათას კილომეტრზე იქნება გადაჭიმული – რუსეთის სანქტ-პეტერბურგიდან მუმბაის პორტამდე. გეგმის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტის ხაზით ტვირთის გადაზიდვის ვადა 14 დღე იქნება, ხოლო საზღვაო მარშრუტით, სუეცის არხის გავლით პორტიდან პორტამდე ტვირთის დანიშნულ ადგილამდე მიტანას 40 დღე სჭირდება. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდება ტვირთის გადაზიდვის ღირებულება.

ტრანსპორტირების პირველ ეტაპზე წელიწადში 6 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება, შემდგომში – 15-20 მლნ. ტონა ტვირთის.

ღია სააქციონერო ორგანიზაცია “რუსეთის რკინიგზის” ექსპრეზიდენტ ვლადიმირ იაკუნინის თქმით, ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირის მოწესრიგების აუცილებელი ელემენტი რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის გზებს შორის უწყვეტი რკინიგზის ქსელის შექმნაა.

1015503746

ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მნიშვნელოვანი ბირთვი აზერბაიჯანია, რომელმაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციას და ირანს შორის კავშირის დამყარების ნებართვა უნდა გასცეს.

30 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისი-ბაქო-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ოფიციალურმა ბაქომ სრულად შეასრულა თავისი სამუშაოები პროექტ “ჩრდილოეთი-სამხრეთის” ფარგლებში და ახლა უკვე ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში მარშრუტების განვითარებას. იმავე დღეს ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა დაასრულა მუშაობა რკინიგზის ასტანა (ირანი) – ასტარას (აზერბაიჯანი) მონაკვეთზე. ფაქტობრივად პროექტი მზად არის მუშაობისთვის.

პოლიტიკურ-ეკონომიკური ქვეტექსტი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების შესწავლის ცენტრის უფროს მეცნიერ-მუშაკ ლანა რავანდი-ფადაის მიაჩნია, რომ პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” ეკონომიკურის გარდა გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა.

“იგი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის წინაპირობას ქმნის, ხელს უწყობს რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას, უპირისპირდება გარე საფრთხეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აყალიბებს უსაფრთხოების ახალ, რეგიონალურ სისტემას, რომელიც არარეგიონულ, გარე საფრთხეებს გაუწევს წინააღმდეგობას”,- განაცხადა მან Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

იგივე აზრს იზიარებს აზერბაიჯანელი ექსპერტი ტოფიგ აბბასოვი.

“მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური ოპერაციების განხორციელება პოლიტიკურ ქვეტექსტსაც გულისხმობს, რადგანაც ყველაზე ფუნქციონალური პოლიტიკა განსაკუთრებულად წარმატებული ეკონომიკური საქმიანობაა. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოები, რომლებიც ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანს მოემსახურებიან და რომლებიც მომსახურების ფართო სპექტრით ისარგებლებენ, უამრავი საფუძველი ექნებათ იმისა, რომ მზარდი საერთაშორისო გადაზიდვების ქსელში ახალი მარშრუტის რაციონალურ გამოყენებაზე ისაუბრონ”, – განაცხადა მან.

ე.მ. პრიმაკოვის სახელობის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის ასპირანტის ფარჰად იბრაგიმოვის თქმით, აღნიშნული პროექტიდან სარგებელს თითოეული ქვეყანა მაქსიმალურად მიიღებს და გამონაკლისი არც აზერბაიჯანი იქნება.

“მიმაჩნია, რომ პროექტი რუსეთთანაც და ირანთანაც ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ერთგვარ ვაჭრობის საგნად იქცევა. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის (სომხურ-აზერბაიჯანული) კონფლიქტის მიმართულებით”, – დასძინა მან.

პროექტის გაფართოების პერსპექტივები

აბასოვის თქმით, ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანში ევრაზიის კონტინენტის ბევრი ქვეყნის ჩართვის მკაფიო პერსპექტივა არსებობს.

“უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს რეალურად მოქმედი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნების გვერდით გამოჩნდა კიდევ ერთი – ჩრდილოეთი – სამხრეთი, რომლითაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დაინტერესდნენ. საუბარია, პოლონეთზე, გერმანიაზე, ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ ახალ მარშრუტს. აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი და საქართველო ის ქვეყნებია, რომლებიც დიდი ინტერესით მიუდგნენ სამხრეთ-დასავლეთის ფორმატს”, – განაცხადა ექსპერტმა.

Строительные работы
სამშენებლო სამუშაოები

ოქტომბრის ბოლოს პაკისტანის ელჩმა საიდ ჰან მოჰამედმა განაცხადა, რომ პაკისტანი და აზერბაიჯანი პროექტ “ჩრდილოეთი-სამხრეთში” ისლამაბადის ჩართვის შესაძლებლობასაც განიხილავენ. დაინტერესება ბელორუსმაც გამოთქვა.

იბრაგიმოვის აზრით, ქვეყნების მხრიდან ასეთი ინტერესის გამოხატვით იზრდება პროექტის მიმზიდველობა.

“ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი დროთა განმავლობაში სხვა ქვეყნებისთვის სულ უფრო მეტად მიმზიდველი იქნება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში სხვა ქვეყნების ჩართვას ობიექტური მაჩვენებლები განაპირობებს, რაც დადებით დინამიკას აჩვენებს. მაგალითად, 2017 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით „ჩრდილოეთი-სამხრეთი” ტვირთის გადაზიდვა 20%-ით გაიზარდა. 2016 წელთან შედარებით  კონტეინერების გადაზიდვა 2,5-ჯერ გაიზარდა.  ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ მონაცემები კიდევ გაიზრდება”, – დასძინა მან.

კასპიის ზღვა და პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებების ელჩი, დსთ-ს წევრი-სახელმწიფოების საზღვრების დემილიტაციის და დემარკაციის საქმეებში, იგორ ბრატჩიკოვს მიაჩნია, რომ ყველანაირი შანსი არსებობს 2018 წლისთვის კასპიის სტატუსის სამართლებრივი სტატუსის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

რავანდი-ფადაის მიაჩნია, რომ პროექტ “ჩრდილოეთი-სამხრეთის” განვითარება ქვეყნებს კასპიის ზღვის სტატუსის საკითხის სწრაფად მოგვარებისკენ უბიძგებს.

“ცხადია, კასპიის ზღვის სტატუსის შეთანხმებაზე ბევრი ფაქტი ახდენს გავლენას, მაგრამ იმას ვერ გამოვრიცხავთ, რომ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფნის განვითარება, ამ საკითხზე დადებითად იმოქმედებს”, – დასძინა მან.

თავის მხრივ, იბრაგიმოვმა განაცხადა, რომ კასპიის პრობლემა საკმაოდ რთულია და იგი მოკლე დროში ვერ მოგვარდება.

“უფრო მეტიც, პროექტმა “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, სწორედ აზერბაიჯანის და არა ყაზახეთის და თურქმენეთის ტერიტორია უნდა გაიაროს, რადგან ირანს ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარების რამდენადმე განსხვავებული ეკონომიკური ხედვა აქვს”, – დასძინა მან.

სანქციების ქვეშ მყოფი ირანი

იბრაგიმოვმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციების აღდგენის შემთხვევაში, პროექტს “ჩრდილოეთი-სამხრეთი” ზიანი ვერ მიადგება, რადგან, ისევე, როგორც ირანი, რუსეთიც დაინტერესებულია საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.

“დერეფნის ფარგლებში ტვირთის გადაზიდვის სწრაფი ზრდა, ირანის წინააღმდეგ განმეორებითი სანქციების დაწესებაზე გავლენის მოხდენას არ დაუშვებს. უსაფრთხოების და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სფეროში თანამშრომლობა რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის მთავარი ურთიერთდამოკიდებულება არის”, – განაცხადა მან.

7136658აზერბაიჯანელ პოლიტოლოგ აბასოვს მიაჩნია, რომ აშშ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შეთანხმებიდან ცალმხრივად ვერ იმოქმედებს.

“ახლა სწორედ ის დროა, როდესაც საჭიროა ინოვაციური გადაწყვეტილებების მეშვეობით მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზება და ამისკენ სულ უფრო მეტი ძალაა მიმართული. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ ხმამაღალი განცხადების შემდეგ თეთრი სახლი უკან დაიხევს…”, – თქვა ექსპერტმა და დასძინა, რომ სანქციები ვერ იმოქმედებს პროექტის განხორციელებაზე, რადგან მარშრუტის განმსაზღვრელი ცენტრი იმ ქვეყნებში მდებარეობს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ იცავენ.

ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მასში მონაწილე ქვეყნებს და სამომავლოდ, შესაძლო გაფართოების მიზნით, ახალი ქვეყნებიც ჩაერთვნენ. შესაძლოა, ირანულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროექტის დაწყების შესაძლო თარიღი დასახელდეს და მისი რეალიზების ეფექტიც მიახლოებით შეფასდეს.

მოამზადა სადიგ დადაშლიმ