პირველი სომეხი, რომელმაც მსოფლიოში მეორე უმაღლესი მთა – ჩოგორი (ანუ მწვერვალი K2) დაიპყრო, რიგის მოქალაქე, ტურისტული სააგენტო Alida turs-ის პრეზიდენტი, სომხური წარმოშობის არნო ტერ-სააკოვია. იგი მწვერვალზე 28 ივლისს, ალექსანდრე აბრამოვის ჯგუფთან – “7 Summits Club” ერთად ავიდა. ჯგუფში 20 ადამიანი იყო, მათ შორის ქალები.

ტერ-სააკოვმა 2019 წელს ევერესტი დალაშქრა. ზღვის დონიდან რვა ათასი მეტრის სიმაღლის მწვერვალის  დაპყრობა ტექნიკურად უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ჩოგორის. გასაკვირი არ არის, რომ K2-ს “ველურ მთასაც” უწოდებენ.  ექსპერტების მიერ გაკეთებული მიმოხილვით თუ ვიმსჯელებთ, მასზე ასვლა  პრესტიჟული და საამაყოა.

საქმე იმაშია, რომ, როგორც ამის შესახებ ტერ-სააკოვმა ტელეგრამ- არხს “K2 Height Gene” განუცხადა,  K2-ზე პრაქტიკულად არ არსებობს ბრტყელი ადგილები.

“ფერდობის საშუალო ციცაბო არანაკლებ 60-65 გრადუსია. საერთოდ არ არის ადგილი დასაჯდომად, დასასვენებლად, ფეხების გასაშლელად და ჩაის დასალევად (პლატოს გარდა). იძულებული ხარ გამუდმებით წინ იარო, მძიმე და რთული გზა, ძილისა და დასვენების გარეშე დასძლიო. რთული კლდოვანი ადგილები და მუდმივი რისკი იმისა, რომ თავში მთიდან წამოსული ყინული, ან ქვა მოგხვდება, მაგრამ ეს სირთულე უნდა გადალახო და სულ ზევით, ზევით, ზევით!”, – განმარტა არნომ.

და ამ უწყვეტ აღმავალ მოძრაობაში ტერ-სააკოვმა წარმატებას მიაღწია. ეტყობა, სირთულეების  დაძლევას მიჩვეულმა  სომხურმა გენმა იმოქმედა. სხვათა შორის, როგორც რიგელი, არნო არასოდეს ივიწყებს თავის ფესვებს და სომხური თემის ერთ-ერთი ლიდერი და მეცენატია. 2010 წელს, მან სპორტმანეჟში, რიგის სომხურ ეკლესიასთან ახლოს, სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მოაწყო.  მანამდე კი, ლატვიის საზოგადოების ცნობით, იმ მიწის პრივატიზებაში, რომელზეც ეკლესია დგას, მამამისთან, ედუარდ სააკოვიჩთან ერთად, სოლიდური თანხა გადაიხადა და  თემს უსახსოვრა.

“ორივე შრომისმოყვარე და ზოგადად პატივსაცემი და საყვარელი ადამიანია”, – წერდა ალექსანდრე გერონიანი livejournal-ში.

დავუბრუნდით მთამსვლელობას. დალაშქვრის შემდეგ ტერ-სააკოვმა საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა: „… როგორც ევერესტზე ნამყოფი, ცალსახად ვამბობ, რომ ევერესტი, K2-თან შედარებით, ღრუბლებში გასეირნებაა!“. მან  ასევე დასძინა, რომ მთამსვლელებმა უფრო რთული მწვერვალებიც იციან, თუმცა ისინი არც  რვა ათასი მეტრისაა და ეს არც სიკვდილის ზონა, სადაც ადამიანი ნელ-ნელა კვდება.

არნომ და მისმა ამხანაგებმა სამწუხაროდ, სიკვდილს ჩახედეს თვალებში. ექსპედიციის დაწყებამდე, წინა დღეს, ჩოგორზე ყველაზე საშიშ ადგილას, ე. წ. Bottle neck, პაკისტანელი გიდი – მოჰამად ჰასანი ჩამოვარდა. ორი საათის განმავლობაში თოკზე, თავდაყირა ეკიდა.  ხოლო, როდესაც დამხმარეებმა ძლივს ასწიეს,  შოკისა და ჰიპოთერმიისგან გარდაცვლილი იყო.

ის, რომ მთელმა ჯგუფმა Bottle neck-ის უსაფრთხოდ გადალახვა მოახერხა,  გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ  სასწაული შეძლეს. ამ ადგილის ვიზუალური აღწერაც  კი შემზარავია.

„წარმოიდგინეთ ყინულის ვერტიკალური კედელი და ამ კედელზე რაღაც სასწაულებრივად მიმაგრებული, 20-30 სმ სიგანის თოვლის თარო. ჩემი წონისა და სიმაღლისთვის ასეთ სივიწროვეზე საიარული საშიშია. არ არსებობს მასიური და მყარი საყრდენი.  ბილიკის გასწვრივ მოაჯირეებია, ხოლო ალპინისტების თოკი ყინულის ხრახნებით არის მიმაგრებული. მასზე კი სამაგრებითა და კარაბინით ემაგრები და, რა თქმა უნდა, ორივე ხელს უჭერ. ამ ვიწრო სავალი ბილიკის  დასაწყისში ის  პაკისტანელი გიდი ესვენა, რომელიც წინა დღისით გარდაიცვალა. რვა ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე – სიკვდილის ზონაში ეჭვის, სინანულისა და თანაგრძნობის ადგილი არ არის. ეს შესაძლოა, ცალმხრივი ბილეთი აღმოჩნდეს და ეს თითოეულმა (!!!) ალპინისტმა იცის. სწორედ ამ აზროვნებით ავედი ევერესტზე 2019 წელს…”, – წერდა ტერ-სააკოვი ტელეგრამ-არხზე.

არნო ტერ-სააკოვი

მთაზე ასვლის მოგონებები, რომლებსაც ის აზიარებს, ზოგადად, სუსტი ნერვების ადამიანებისთვის არ არის. მწვერვალზე ასვლისას, სხვა სირთულეებთან ერთად, მთამსვლელს მოულოდნელად ჟანგბადი გაუთავდა, მაგრამ ტერ-სააკოვი მკითხველს ამშვიდებს და თხრობას განაგრძობს: „… “Bottle neck“-ის თითქმის ბოლოში ჟანგბადი ამომეწურა. ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ჟანგბადის ავზის შეცვლა ფერდობზე ჩამომჯდარისთვის უფრო ადვილია, ვიდრე მოაჯირზე ჩამოკიდებულისთვის, მაგრამ ამ პირობებშიც კი, ჟანგბადის ავზის შეცვლამ ნორმალურად ჩაიარა…“.

შემდეგ უფრო დრამატულად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არნოს ოპტიმისტი ადამიანია და იუმორით ყვება: „მაშ ასე, ჟანგბადის ავზი გამოვცვალე, bottle neck გავიარე და  წინ 75 გრადუსიანი მინის კედელია! მასიური ყინული. კიდიხარ ალპინისტის თოკზე, ჩექმის წვერები კრემპონებში… და იმდენჯერ დავეჯახე ყინულის კედელს, ვერც დავითვალე! ეს ალბათ, ყველაზე რთული და ყველაზე სამარცხვინო ეტაპი იყო…

„ველური მთა“ ჯგუფს იოლად არ დამორჩილებოა.  „შემდეგ იყო უმარტივესი, მწვერვალის ქედი, დაახლოებით 300-350 მ სიმაღლეზე. თოვლი მუხლამდე. გზაში რამდენიმე ზვავი ჩამოვარდა, საშიში არ იყო, თუმცა ფეხებით თოვლში ჩავეფლეთ.  წავედით! წავედით! წავედით! დრო დაახლოებით დილის 3 საათია და ღრუბლებსა  და ნისლს მიღმა მწვერვალი გამოჩნდა. თითქოს ახლოსაა, მაგრამ მაინც მივდივართ. დილის 6 საათისთვის მწვერვალს ვუახლოვდებით და უკვე გათენდა, კიდევ ერთი პატარა გორაზე უნდა ავიდეთ. მწვერვალი, რომელიც დავლაშქრეთ, 8600 მეტრია, ბორცვი – კიდევ 11 მ, სულ 8611 მ! ეს 11 მ თითქმის ერთ საათში გავიარეთ!”, – წერს ტერ-სააკოვი.

შემდეგ კი ენთუზიაზმით აჯამებს: „მსოფლიოს მეორე მწვერვალი! ყველაზე რთული და მიუწვდომელი! მომაკვდინებელი და ლამაზი! თოვლის დედოფალი! მკაცრი და უკომპრომისო!”.

მომავალი ფილმის, „სიმაღლის გენი 2. K2“, ფოტოებითა და კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ის ემოციები, ღირდა იმ  ძალისხმევად, რომელიც უშიშარმა მთამსვლელებმა გადმოგვცეს. განსაკუთრებული სიამაყის განცდას იწვევს ის ფაქტი, რომ K2-ზე მრავალ დროშას შორის სომხური სამფეროვანიც ფრიალებს. სომხური სახელმწიფო აიმბოლოა რთული გზა მსოფლიოს ურთულეს მწვერვალამდე დასრულდა. იქნებ ეს სომხეთისთვის გლობალური, პოზიტიური ცვლილებების ნიშანია?!

P.S. Ცნობისთვის. ჩოგორი არის მთა აზიაში, სიმაღლით მეორეა მსოფლიოში (8614 მ). იგი მდებარეობს ბალტოროს ქედზე ქაშმირისა და ჩინეთის სინციან-უიგურის ავტონომიური რეგიონის საზღვარზე, ჰიმალაის ჩრდილო-დასავლეთით ყარაკორუმის მთიან სისტემაში. ჩოგორი ცოცვის უკიდურესი სირთულის გამო ცნობილია როგორც “ველური მთა”.

დედამიწის უმაღლესი მწვერვალია ევერესტი, ანუ ჯომოლუნგმა (8849 მ).