კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი, რომელიც 23 ნოემბერს, ერევანში უმაღლეს დონეზე გაიმართა, ყარაულის ერთგვარ შეცვლას ჰგავდა, ვინაიდან, როტაციის პრინციპის მიხედვით, გენერალური მდივნის პოსტს 2023 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი იმანგალი ტასმაგამბეტოვი მიიღებს, ხოლო ახალ შუალედურ პერიოდში თავმჯდომარეობა სომხეთიდან ბელორუსიას გადაეცემა. გარდა ამისა, ერევნის შეხვედრებმა დააგვირგვინა ამ სტრუქტურის ორმაგი საიუბილეო თარიღი, კერძოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის 20 წლისთავი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების 30 წლისთავი.

მიმდინარე შეხვედრების დღის წესრიგი დატვირთული იყო საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტების ერთობლივი შეხვედრებით, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომით, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავმჯდომარეობდა და რომელშიც მონაწილეობდნენ: პრეზიდენტები – ვლადიმერ პუტინი (რუსეთი), ალექსანდრე ლუკაშენკო (ბელორუსია), კასიმ-ჟომარტ ტოკაევი (ყაზახეთი), სადირ ჯაფაროვი (ყირგიზეთი), ემომალი რაჰმონი (ტაჯიკეთი) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი.

თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოებულ სხდომაზე კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერების საკითხები განიხილებოდა, ასევე ისმოდა განცხადებები ნაციზმის, ნეონაციზმის, ექსტრემიზმის, შოვინიზმისა და ქსენოფობიის ყველა ფორმით განდიდების მცდელობების გმობაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ლიდერებმა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მთელი რიგი საკვანძო საკითხები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ამ სტრუქტურის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, მათ შორის, რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური დაცვისა და სამედიცინო დახმარების ერთობლივი ფორმირების, ასევე სამშვიდობო ძალების თანამედროვე იარაღით, სამხედრო და სპეციალური ტექნიკით აღჭურვის საკითხებში.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების კომპლექს „ნაიომნიკისთვის“ «რეგიონული ანტიტერორისტული ოპერაციის“ სტატუსის მინიჭებას. პრინციპში, ერევნის დღის წესრიგში ახალი არაფერი იყო.

როგორც წინა შეხვედრებზე, ამჟამინდელ ფორმატში დიდი ყურადღება გამახვილდა ავღანეთზე, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე შეიარაღებული ბანდების შეღწევის ერთ-ერთ მთავარ გარე საფრთხეზე. სხვა გამოწვევებს შორისაა – ნატოს ქვეყნების გააქტიურება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის ირგვლივ, რომელიც ბოლო დროს ჰიბრიდულ საფრთხედ იქცა.

ღონისძიების მონაწილეთა თქმით, წლევანდელი წელი იოლი არ იყო და სტრუქტურის მუშაობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. სამხედრო კონფლიქტები და შეტაკებები დღეს თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე და შესაბამისად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებზე ახდენს გავლენას. ეს არის ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის, 984 კმ_ის სიგრძის საერთო საზღვრის გამო არსებული ხანგრძლივი კონფლიქტი; ეს არის რუსული სპეცოპერაცია უკრაინაში; ეს არის შიდა პოლიტიკური კრიზისი ყაზახეთში, სადაც, პირველად პოსტსაბჭოთა ისტორიაში, საერთო უსაფრთხოების სივრცის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალები გამოიყენეს; და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიდან სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის დაუსრულებელი ესკალაცია.

კერძოდ, ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის, ან, როგორც პრესამ უწოდა – პოლიტიკური ყარაულის შეხვედრის წინა დღეს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით კვლავ ცეცხლი გახსნეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოფიციალური ერევანი მოკავშირეებზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა. კერძოდ, მოელოდნენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სექტემბრის ესკალაციის მკაფიო პოლიტიკურ შეფასებას და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის „საგზაო რუკის“ მიღებას, რადგან აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების შემდეგ, სომხეთის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია.

“კერძოდ, საუბარია, 2021 წლის 11 მაისს, 14 ნოემბერს და 2022 წლის 13 სექტემბერს საზღვარზე მომხდარ ინციდენტებზე, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის დაახლოებით 140 კვ.კმ. დაიკავა. სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს აზერბაიჯანულ მხარესთან აუცილებელი პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობის დაჩქარება შესთავაზა, რაც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ჯარების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან, 2021 წლის 11 მაისისთვის არსებულ პოზიციებზე— განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას. — სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობამ აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან ვერ შეაჩერა და, ფაქტობრივად, დღემდე ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს კუხო-ს იმიჯს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს მიმაჩნია ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარ წარუმატებლობად. სხვათა შორის, იგივე შემიძლია ვთქვა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ესკალაციის შესახებ. მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო ჩვენი წარმატებული ქმედებები, კერძოდ, კუხო-ს სწრაფი რეაქცია ყაზახეთის პრეზიდენტის წინადადებაზე, მხარი დაუჭიროს მათ ქვეყანაში კანონისა და წესრიგის აღდგენას. ამ შემთხვევაში საკითხი ერთ ღამეში გადავწყვიტეთ, რამაც ყაზახეთს საშუალება მისცა შიდა ქაოსი თავიდან აერიდებინა. ვიმედოვნებ, აქაც შესაძლებელი იქნება მოკავშირეთა მიდგომების კოორდინაცია და კარგად კოორდინირებული კოლექტიური ურთიერთქმედების მიღწევა ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე”.

იმავე დღეს გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებები სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად სატრანსპორტო არტერიების განბლოკვის საკითხი განიხილა.

“როდესაც ერთმანეთს შევხვდით, მანქანით ვმოძრაობდით, ვსაუბრობდით რეგიონული ხასიათის საკითხებზე, მათ შორის რეგიონში დასახლების საკითხებზე და სატრანსპორტო არტერიების განბლოკვაზე. მიხარია, რომ დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლებელია ორმხრივი შეხვედრის გამართვა», —განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და იმავდროულად ლიდერმა აღნიშნა, ფაშინიანს კუხო-ში თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება მიულოცა”.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან მაღალ დონეზე მუშაობდა, მართალია, „ყველა საკითხზე შეთანხმების მიღწევა იშვიათად ხდება, თუმცა მთლიანობაში მუშაობა ძალიან ინტენსიურად და სასარგებლოდ წარიმართა“.

გაფართოებულ და ვიწრო ფორმატში, 12-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ჩვიდმეტი დოკუმენტიდან თხუთმეტი იქნა მიღებული. დაჩენილი ორი საკითხი, კუხო-ს კრიზისზე რეაგირების სისტემასთან და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხელახალი განხილვისთვის გადაიგზავნა.

თუმცა, კუხო-ს გენერალური მდივნის თქმით, ორივე დოკუმენტი — სომხეთის დახმარებისა და დეკლარაციის შესახებ — « მზადყოფნის მაღალ ხარისხში იმყოფებიან და შეთანხმებული ღონისძიებების კომპლექსი შექმნილ რთულ ვითარებაში, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობას უკავშირდება», საჭიროა მათი გაუმჯობესება და დახვეწა. ამრიგად, ზოგადი ოპტიმისტური განწყობისა და მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, სომხური მხარის ორი პრიორიტეტული პოზიცია საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დარჩა.

ბუნებრივია, მაშინვე გაჩნდა როგორც რუსი, ასევე სომეხი პოლიტოლოგების კომენტარები და მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ალიანსში მოკავშირეებს შორის წინააღმდეგობების დამალვა შეუძლებელია. სომხეთი კი შესაძლოა კუხო-დან გასვლის კანდიდატი გახდეს.

“მაგრამ რუსეთი, როგორც ადრე, ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად დახმარებას კვლავაც გააგრძელებს. დიახ, არსებობს გარკვეული უთანხმოება ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ნამდვილად არ იძლეოდა ორ დოკუმენტზე ხელმოწერის საშუალებას, მაგრამ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არსებობას საფრთხეს არ აყენებს”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

იმავე აზრს სომხეთშიც იზიარებენ. თუნდაც ერევანში გაქცეული რუსი ლიბერალების, უკრაინელი ბენდერელებისა და ადგილობრივი ულტრანაციონალისტების მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია, რომელიც სხდომას დაამთხვიეს, არაფერს ცვლის, რადგანაც მათი განწყობა სომხეთში დომინანტური არ არის. გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ კრიტიკა რაც არ უნდა დიდი იყოს, სომხეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთთან ალიანსის და შესაბამისად უსაფრთხოების გარანტია. მართლაც, უახლოეს წარსულში სხვა „სტრატეგიული წინადადება“ ოფიციალურ ერევანს არ მიუღია. გარდა, ფრანგი პარლამენტარების სარეკომენდაციო რეზოლუციებისა და კოლექტიური დასავლეთის რამდენიმე „მეგობრის“ სიტყვიერი დაპირებებისა…

“რა თქმა უნდა, დასავლეთის მიერ აზერბაიჯანის ნაბიჯების ცალსახა გმობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად, საფრანგეთის სენატის რეზოლუცია თავის მთავრობას მოუწოდებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუმცა, ზოგადად, ეს მხოლოდ ქაღალდია და სინამდვილეში ჩვენს მიწაზე მხოლოდ რუსეთი მუშაობს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის 102-ე ბაზა და სასაზღვრო ჯარები სომხეთ-თურქეთის საზღვრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ხოლო რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არცახში – ეს არის მშვიდობა მთიანი ყარაბაღისთვის”, – განაცხადა პოლიტოლოგმა რუბენ მარგარიანმა და იქვე დასძინა, რომ სომხეთს სხვა პოლიტიკური მიმართულებების ალტერნატივა არ აქვს.

ნათელა ოგანიანი