გავლენიანი ბრიტანული გამოცემა “The Telegraph”-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით “ათი არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც თქვენ არ გსმენიათ”.
ათეულში საქართველოს კახეთის რეგიონი მოხვდა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
“თქვენ ალბათ არ გსმენიათ კახეთის შესახებ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ამ რეგიონის ყველაზე ცნობილი გამოგონეის – ღვინის დაგემოვნებით დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ღვინის ისტორია საქართველოში 8 000 წელს ითვლის”, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორები ცნობილი მოგზაურები სოფი იბოტსონი და მაქს ლოველ-ჰორი არიან.