ბაქოს მძიმე დანაშაულების სასმართლომ განაჩენი გამოუტანა აზერბაიჯანის ხუთ მოქალაქეს, რომლებიც სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების რიგებში მონაწილეობდნენ.
როგორც Sputnik-ი იტყობინება, ელშან გურბანლის, კიამრან აზიზოვს, ტურალ მამედოვს, ნადირ ალიხანოვს და ბახრუზ რასულოვს 12-დან 14,5- წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი დამნაშავეებად აღიარეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 279.1-ე (აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირების, ან ჯგუფის შექმნა, ასევე მონაწილეობა მათ შექმნასა და მოქმედებებში, მათი იარაღით, საბრძოლო მასალით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, სამხედრო ტექნიკით, ან სამხედრო აღჭურვილობით მომარაგება) და 283-ე (ეროვნული, სოციალური, რასობრივი, ან რელიგიური სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისათვის) მუხლების მიხედვით.
საბრალდებო აქტის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი პირები აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა შარშან სექტემბერში ოცდაექვს აზერბაიჯანელ ეჭვმიტანილთა შორის, კანონმდებლობის მიხედვით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირების, ან ჯგუფის შექმნის ბრალდებით დააკავეს.