სოლიდარობის IV ისლამური თამაშები, რომელიც ისლამიადა-2017 -ის სახელით არის ცნობილი, აზერბაიჯანის დედაქალაქში 12-დან 22 მაისამდე ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ თამაშებამდე ჯერ კიდევ 5 თვეა დარჩენილი, მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რაგიმოვმა განუცხადა, ბაქო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ღონისძიებების ორგანიზების და ჩატარების მაღალი დონე.

“ისლამიადაში მონაწილეობის სურვილი დღეისათვის 49 ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა ეს ციფრი კიდევ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენი გათვლებით შეჯიბრებებში 3000-3500-მა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მთელი მზადება სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და არავითარი დაბრკოლება არ ექმნებათ”, – განცხადა მინისტრმა.

Azad Ragimov
Азад Рагимов

თამაშების გახსნის და დახურვის შესახებ საუბრისას რაგიმოვმა განაცხადა, რომ ღონისძიებები ისეთივე ბრწყინვალე იქნება, როგორც ევროთამაშების დროს. “სცენარი მუშავდება. მართალია არ ვაპირებთ მის შესახებ საუბარს, მაგრამ ვიტყვი, რომ იგი ისლამური თამაშების ისტორიას მოგვითხრობს. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია დახურვის ცერემონიალის შესახებ”, – დასძინა მან.

რაც შეეხება ხარჯებს, მინისტრის თქმით, ისლამური სოლიდარობის მეოთხე თამაშების ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს შეადგენს და ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ისლამიადას გახსნის და დახურვის ოფიციალურ ცერემონიალებს უკავშირდება.

თუმცა აზერბაიჯანში ყველა არ არის ოპტიმისტურად განწყობილი.​როგორც Dalma News-თან საუბარში ეკონომისტმა გუბად იბადოღლუმ განაცხადა, ეკონომიკური კრიზისის დროს ისლამური თამაშების მოსაწყობად 200 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვა არაგონივრულია. მეორეს მხრივ, თამაში ცოტათი მაინც შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, – მიაჩნია ექსპერტს. “დღევანდელი მძიმე სოციალური პირობების და უმუშევრობის დონის ზრდის გათვალისწინებით, ცხადია ხარჯი უფრო მეტია. 100 მილიონ აშშ დოლარით, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება”,- მიაჩნია ექსპერტს.

ექსპერტ ნატიკ ჯაფარლის არ სჯერა, რომ თამაშები ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ქვეყანაში, სადაც კრიზისი მძვინვარებს, 100 მილიონი დოლარის გამოყოფა სპორტული შეჯიბრებისთვის, ნამდვილი აბსურდია. ისეთმა მდიდარმა ქვეყანამაც კი, როგორიც საუდის არაბეთია, ბევრად ნაკლები ფული დახარჯა, როდესაც ისლამიადას უმასპინძლა. ასეთი პომპეზური შეჯიბრებები ნამდვილად არაფერში გვჭირდება”, – განაცხადა მან Dalma News-სთან საუბარში.

ამ მოსაზრებას ეკონომისტი ვუგარ ბაირამოვი არ იზიარებს და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანი სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს. მისი აზრით, ახლა უკვე ბევრია დამოკიდებული აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროზე, რომელმაც თამაშების, ასევე სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების და საერთოდ, მდიდარი ისლამური სახელმწიფოების ღირსშესანიშნაობების ფართო, მაღალხარისხიანი, კრეატიული პიარ-კამპანია უნდა უზრუნველყოს.

“სახელმწიფოს შესანიშნავი შანსი აქვს, კიდევ უფრო მეტი არაბი, ირანელი, ახლა უკვე მალაიზიელი, ყაზახი, ინდონეზიელი ტურისტი მიიზიდოს და პირდაპირი კომერციული სარგებელი მიიღოს ბილეთების გაყიდვის და ქვეყანაში ტურისტების ჩამოსვლის გზით”, – დასძინა ეკონომისტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ფარჰად გაჯიევიც იგივე აზრს იზიარებს და ამბობს, რომ სოლიდარობის ისლამისტური თამაშების ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, ხოლო მრავალრიცხოვან ტურისტებს ქვეყნის ისტორიის, მისი უძველესი ტრადიციების გაცნობისა და ბაქოს თანამედროვე სილამაზის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

“აზერბაიჯანში სოლიდარობის ისლამისტური თამაშების ჩატარება – არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებაა, არამედ – პოლიტიკური მოვლენაც. ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც ისლამისტური სოლიდარობის მხარდაჭერის ახალი მოდელი”, – განუცხადა გაჯიევმა Dalma News-ს და დასძინა, რომ აზერბაიჯანს ისლამისტურ სამყაროში ღირსეული ადგილი უკავია.

c5c94782bccfe2d191e8ff5a38e2ba87როგორც აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნაჰიდ ბაგიროვი აცხადებს, ისლამიადა ბაქოში არაბული ქვეყნებიდან ძალიან ბევრ ტურისტს მიიზიდავს.

“აზერბაიჯანში არაბი ტურისტების რაოდენობა ისედაც გაიზარდა. ადრე არაბულენოვანი სტუმრების ასეთი ნაკადი არ ყოფილა. ახლა კი ბაქოს ყველა ძვირადღირებული სასტუმროების 50-60%-ს არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები იკავებენ. არაბი ტურისტები – ყველაზე კარგები არიან. ისინი ისვენებენ, ფულს ხარჯავენ, დადიან რესტორნებში და უყვართ საყიდლებზე სიარული”, – ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, არაბული ქვეყნებიდან სტუმრების ასეთი დიდი ნაკადი, აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროში გატარებული სწორი მარკეტინგული გეგმის შედეგია. “მაგალითად, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში აზერბაიჯანის პირველი ტურისტული წარმომადგენლობა გაიხსნა. კარგად შესრულებულ სამუშაოს შედეგად ტურისტების ამჟამინდელი ნაკადი მოჰყვა. ისლამიადას დღეებში კი ბაქოში ათობით ათასი ახალი არაბი ტურისტი ჩამოვა”, – ამბობს აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ცხადია, ისლამიადას აზერბაიჯანის ხელისუფლება განიხილავს, როგორც არაბი ტურისტების მიზიდვის შესაძლებლობას, რათა ნავთობის გაიაფების შედეგად გარღვეული ბიუჯეტი “ამოკემსოს”​. საინტერესოა, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ ამოცანის შესრულებას.

მაკსუდ თალიბლი