Illustration: Panorama.am

ერევნის ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო ნიღბიან ადამიანებს სულ უფრო ხშირად შევხვდებით. ამ აქსესუარზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეზობელ ირანში ახალი კორონავირუსის მძლავრი გავრცელება დაფიქსირდა და მეზობელი საქართველოდან ინფიცირების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე დღეში, აფთიაქებიდან “სამწლიანი” დაძველების სამედიცინო ნიღბები გაქრა, იმპორტიორებმა კი განაცხადეს, რომ საქონელი აღარ არის!

შპს “მედპროს” ხელმძღვანელმა ართავაზ ოგანიანმა Dalma News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასობრივ აჟიოტაჟამდე იმპორტული სამედიცინო ნიღბების მარაგი თითოეულ კომპანიაში 150-200 ათასი ცალი იყო. სავარაუდოდ, ეს ერთწლიანი მარაგია. თუმცა, მთელი მარაგი სულ, რაღაც, რამდენიმე დღეში ამოიწურა, ხოლო ახალი პარტიის გარედან შემოტანის იმედი აღარ არის. დანარჩენ იმპორტიორებსაც, რომლებიც ქვეყანაში არც ისე ცოტაა, საწყობებში სიხალვათე აქვთ. გარდა ამისა, სამედიცინო ნიღბებზე მოთხოვნა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც გაიზრდა. ოგანიანის თქმით, ცოტა ხნის წინათ, დარეკეს ზიმბაბვედან და სამედიცინო ნიღბების, რამოდენიმე ყუთის შეძენის სურვილი გამოთქვეს. საინტერესო სწორედ ის არის, რომ დაინტერესება სომხური დიასპორიდან არ წამოსულა…

“სამედიცინო ნიღბების წარმოება ჩინეთში ცოტა ხნის წინათ განახლდა, მაგრამ ისინი მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მუშაობენ და ექსპორტზე არ გზავნიან. ზუსტად ორი დღის წინათ, მივმართე იმ საწარმოს, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მიპასუხეს, რომ ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე რეგულირდება და რომ დამოუკიდებლად პარტიის გადმოტვირთვის უფლება არ აქვთ. თავად საწარმოს თანამშრომლებსაც არ აქვთ სამედიცინო ნიღბების აღების უფლება. ამისთვის ისინი აფთიაქებში მიდიან“, – განაცხადა რესპოდენტმა.

ნუთუ ჩინურ ნიღბებს ალტერნატივა არ აქვს? ამ კითხვაზე იმპორტიორმა განმარტა, რომ ალტერნატივა არის ირანი, თურქეთი და რუსეთი. ირანიდან საქონლის შემოტანისგან ჩვენი იმპორტიორები თავს იკავებენ. რუსეთში, მსგავსი წარმოება, არც ისე ბევრია და რასაც აწარმოებენ, შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

“ამიტომ ვცდილობთ, სამედიცინო ნიღბები კერძო იმპორტიორისგან შევიძინოთ, რომელსაც საქონელი საკუთარი ხაზით შემოაქვს. თუმცა ამ შემთხვევაშიც 10-20 ყუთზეა საუბარი”, – ამბობს ოგანიანი.

გამოდის, რომ აფთიაქები უკვე მესამე გადამყიდველები არიან, რითაც სამედიცინო ნიღბების გაძვირება აიხსნება.

“ჩვენ აფთიაქებთან არ ვმუშაობთ. ჩვენი დამკვეთები ძირითადად, სამედიცინო ცენტრები, სტომატოლოგიური კლინიკები, ლაბორატორიები და ა.შ არიან. ამიტომ აფთიაქებში არსებულ ვითარებაზე საუბარი ჩემთვის რთულია. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, სამედიცინო ნიღბების გაძვირება სწორედ ამ მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული. თუმცა ძირითადი მიზეზი, მაინც ამ საქონლის დეფიციტი და მასზე გაზრდილი მოთხოვნაა”, – დასძინა სფეროს ექსპერტმა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფასების ზრდა გონიერების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ცალკეულ აფთიაქებში სამედიცინო ნიღაბი 1000 დრამი ღირდა, ახლა საუბარია ოთხ და ხუთმაგ ფასზე. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს, რომ თვითნებურად მაღალი ფასების დაწესების შემთხვევაში, დარღვევის წინააღმდეგ მკაცრი ზომები გატარდება. საქმე სასამართლომდე არ მისულა, რადგან სამედიცინო ნიღბები დახლებიდან ელვის სისწრაფით გაქრა.

Dalma News-ის კორესპონდენტის მიერ 27 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ აფთიაქებში “ვაგა ფარმი”, “ალფა ფარმი” და “ვარდაზარიანი” სამედიცინო ნიღბების ხსენება აღარ არის. იგივე ვითარებაა გარეუბნების აფთიაქებშიც, სადაც 20-21 თებერვლამდე კიდევ შესაძლებელი იყო ნიღბების შეძენა, ახლა კი აღარსად არის.

ასეთი გაცხოველებული მოთხოვნა გამოწვეული იყო არა ქვეყანაში კორონოვირუსის გავრცელების საშიშროებით, არამედ იმით, რომ სამედიცინო პირბადეებს ყუთებით ჩინეთში, რუსეთის გავლით, გზავნიდნენ. ოგანიანის თქმით, ინტერესს რუსები ავლენდნენ, რომლებიც სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში, იქიდან კი ჩინეთში გზავნიან. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც იმ დროისთვის ერთი შეკვრა (შეკვრაში 50 ც.) სამედიცინო პირბადე ჩინეთში, 50 აშშ დოლარი ღირდა! ცალკეულ შემთხვევებში 1-2 მილიონი ცალი პირბადეც კი გაუგზავნიათ. ალბათ, უფრო გონივრული იქნებოდა, რომ სახელმწიფოს აეკრძალა ქვეყნიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის გატანა?!

“ვფიქრობ, უბრალოდ, სახელმწიფოს ამის უფლება არ აქვს. როგორც ამბობენ, საქონელი ჩემია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ…”, – დასძინა რესპონდენტმა.

ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნიღბების გარკვეული რაოდენობა საწყობებშია გადანახული, ასევე ელიან ახალ პარტიასაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ართავაზ ვანიანმა განაცხადა, რომ უკვე შესყიდულია დაახლოებით 160 ათასი ცალი ნიღაბი, რომელიც ახლა გზაშია და კიდევ იგეგმება დამატებით რაოდენობის შეძენა. თუმცა, ოგანიანის თქმით, მას ჯანდაცვის სამინისტროსგან სამედიცინო ნიღბების თაობაზე შეკვეთა არ მიუღია და არც კოლეგებისგან სმენია ახალი პარტიის შემოტანის შესახებ. თუმცა, არ უარყოფს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი არხები აქვს.

რაც შეეხება მისი და მისი ბიზნესკოლეგების კომპანიებს, სამედიცინო ნიღბების ახალი პარტიის შემოტანა სავარაუდოდ 6-7 თვეში იქნება შესაძლებელი.

“თუ ვივარაუდებთ, რომ ვირუსი ჩინეთში, რამდენიმე თვეში შესუსტდება და გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიღბების წარმოებას ჩვეულებრივ, 30 ან 40 დღე, ხოლო ტრანსპორტირებას კიდევ 2-3 თვე სჭირდება, გამოდის, რომ ამ საქონელს ჩვენამდე მოსახვედრად 6 თვე დასშირდება”, – დასძინა იმპორტიორმა.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? – სპეციალისტი ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში ნიღბები თავად – მარლისგან უნდა დავამზადოთ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ანტისეპტიკური საშუალებები, რითაც დავიმუშავებთ ხელებს. სხვათა შორის, აფთიაქებში მოთხოვნა ამ პროდუქციაზეც სერიოზულად გაიზარდა. ამ დღეებში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ პაშინიანმა აქცენტი სწორედ ხელის ანტისეპტიკურ გელებზე გააკეთა, რომელსაც სუნი არ აქვს და საკმაოდ ხარისხიანია.

ფარმაცევტებმა განაცხადეს, რომ ერევნის მცხოვრებლებმა პრემიერის რეკომენდაცია მაშინვე გაითვალისწინეს და აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, საბედნიეროდ, ამას მის ფასზე გავლენა არ მოუხდენია. ადგილობრივი წარმოების „ალკო გელი“ (30 მლ) ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში 510 დრამი ღირს, ხოლო შემოტანილი 50 მლ-იანი გელი – 550 დრამი. ფარმაცევტების თქმით, საწყობებში საკმარისი რაოდენობის დამცავი გელებია, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. თუმცა, როგორც ფარმაცევტები აცხადებენ, კორონავირუსს შესანიშნავად უმკლავდება ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტი და წყალბადის ზეჟანგი.

რაც შეეხება სამედიცინო ნიღბებს, ამბობენ, რომ მალე დეფიციტის პრობლემა მოგვარდება. სფეროს წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ უახლოეს მომავალში სამედიცინო ნიღბების ადგილობრივი წარმოება “Made in Armenia” დაიწყება. როგორც, რამდენიმე სააფთიაქო ქსელში განაცხადეს, მომავალი წარმოებისთვის დანადგარები უკვე შეძენილია და უახლოეს მომავალში ამუშავდება. როგორც ამბობენ: ზოგი ჭირი მარგებელიაო. იმავდროულად, ახალი კორონავირუსის დაავადებისგან თავის დასაცავად, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, რჩება მხოლოდ ელემენტარული წესების დაცვა: რეგულარულად გავანიავოთ ოთახები, დავლიოთ ჩაი, ან თბილი სითხე, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და რაც მთავარია – ნუ ავყვებით პანიკა. პანიკა და სტრესი ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს. ჩვენ კი, პირიქით, მისი გაძლიერება გვსურს!

ირინა გრიგორიანი