2017 წელს, სომხეთის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი შესრულდა. რა წარმატებებს მიაღწიეს სახელმწიფოებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხში, რა დონეზეა სომხეთსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება სომხურ-ჩინური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებისთვის, ამ და სომხურ-ჩინური ურთიერთობების სხვა ასპექტებზე Dalma News-ის კორესპონდენტს სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი, კვლევით ცენტრ AMBERD-ის ექსპერტთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ვარდან ათოიანი ესაუბრა. ის ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც, 30 ნოემბერს, სომხეთს და ჩინეთს შორის 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა მოეწყო.
– როგორ დაახასიათებთ ჩინელი კოლეგების პოზიციებს სომხეთთან მიმართებაში?
– მრგვალი მაგიდა ქალაქ სიანში მოეწყო, რომელიც აბრეშუმის გზის არა მხოლოდ ისტორიული წერტილია, არამედ მისი თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური ინიციატივების გული. ექსპერტების დისკუსიის ორგანიზატორია შენსის პედაგოგიური უნივერსიტეტი, სადაც ექსპერტად ვარ მიწვეული. ის ასევე ცენტრალური აზიის ინსტიტუტია. უნივერსიტეტის თანამშრომლების გარდა ღონისძიებას ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდის დროს განიხილებოდა ძირითადად ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ამჟამინდელი ეტაპები და პერსპექტივები. ღონისძიების დასაწყისში ცენტრალური აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ოფიციალურად განაცხადა სომხეთის კვლევით ცენტრის გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთისადმი ჩინეთის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ აკადემიური წრეების ინტერესსაც.
ჩემს გამოსვლაში გამოვთქვი იდეა, პროექტ “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ფარგლებში შეიქმნას მონაწილე სახელმწიფოების მეცნიერთა კვლევითი ცენტრი, როგორც ამ მეგაპროექტის განვითარების ერთობლივი საკონსულტაციო ორგანო. ამ ასოციაციის ფარგლებში შესაძლებელია პერიოდულად სხვადასხვა ფორუმის, დისკუსიის, სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ასევე კონკრეტული წინადადებების შემუშავება პოლიტიკური ხელმძღვანელობის და გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის. ამ იდეამ ჩინური მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი ლიდერი ეკონომიკური სახელმწიფო, სადაც წარმატებით ერწყმის ერთმანეთს ტრადიციები, ტექნოლოგიები და ინოვაციები. სულ ცოტა ხნის წინათ გამართულ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის XIX სხდომაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების კონტექსტში ჩინეთის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის “მთელი კაცობრიობის საერთო მომავლისთვის საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა”. ამდენად, ასეთი სახის თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი, სტრატეგიული თანამშრომლობის განსავითარებლად, ასევე საერთო მიზნების.
– სომხები და ჩინელები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მატარებლები არიან. თქვენი აზრით, რა აერთიანებს ამ ორ ხალხს?
– პირველ რიგში, საკუთარი ტრადიციების და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ სწრაფვა. როგორც უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები, ჩინელებიც და სომხებიც საკუთარ ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს დიდად ვაფასებთ.
გარდა ამისა, ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ. უძველესი აბრეშუმის გზის დროს, რომელიც სომხეთზე გადიოდა, სომეხი ვაჭრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩინურ-ევროპული ვაჭრობის განვითარებაში.
რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩინეთი მხოლოდ ტრადიციების ქვეყანა აღარ არის. ე.წ. კულტურული რევოლუციის დასრულების და დენ სიაპინის პოლიტიკური რეფორმების გატარების შემდეგ, ჩინეთმა ეკონომიკური, გამომგონებლური და სამეცნიერო საზღვრები გააფართოვა და დღეს იგი XXI-ის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცენტრია მთელს მსოფლიოში.
– როგორ დაახასიათებთ სომხურ-ჩინური ურთიერთობების თანამედროვე ეტაპს?
– ჩვენი 25 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის ათობით შეთანხმება, პროტოკოლი, მემორანდუმი და სხვა ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.
ამ ეტაპზე სომხეთს და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბევრ სფეროში დინამიურად ვითარდება. სამწუხაროდ, 1992-2016 წლების პერიოდში ჩინური ინვესტიციები და საკრედიტო საშუალებები სომხეთის ეკონომიკაში თითქმის არ არსებობდა. 2016 წლის ბოლოს ინვესტიციებმა მხოლოდ 4,4 მილიონი აშშ.დოლარი შეადგინა, ხოლო საკრედიტო საშუალებებმა – 20,6 მილიონი აშშ.დოლარი. 2011-2016 წლების პერიოდში ჩინეთმა სომხეთის მთავრობას დაახლოებით 40 მილიონი აშშ. დოლარი გადასცა.
ერევნის სატრანსპორტო ქსელს და სასწრაფო დახმარების სისტემას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაჩუქარი ავტობუსები და ავტომობილები ემსახურება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს, ჩინეთში სომხურმა იმპორტმა 358 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან სომხეთში იმპორტის სახით შედის ძირითადად ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საინჟინრო და ქიმიური პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საკვები და ა.შ. სომხეთიდან ჩინეთში გადის სპილენძის მადანი, მილები, ღვინო და კონიაკი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ბრუნვის მონაცემები არ ითვალისწინებს ე.წ. “ტრიკოტაჟით” ვაჭრობას და მესამე ქვეყნებიდან სომხეთში ჩინური საქონლის მიწოდებას.
– რა უნდა გაკეთდეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად?
– ამჟამად, ჩინეთი სომხეთის მეორე სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, აშკარაა, რომ ჩინეთსა და სომხეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. კერძოდ, ჩინეთს შეუძლია სომხეთს შესთავაზოს წარმოება, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, რომლებიც დასავლურ ანალოგებთან შედარებით უფრო იაფია, თუმცა, არც ხარისხშია დიდი განსხვავება. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყნების თანაბარი და ურთიერთსანდო პოლიტიკური ურთიერთობები, ჩვენი ეკონომიკების მასშტაბებს შორის უდიდესი განსხვავების მიუხედავად, ეკონომიკური თანამშრომლობის დიდ შესაძლებლობებს ინახავს. ჩინელი ბიზნესმენები სომხეთში შესაძლოა დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის, ასევე სამთო მრეწველობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სფეროებით. გარდა ამისა, სომხურ ბაზარზე გასვლა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს, რაც ჩინელი ბიზნესმენებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის.
– რისი გაკეთება შეიძლება ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად?
– ამჟამად, ჩინეთი სომხეთის მეორე სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, აშკარაა, რომ ჩინეთსა და სომხეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვის პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. კერძოდ, ჩინეთს შეუძლია სომხეთს შესთავაზოს წარმოება, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, რომლებიც დასავლურ ანალოგებზე შედარებით უფრო იაფია,თუმცა არც ხარისხშია დიდი განსხვავება. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყნების თანაბარი და ურთიერთსანდო პოლიტიკური ურთიერთობები, ჩვენი ეკონომიკების მასშტაბებს შორის უდიდესი განსხვავების მიუხედავად,ეკონომიკური თანამშრომლობის დიდ შესაძლებლობებს ინახავს. ჩინელი ბიზნესმები სომხეთში შესაძლოა დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის, ასევე სამთო მრეწველობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სფეროებით. გარდა ამისა, სომხურ ბაზარზე ყოფნა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს, რაც ჩინელი ბიზნესმენებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის.
ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკა ტურიზმის სფეროზეც აისახება. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ჩინელი ტურისტების საერთო რაოდენობა ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სომხეთის მიმართ ინტერესი აშკარად იზრდება.
– ჩინეთი სომხეთში საელჩოსთვის ახალი შენობის აშენებას აპირებს, რომელიც წინანდელს ბევრად აღემატება. თქვენის აზრით, ჩინეთის სომხეთისადმი ასეთი დიდი ინტერესი რით არის განპირობებული?
– საელჩოს ასეთი მნიშვნელოვანი შენობის აშენება, პირველ რიგში, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან დაინტერესების მაღალ დონეზე მეტყველებს. ცხადია, ჩვენს შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც ვითარდება, თუმცა, მნიშვნელოვანია საკითხის გეოპოლიტიკური ასპექტი. სომხეთში, ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში სათანადოდ ვერ აფასებენ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას. მართალია, ზღვა არ გვაქვს და ნახევრად ბლოკირებულ მდგომარეობაში ვართ, სამაგიეროდ, სომხეთი დასავლური, ისლამური და მართლმადიდებლური ცივილიზაციების ურთიერთკვეთის ცენტრში მდებარეობს.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კონტექსტში კიდევ საინტერესო ფაქტზე მინდა ვისაუბრო. 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, ჩინეთში ჩატარდა მაღალი დონის შეხვედრა “ჩინეთის კომუნისტური პარტიის დიალოგი მსოფლიოს პოლიტიკურ პარტიებთან”, ქვესათაურით – “საერთო ბედის საკაცობრიო საზოგადოების მშენებლობა, ლამაზი სამყაროს ერთობლივად შექმნა – პოლიტიკური პარტიების მოვალეობა”. ღონისძიებაში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან წარმოდგენილი ორასზე მეტი პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდა. სომხეთიდან მიწვეული იყო სომხეთის რესპუბლიკური პარტია. ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ჩინეთის კომუნისტურ და სომხეთის რესპუბლიკურ პარტიებს შორის, 2017-2020 წლებში თანამშრომლობის მემორანდუმს. როგორც აკადემიური საზოგადოების წარმომადგენელი, მემორანდუმის პუნქტებს შორის ჩემი ყურადღება მიიპყრო პუნქტმა, რომელიც ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ პუნქტის შესრულება მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ორმხრივ, მრავალფეროვან ინტეგრაციულ პროცესებს, გაზრდის თანამშრომლობის ეფექტიანობას, მათ შორის მეგაპროექტში “ერთი სარტყელი-ერთი გზა” სომხეთის მონაწილეობის შესაძლო ფორმების მოძიების საქმეში. ვიმედოვნებ, რომ აკადემიური საზოგადოების და ექსპერტ-ანალიტიკური სტრუქტურების ამ პროცესში ჩართული მეცნიერები, ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის პრაქტიკულ წინადადებებს შეიმუშავებენ, რომლებიც მიმართული იქნება აღნიშნული პროექტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ურთიერთმომგებიანი გამოყენებისკენ.
– ეკონომიკურის გარდა, სომხეთში ჩინეთი რომელი კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტით არის დაინტერესებული?
დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პუნქტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ორმხრივ მრავალფეროვან ინტეგრაციულ პროცესებს, გაზრდის თანამშრომლობის ეფექტიანობას, მათ შორის მეგაპროექტში “ერთი სარტყელი-ერთი გზა” სომხეთის მონაწილეობის შესაძლო ფორმების მოძიების საქმეში. ვიმედოვნებ, რომ აკადემიური საზოგადოების და ექსპერტ-ანალიტიკური სტრუქტურების ამ პროცესში ჩართული მეცნიერები ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვი შეიმუშავებენ და ჩამოაყალიბებენ პრაქტიკულ წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება აღნიშნული პროექტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ურთიერთმომგებიანი გამოყენებისაკენ.
– ჰუმანიტარული კავშირების განვითარების შესახებ უნდა ითქვას, რომ სომხეთის ათობით მოქალაქე ყოველწლიურად მიემგზავრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ბოლო წლებში ჩვენთან ჩინური ენის შესწავლისადმი დაინტერესება გაიზარდა. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფუცის ინსტიტუტის აქტიური მოღვაწეობა, რომელიც 2009 წლის თებერვალში, ბრიუსოვის სახელობის ერევნის სახელმწიფო ლინგვისტიკურ უნივერსიტეტში დაარსდა. ეს დაწესებულება არის ჩინური ენის შესწავლა-გავრცელების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მისიაა ურთიერთმეგობრული დამოკიდებულებების განვითარება და ჩვენს ქვეყანაში ჩინური ენის და კულტურის წარმოჩენა. აღსანიშნავია, რომ შარშან სომხეთის კონფუცის ინსტიტუტმა მსოფლიოს 140 ქვეყნის მსგავს 51 ინსტიტუტს შორის პირველი ადგილი მოიპოვა და “2016 წლის კონფუცის საუკეთესი ინსტიტუტის” წოდება მიიღო.
გარდა ამისა, 2012 წლის დეკემბერში, ჩვენს მთავრობებს შორის გაფორმდა ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის ფარგლებში ჩინეთი სომხეთში 12 მილიონი აშშ.დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, კერძოდ დააარსებს ჩინური ენის საფუძვლიანად შესწავლის სკოლას. თავის მხრივ, სომხურმა მხარემ სკოლის ასაშენებლად შესაფერისი ტერიტორია გამოყო და გადასახადებისგან გაათავისუფლა. სკოლა 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ხოლო სწავლების სრული კურსი მოიცავს ხუთიდან თორმეტ კლასამდე პროგრამას. სკოლის გახსნა 2018 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
ესაუბრა ცოვინარ კოსტანიანი