ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში არ თუ სახარბიელო დინამიკა შეიმჩნევა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაერთხელ იქცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკის ობიექტად. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც დასავლეთის მაღალი ინტერესის არეალში მოხვდა. ამასობაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა აშშ-იც. დემოკრატები რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა – დონალდ ტრამპმა შეცვალა. რა შეიცვლება ამ ცვლილებით თბილისისთვის და გარდაუვალია თუ არა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვა, ამ და სხვა საკითხებზე Dalma News მეცნიერი და პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ესაუბრა

– თქვენი შეფასებით, რა პროცესებს ვხედავთ აშშში ტრამპის გამარჯვების შემდეგ და რა მოლოდინები ჩნდება?

– ამერიკელი მეცნიერები ამ პროცესებს რევოლუციურსაც კი უწოდებენ. ტრამპი აპირებს შიდა პოლიტიკაში ინსტიტუტების შეცვლას, რომ ეს ინსტიტუტები გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ამერიკელი მოსახლეობის ნდობა თანდათან იკარგებოდა. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ადმინისტრაცია პრობლემებს ვეღარ უმკლავდებოდა. ეს არის ემიგრაციის პრობლემები, ინფლაცია და სხვა. დაეცა ნდობის ხარისხი პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ, რომლებმაც 91 საქმე აღძრეს ტრამპის წინააღმდეგ და ცნეს დამნაშავედ. ამან გააჩინა უნდობლობა ამერიკული სასამართლოს მიმართ. იქმნება სამთავრობო მუშაობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს. რადიკალურად განსხვავდება ტრამპის ახლანდელი მოსვლა ხელისუფლებაში მისი წინა ვადით პრეზიდენტობისგან. მაშინ ტრამპს საერთოდ არ ჰყავდა გუნდი, თავადაც არ ელოდა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა. ახლა ძირითადად ჰყავს რესპუბლიკური პარტიის მიერ მომზადებული გუნდი. ტრამპის ადმინისტრაცია ეცდება თავის ამომრჩეველს უჩვენოს, რომ მიმდინარეობს მთელი სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს და მოემსახუროს ხალხს.

Петр Мамрадзе

– საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აშშ საპრეზიდენტო არჩევნები დროში თითქმის დაემთხვა ერთმანეთს. საქართველოში ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მცდელობას, შექმნან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ამ დღეებში, თბილისში სტუმრობდნენ ევროპარლამენტარები, რომლებმაც ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. არის თუ არა ეს ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში?

– ეს არის ირიბი ჩარევა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს აქვთ უფლება ჩამოვიდნენ და აკეთონ განცხადებები. მით უმეტეს, როცა მათ ეპატიჟებიან. მიხეილ როთს 2017 წელს შევხდვი, როდესაც ის მინისტრი იყო. მან გამაოგნა თავისი სისუსტით საკითხისადმი, რასთან დაკავშირებითაც კითხვებს ვუსვამდი. ჩემი შეკითხვები შეეხებოდა გერმანიაში ემიგრაციის, დემოგრაფიის, მუშახელის პრობლემას. გამაოგნებელი სისუსტე გამოიჩინა მან ამ საკითხების მიმართ, მახსოვს, როგორც უყურებდნენ მას დამსწრენი. მაშინ პირადი საუბრისას ერთ-ერთმა უცხოელმა კოლეგამ მითხრა, – საერთოდ არ მანაღვლებს ის, რომ ეს ადამიანი არის გეი, მაგრამ ცუდი არის ის ტენდენცია, რომელიც არის ევროპაში – ადამიანების დაწინაურება ამ ნიშნით. ეს არის არა სექსუალური უმცირესობების დაცვა, არამედ კულტივირება. შენ თუ იტყვი, რომ ასეთი ხარ, მწვანე შუქი აგენთება. ნებისმიერი სხვა ნიშანი რომ იყოს: რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ სექსუალური უმცირესობის ნიშნით ადამიანების სახელმწიფო სამსახურებში დაწინაურება, არის მავნებლობა.

ევროპარლამენტარები საქართველოში დაპატიჟა პრეზიდენტმა. ეს ქალბატონი ფორმალურად რჩება პრეზიდენტად, თავად დგება ხოლმე ოპოზიციის მიტინგებზე. ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჩაუნერგონ, – თქვენი მთავრობა არის პრორუსული, რომ მან გადაუხვია ევროპის გზას, გაწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გაყალბებული და ამისთვის ბრძოლაა საჭირო. გავიხსენოთ საქართველოში გერმანიის საელჩოს საიტზე დადებული ნამდვილი მოწოდება, – „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია!“.

– თქვენი აზრით, „ქართული ოცნებისმთავრობა პრორუსულია?

– „ქართული ოცნების“ მთავრობა ნამდვილად არ არის პრორუსული. ნამდვილად პრორუსული ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს რუსეთის КГБ-ს ეფრეიტორ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, КГБ -ს გენერლად ცნობილ თემურ ალასანიას სახით. ალასანია რუსულ გაზეთებს ყოველთვის ეუბნებოდა, – ჩემ გარეშე ჩემი დის შვილი – პრეზიდენტი სააკაშვილი, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს და არ ახორციელებსო. ეს გაშიფრეს უცხოელმა მეცნიერებმა და დაწერეს: პუტინს თავისი პროფესიონალი აგენტი რომ გაეგზავნა საქართველოში თავისი ფინანსური და აგენტურული ქსელის უზრუნველყოფით, იმას ვერ გაუკეთებდა, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთეს თავისი ხელითო. იგულისხმება 2008 წლის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, როცა მთელმა მსოფლიომ დააბრალა სააკაშვილს, რომ ამ ავანტიურის (არა ომის) დამწყები იყო. ის, რომ რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, სააკაშვილის დამსახურებაა, მან ამოაშლევინა სარკოზის (საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი. რედ.) ხელშეკრულებიდან ის პუნქტი, რომელშიც უზრუნველყოფილი იყო, რომ რუსეთი ვერ ცნობდა სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და ამას მედვედევი ხელს აწერდა. მერე უკვე გადასცა ყველა აქტივები რუსეთს, რაც კი იყო საქართველოსთვის ღირებული – მადნეული, მანგანუმი, სპილენძი, ოქრო… მიიღო „საოკუპაციო რეგიონების შესახებ კანონი“, რომელიც რუსეთს უტოვებდა მონოპოლიას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. სააკაშვილის მთავრობა იყო ნამდვილად რუსეთზე მომუშავე გუნდი.

– თქვენქართულ ოცნებასაცადანაშაულებთ იმაში, რომ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნეს საფრთხე

– დიახ. 2022 წელს, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ნამდვილი ომი დაიწყო, საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოში ხმა მისცა იმას, რომ რუსეთისთვის სტატუსი შეეჩერებინათ, ხმა მისცა ევროსაბჭოდან რუსეთი გარიცხვას, ამის შემდეგ, გამოდის „ოცნების“ ხელისუფლება და გაეროში გენ.ასამბლეის სხდომაზე ხმას აძლევს იმას, რომ დაგმონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და დაგმეს, თუმცა, მაშინ ძალიან ბევრმა ქვეყანამ არ მისცა ამას ხმა, მათ შორის რეგიონში ჩვენმა მეზობლებმა. მაგრამ ამაზეც არ გაჩერდნენ. საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც ჰააგის ტრიბუნალს მიმართეს, – აღეძრათ კრიმინალური საქმე პუტინის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც სააკაშვილისა და ბიძამისის მიერ მოყვანილი რუსული ტანკები თბილისიდან 30 კმ-ში დგას, „ქართული ოცნების“ მთავრობის ასეთი ნაბიჯები იყო ძალიან სარისკო. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ასეთი რისკის წინაშე დაყენება არ შეიძლებოდა. მაგრამ, არც პარლამენტში, არც მის გარეთ არ აღმოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას დაგმობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ინტერესების დამცველი და კომპეტენტური ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. დასავლეთში ვინმემ შეუფასა „ქართულ ოცნებას“ ეს გაბედულ და ვაჟკაცურ ნაბიჯად? არავინ. გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, – ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი შევიდა ღარიბაშვილთან და უთხრა, ახლა უნდა ებრძოლოთ რუსეთს და დაიცვათ თქვენი ტერიტორიებიო, ღარიბაშვილს უთქვამს, – სამ საათს გავუძლებთ და მერე რა ვქნათო? მერე შეგიძლიათ პარტიზანული ბრძოლები აწარმოოთო.

– 26 ოქტომბრის არჩევნების ბედი უკრაინის ომმა გადაწყვიტა, თქვენი აზრით? ქართველმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას?

– მშვიდობა არის ერთ-ერთი კომპონენტი. ერთია ლოზუნგები და სულ სხვა არის ნდობა, რომ ვინც ამას ამბობს, ის ამის შემსრულებელია თუ არა. ტრამპი რომ ამბობდა – მე კონფლიქტებს არ ვიწყებ, მე ომებს დავამთავრებო, სხვასაც შეეძლო ამის თქმა, მაგრამ ამომრჩეველი დაუჯერებდა? ქარიზმა არის ის, რომ პოლიტიკოსს აქვს უნარი, მისი სიტყვები იყოს დამაჯერებელი. ეს უნდა მოიპოვო. როგორც ტრამპს დაუჯერეს, რომ გამკეთებელია და ამიტომ მისცეს ხმა, აქაც მოსახლეობამ დაუჯერა ივანიშვილს, რომ მშვიდობას შეინარჩუნებენ. იყო რთული მომენტები, ძალიან გაგვიჭირდაო – თქვა ივანიშვილმა, – მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთო. გარდა ამისა, ადამიანებს სჯერა, რომ ეკონომიკურ ვითარებას გააუმჯობესებენ. სინამდვილეში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ, მსოფლიოში კი მეორე ადგილზეა ეკონომიკის ზრდის ტემპით. ეს შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს და ვიღაც ღიზიანდებოდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. საქართველო პირველად შევიდა ერთ სულ მოსახლეზე საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების სიაში, სააკაშვილის ხელისუფლების დროს კი კოლოსალური ჩამორჩენა გვქონდა. დემოკრატიისა და თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზე გავიდა. საქართველომ გაუსწრო ამ ინდექსით დიდი შვიდეულის 5-ქვეყანას. რომ იყოს საქართველოში ეროვნული ინტერესებისადმი ლოიალური, ერთგული და კომპეტენტური ოპოზიცია, მე შევთავაზებდი ჩემს გამოცდილებას და მათ გვერდით ვიქნებოდი. ამით დავეხმარებოდი ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ კონტროლში. ის, რომ ეს პარტია 12 წლის განმავლობაში ბოლომდე არ გაირყვნა, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. გახსოვთ, როგორი კატასტროფის წინაშე ვიყავით? მოსახლეობის 70%-ს ბანკის კრედიტი ჰქონდა აღებული. სახლებიდან გამოსახლება ემუქრებოდათ. სად გაქრა ეს პრობლემა? ბანკმა „ქართუმ“ მაშინ რამხელა ფული გაიღო. სხვა შემთხვევაში „ოცნების“ წინააღმდეგ სოციალური აფეთქება მოხდებოდა. 12 წელიწადია მშვიდად მძინავს იმის შეგრძნებით, რომ ქვეყანაში არავინ არავის აწამებს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე, არა მარტო ციხეებში, არამედ თავდაცვის სამინისტროს, „სოდის“ და „კუდის“ ოთახებში აწამებდნენ ადამიანებს.

– პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გარდაუვალია ქართულამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ როგორ გესახებათ ამ ურთიერთობების მომავალი განვითარება?

– ნამდვილად არის ურთიერთობების კარგი განვითარების პერსპექტივა, მაგრამ ამას სჭირდება ორი რამ: უფრო აქტიური მოქმედება აშშ-ს მიმართ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ტრამპი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირად ურთიერთობებს. ვისურვებდი, რომ აშშ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, რაც შეიძლება მალე დაპატიჟონ საქართველოში. ვაი, რომ ტრამპის მოსვლით შესაძლოა ქართულ ენჯეოებს შეუმცირდეთ გრანტები. ტრამპი ფულის გადაყრის კერებს შეამცირებს, რომ თითქოს დემოკრატიას აშენებენ სადღაც. 20 წელიწადზე მეტია, ჯერ მხოლოდ გენდერულ თემატიკაზე მოდიოდა მსუყე გრანტები, შემდეგ უკვე ლგბტ-პროპაგანდაზე. მგონია, რომ ასეთი დიქტატი აღარ იქნება და ეს ფული შემცირდება ენჯეოებისთვის.

ესაუბრა შორენა ქარჩავა