აზერბაიჯანულ მედიასივრცეში ყველაზე აქტუალურ თემად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პრესკონფერენცია იქცა, რასაც მთელი რიგი მოვლენები მოჰყვა და აზერბაიჯანული საზოგადოება ორად გაიყო.

წინასიტყვაობა

17 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, აზერბაიჯანული ტელეარხის, Lider TV-ის კორესპონდენტმა ანარ ჰასანოვმა ჰკითხა: “რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების და ოკუპაციური ძალებისგან გაწმენდის შემთხვევაში, მოსკოვი თვალებს დახუჭავს, თუ აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩაერევა?”

thumb_20170123051835675ლავროვმა უპასუხა: “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ეს არ არის, რაღაც აბსტრაქტული, ეს აზერბაიჯანის, მხოლოდ საშინაო საქმე არ არის” (“ინტერფაქსის” ციტატა). სერგეი ლავროვის პასუხმა აზერბაიჯანული საზოგადოება აღაშფოთა, რასაც შედეგად სხვა მოვლენა მოჰყვა.

სერგეი ლავროვის განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა უპასუხა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სახელმწიფოების მეთაურების დონეზე, სტატუს-ქვოს არასტაბილურობის და მიუღებლობის შესახებ არაერთგზის განაცხადეს.

“ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მისაღწევად, როდესაც მოსკოვში, 2016 წლის 5 აპრილს, სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენშტაბების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. თუმცა, აპრილის მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთმა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ და მეზობელმა სახელმწიფომ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასარეგულირებლად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ რუსეთი ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდება, სტატუს-ქვო შეიცვლება, რეგიონში სტაბილურობა აღდგება და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს სომხური ჯარები დატოვებენ”, – განაცხადა აზერბაიჯანის სს მინისტრმა.

რამდენად მართალია ლავროვი

აზერბაიჯანული საზოგადოების რეაქცია ერთი მხრივ, მოსალოდნელიც იყო, რადგანაც, როდესაც საუბარია “საშინაო საქმეებში” ჩარევაზე, რაციონალურად მსჯელობა რთულია. თუ რუსეთის სს მინისტრის სიტყვებს საერთაშორისო უფლებების კუთხით განვიხილავთ, მაშინ საპრეტენზიო არაფერია. აზერბაიჯანიც და სომხეთიც თავად შეთანხმდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის და მისი თანათავმჯდომარეების – რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ს შუამავლობაზე, რომლებიც იმავდროულად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და მსოფლიო მშვიდობის “გუშაგები” არიან. ის უკვე სხვა საკითხია, რამდენად უმკლავდებიან ეს ქვეყნები შიდა დაპირისპირებების თვალსაზრისით მათ წინაშე მდგარ ამოცანებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე აგებენ პასუხს, სადაო არ არის.

მეორეს მხრივ, თავად კონფლიქტში ორი მხარეა: აზერბაიჯანი და სომხეთი. ასე, რომ ცხადია, პრობლემა საერთაშორისო ხასიათისაა და არა – მკაცრად “საშინაო”.

57e757c7bb92f_1474779079

შესაძლოა, სერგეი ლავროვის პასუხი, რასაც აზერბაიჯანული საზოგადოების ძალზედ ემოციური რეაქცია მოჰყვა, მოულოდნელი და მკვეთრი იყო, თუმცა თანათავმჯდომარე ქვეყნის სს მინისტრის მიერ სხვაგვარი პასუხი წარმოუდგენელია. რუსეთი, საფრანგეთი და აშშ ხომ ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ.

სულ სხვა საკითხია ის, რომ 24 წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესმა ნაყოფი ვერ გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის აცხადებდა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, საერთაშორისო უფლება ოფიციალურ ბაქოს ომის დაწყებას არ უკრძალავს…

ჟურნალისტის გათავისუფლება

სერგეი ლავროვის და აზერბაიჯანის სს მინისტრის განცხადებების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვნებათაღელვა სერიოზულად გამწვავდა, რასაც მოულოდნელი შედეგი მოჰყვა. ოპოზიციურმა მედიამ გაარკვია, რომ Lider TV-ის კორესპონდენტი სამსახურიდან გაუშვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანარა ჰასანოვა რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის, პოლად ბულბულოღლუს დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც Minval-ი წერს, დიპლომატის განმარტებით, ჟურნალისტის შეკითხვამ და ლავროვის პასუხმა აზერბაიჯან-რუსეთის მეგობრულ ურთიერთობას ზიანი მიაყენა. თუმცა, ამ საქმესთან ბულბულოღლუს რაიმე კავშირის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახურში 1news.az-ს განუცხადეს, რომ საელჩო დიპლომატიური უწყებაა, რომელიც თავის პროფესიულ სამუშაოს ასრულებს. ხოლო ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კითხვით ტელეარხ Lider TV-ის ხელმძღვანელობას უნდა მიმართონ.

59254

ჟურნალისტის სამსახურიდან გაშვების ფაქტი 1news.az-სთან საუბრისას ტელეკომპანიაშიც დაადასტურეს, თუმცა, მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. “ამასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ანარ ჰასანოვი სამსახურიდან ამ მიზეზით არ წასულა. ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად მისგან შეგიძლიათ მიიღოთ კომენტარი”.

ჟურნალისტ ანარ ჰასანოვს საინფორმაციო გამოცემა Ölkə.az დაუკავშირდა. “ტელეარხ Lider TV-დან გამათავისუფლეს. იქ აღარ ვმუშაობ. ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სწორია”, – განაცხადა ჟურნალისტმა.

ანარ ჰასანოვთან დაკავშირება Dalma News-ის კორესპონდენტმაც სცადა, მაგრამ ამაოდ. აბონენტი მიუწვდომელია.

ორ ბანაკად გაყოფილი საზოგადოება

ჰასანოვის სამსახურიდან გათავისუფლების გამო, ჟურნალისტების და ექსპერტების საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია,რომ ჟურნალისტის კითხვაში საგანგაშო არაფერი იყო და მას უსამართლოდ მოექცნენ, ხოლო ელჩს, ამ საქმეში ჩარევისთვის აკრიტიკებენ. მეორე ნაწილი კი მიიძნერვს, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების და ამაში ელჩის პირადი დამსახურების გათვალისწინებით, ჟურნალისტის მიმართ ბულბულოღლუს მოქმედება გამართლებულია.

შესაძლოა ჟურნალისტმა მთლად კორექტულად ვერ დასვა კითხვა, მაგრამ ტელეარხი ძვირფასი თანამშრომლის ასე ადგილად თანამდებობიდან გაშვებით თავს ნამდვილად ვერ მოიწონებს. კომპანიის ხელმძღვანელობას უნდა დაეცვა თავისი თანამშრომელი, რომელიც წლების განმავლობაში სპეცკორესპონდენტად მუშაობდა და თავის საქმეს ღირსეულად ემსახურებოდა. მისი განთავისუფლების გადაწყვეტილება სუსტი ნებისყოფის მაჩვენებელია.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ელჩის ამ საქმეში ჩარევას, ბულბულოღლუმ მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში. ცხადია, იგი ამ ურთიერთობას უფრთხილდება და საკუთარ შრომას აფასებს, მაგრამ მისადმი, როგორც ელჩის და კულტურული მოღვაწისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ თუკი ჰასანოვის საქმეში ის მართლაც გარეულია, მაშინ ეს ძალზედ სამწუხარო ფაქტია. ეს მხოლოდ ტელეარხის და ჟურნალისტის პირადი საქმე იყო. ანარ ჰასანოვი ის ჟურნალისტი ნამდვილად არ არის, რომელიც ზიანს მიაყენებს აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობას.

მამედიაროვი მოსკოვში

როგორც ზემოთ აღინიშნა, ჟურნალისტის კითხვამ და ლავროვის პასუხმა აზერბაიჯანული საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. წარმოქმნილი გაუგებრობის და ყველა საკითხის მოსაგვარებლად, 24 იანვარს აზერბაიჯანის სს მინისტრი ელმარ მამედიაროვი სასწრაფოდ მოსკოვში გაფრინდა.

“მამედიაროვი მოსკოვში რუსული მხარის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. სს მინისტრი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების საკითხები, ვენასა და სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტების შეხვედრებზე ხელშეკრულებების ფარგლებში”, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

d92a6c138bcb1b04a9dcd06c3ad70828

საიდუმლო არ არის, რომ მამედიაროვის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის ზემოთ აღნიშნული პრესკონფერენციის შემდეგ წარმოქმნილ დაძაბულობას უკავშირდებოდა. მინისტრების შეხვედრის შედეგად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სს მინისტრმა სერგეი ლავროვი, აზერბაიჯანის სს მინისტრ ელმარ მამედიაროვს შეხვდა და მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა.

“მინისტრებმა მთიანი-ყარაბაღის რეგულირების პრობლემაზე ისაუბრეს, ვენასა და სანკტ-პეტერბურგში სამიტებზე განხილული თემების ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ მამედიაროვის და ლავროვის შეხვედრების შემდეგ ზემოთ აღნიშნული საკითხის და მის გარშემო წარმოქმნილი ვნებათაღელვა ჩაცხრება. სავარაუდოდ, მოსკოვი და ბაქო შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების განსაკუთრებული მიზეზები არ არსებობს.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა