იმის გამო, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა დემოკრატიას და სუვერენიტეტს ვერ მიაღწია, ოდესღაც არარელიგიური და ევროპული აზერბაიჯანი დღეს ისლამიზაციის გზას ადგას, თანაც ყველაზე პრიმიტიული ფორმით, – მიაჩნია აზერბაიჯანელ აღმოსავლეთმცოდნეს და პოლიტოლოგს ზარდუშტ ალიზადეს, რომელსაც დამოუკიდებლობის წლებში აზერბაიჯანის განვითარების პრობლემებზე ჟურნალისტი არტურ პრიიმაკს ესაუბრა.

ინტერვიუ მოსკოვის 1991 წლის აგვისტოს მოვლენებიდან, რამაც სსრკ-ს დაშლა განაპირობა, 25 წლისთავზე არის ჩაწერილი. წარმოგიდგენთ შემოკლებულ ვარიანტს.

– სსრკ-ს მუსულმანურ რეგიონებში გარდაქმნების ფონზე ვაჰაბიზმის მქადაგებლების და მიმდევრების რაოდენობა გაიზარდა. თავდაპირველად ისინი დემოკრატიის მცნებით შეინი””დემოკრატმა” მომიტინგე “მეგობრებმა” და არც “ახალგაზრდა რუსული დემოკრატიის” ლიდერებმა, ელცინის ხელმძღვანელობით. ცნობილია, რომ ზელიმხან იანდარბიევი ჩეჩნურ პოლიტიკაში სუფთად დემოკ” რატიული მოძრაობის – “ვაინახური დემოკრატიული პარტიის ლიდერის სახელით შევიდა. მოვლად უდუგოვი – როგორც ახალგაზრდული ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა “ბარტის” (ერთობა) ლიდერი. ძმები ტურანჯონზოდების მაგვარი, შუააზიელი ისლამისტები პოლიტიკაში სუფთად ისლამისტურის ნაცვლად დემოკრატიული ტალღით შეიჭრნენ. მოხდა თუ არა მსგავსი რამ აზერბაიჯანში – ტრადიციულ მუსულმანურ რესპუბლიკაში?

– ინგლისის სპეცსამსახურებმა, ვაჰაბიზმი მე-18-ე საუკუნეში, დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შექმნეს. მართალია, დასავლეთი ვაჰაბიზმის დახმარებით იგივე კოლონიალურ პოლიტიკას განაგრძობს, რომელიც მუჰამედ აბულვაჰაბის დროს ტარდებოდა. ამჟამად ტერორისტული ისლამისტური ორგანიზაციების მთელი სპექტრი – ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოდან დაწყებული “ალ-ქაიდათი” დამთავრებული, (რუსეთის ფედერაციაში ორივე ორგანიზაციაა აკრძალული) – დასავალეთის სპეცსამსახურების მეშვეობით არსებობს. რისთვის? ძველ რომაული – “დაყავი და იბატონეს” პრინციპის განსახორციელებლად. აღმოსავლური, მუსულმანური ქვეყნები დასავლეთის ამ ტერორისტული ინსტრუმენტების მიღების შემდეგ, ქაოსსა და ნგრევაში ხვდებიან. დავალეთის ქვეყნები კი სარგებელს ნახულობენ. ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს და “ალ-ქაიდას” ტერორისტები კიდევ იმისთვის შექმნეს, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ საგარეო მტრის სახე აღარ არსებობდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში კი მილიონობით დოლარის გადაზიდვასა და ამის ხარჯზე ზღაპრულად გამდიდრებაზე უარს ვერავინ ამბობდა. კორუფციული ფინანსურ-პოლიტიკური სქემისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ტერორიზმია. ჯერ ქმნიან ისლამურ სახელმწიფოს, შემდეგ კი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ისლამურ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას ათწლეულები დასჭირდება. მსოფლიო საზოგადოება ოხრავს, მაგრამ ჩვენ ხომ ბავშვები არ ვართ. თუკი აშშ აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში იბრძოლებს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი ამა თუ იმ ფორმით მხარს დაუჭერს ამ ტერორისტებს არა მხოლოდ ათი, არამედ ორმოცდაათი წლის განმავლობაში.‏

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პირველი პირის შეცვლას ამაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ბილ კლინტონი ისლამურ ტერორთან ურთიერთობების იმავე ურთიერთმომგებიან ფორმატს ინარჩუნებდა, როგორსაც ახლა ბარაკ ობამა. ვფიქრობ, ობამას მემკვიდრეც იმავეს გააკეთებს. ასეთია დასავლური დემოკრატიის შიდა ბუნება.

იმის გამო, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა დემოკრატიას და სუვერენიტეტს ვერ მიაღწია, ოდესღაც არარელიგიური და ევროპული აზერბაიჯანი დღეს, ისლამიზაციის გზას ადგას, თანაც ყველაზე პრიმიტიული ფორმით. ისლამს, ისევე როგორც სხვა მსოფლიო რელიგიას, გასხვავებული ასპექტები აქვს: მსოფლმხედველობითი, ფილოსოფიური, სოტერიოლოგიური… ამის ნაცვლად კი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ წეს-ჩვეულებები, ამ წეს-ჩვეულებების ხარჯზე ფულის გამოძალვა და ადამიანის და საზოგადოების განვითარების განსხვავებული გზის სულელური უარყოფა, ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა. აზერბაიჯანში დღეს სწორედ ეს სულელური პრიმიტიული ისლამიზაცია ხდება.

ოცი წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ, აზერბაიჯანში ისლამიზაციას მომავალი აქვს თუ არა, გამეცინებოდა. ახლა კი შეშფოთებული ვარ იმით რაც ხდება და რაც მომავალშიც გაგრძელდება. რატომ? საზოგადოების მოწყობის ყველა ალტერნატიული მოდელი – სოციალიზმი, ლიბერალიზმი, საერო ნაციონალიზმი და ა.შ. – კრახით დასრულდა. ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური მკაფიოდ გამოხატული ეროვნული ბრენდი “არაბული გაზაფხულისკენ” მიიწევს. “არაბული გაზაფხული” კი თავის მხრივ, არაბული ნაციონალისტური რეჟიმების კრიზისისა და კრახის შედეგია. პარტია “ბაასმა” თავისი პირვანდელი სახით დიდი ხანია არსებობა შეწყვიტა. პარტიის ბევრი წევრი გაიქცა დასავლეთში, ან ისლამურ სახელმწიფოში. განათლებით არაბისტი ვარ და ახლო აღმოსავლეთში მიმუშავია. ვიცი, რომ სირიის, ლიბანის, იემენის, ეგვიპტის და სუდანის კრიზისები დასავლეთის ინტრიგების წყალობით გახდა შესაძლებელი. თუმცა, ამის მიუხედავად, ეს კრიზისები შიდა მიზეზებითაც იყო ნაკარნახევი. კერძოდ, ამაში მმართველი აპარატის მიერ დესტრუქციული ტენდენციების გადალახვის უუნარობა იგულისხმება.

პანარაბიზმისა და ბაასიზმის ნანგრევებიდან ყველაზე უხეში და პრიმიტიული ფორმის, ისლამიზმი გამოჩნდა. აზერბაიჯანში იგი სწორედ არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი პირობების წყალობით აღორძინდა. ჩვენთან უფროსი თაობა, ან საბჭოთა მოდელით არის იმედგაცრუებული, ან ხვდება, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება. ახალგაზრდობას კი საბჭოთა პერიოდი საერთოდ არ ახსოვს. ჩვენი ხალხი მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს, დაკანონებულ კორუფციას, დეგრადირებულ ეკონომიკას, უკულტურობას, უპერსპექტივო აწმყოს და შემაშფოთებელ მომავალს ხედავს. ისლამი, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის დროებას თითქოსდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე იდეალურ და სამართლიან დროდ ხატავდა, პრიმიტიულ ზღაპრად იქცა და ამ ზღაპარს ყველაზე აქტიურად ვაჰაბიტები განავითარებენ.

სსრკ-ს დაშლის პერიოდში აზერბაიჯანში ისლამური ძალები, რა თქმა უნდა, იყვნენ. მაგრამ ისინი პოლიტიკაში აბსოლუტურად მარგინალურ როლს ასრულებდნენ. ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი იყო კლანური ძალები, რომლებიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ლამობდნენ. ამ ძალებში გაერთიანდნენ პარტიული და საბჭოთა ნომენკლატურები, რომლებსაც სახალხო მემკვიდრეობის ხელში ჩაგდება სურდათ. შედეგად, ყოფილი პარტიული მდივნები და აღმასრულებელი მოხელეები პირველ მილიონერებად და მილიარდელებად იქცნენ. ასე მოხდა რუსეთშიც.

– თქვენ, როგორც გარდაქმნების ტალღის დემოკრატი, 1991 წლის აგვისტოდან 25 წლის გასვლის შემდეგ როგორ აფასებთ საბჭოთა სისტემის ნგრევის შედეგებს?

– 1991 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენთან მანამდე არ არსებული თავისუფლება გაჩნდა. ეს იყო საცხოვრებლის და სამსახურის არჩევის, მსოფლიოში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობა. შეგეძლო საერთოდ არ გემუშავა, რაც საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო…

თუმცა ცივილურობის თვალსაზრისით, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ საუკუნოვანი დეგრადაცია განიცადა. 1991 წელს აზერბაიჯანში ვფიქრობდით, რომ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის და ბიუროკრატიული ცენტრის დიქტატურისგან გავთავისუფლდით, ხოლო ყარაბაღს საკუთარი ძალებით დავიბრუნებდით, მაგრამ ყველაფერი დავკარგეთ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, მაგრამ დემოკრატია ჩვენ საბოლოოდ დავკარგეთ. დავკარგეთ ასევე მთელი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გვეკავა.

მაგალითისათვის: საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის სსრ მსოფლიოს 67 ქვეყანაში დანადგარების და რთული მოწყობილობების ექსპორტს აწარმოებდა. ახლა კი აზერბაიჯანი მხოლოდ ნავთობის, გაზის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის არც ისე დიდი ასორტიმენტის ექსპორტზე მუშაობს. დამოუკიდებლობის წლებში – 1991 წლიდან დღემდე – აზერბაიჯანელებმა კოლოსალური ცივილიზაციური კატასტროფა განიცადეს. აგროსამრეწველო განვითარების მქონე სახელმწიფოსგან ნედლეულის დასავლეთის კოლონიად ვიქეცით. მსგავსი ბედი გაიზიარეს სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც.

არ გეწყინოთ, მაგრამ იგივე ბედს, დეგრადირებული მონოპროფილური სასაქონლო ეკონომიკის მქონე ქვეყნის ბედს რუსეთის ფედერაციაც იზიარებს. თუმცა, რუსეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური რეგრესი პირადად ჩემში ეჭვს არ იწვევს. ამასთანავე, მოსკოვი ნიუ-იორკის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც ყველაზე ბევრი მილიარდელი ცხოვრობს. ყველაზე დიდი საშინელება ოდესღაც სამრეწველო ძლიერების მქონე უკრაინაში ხდება. უკრაინა დღეს მესამე ხარისხის სახელმწიფოა მეოთხე სამყაროში. იქ, სადაც სომალია.

ვითარება, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება, ხოლო მცირედი – სწრაფად მდიდრდება, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ნარჩუნდება. რუსეთში მიხეილ ფრიდმანის, გერმან გრეფის, არკადი დვორკოვიჩის, იგორ შუვალოვის, ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკური კრიმინალური ბარონების მსგავსი პიროვნებები, მასობრივი გაღატაკების ხარჯზე მდიდრდებიან. აზერბაიჯანში ეს „ძველი“ ალიევური გვარდია – აბუთალიბოვები, ჰეიდაროვები, მეხტიევები, ეიუბოვები და ასევე აგალაროვები არიან. მსგავსი რამ ხდება სომხეთშიც, სადაც მთელი ქვეყანა ოლიგარქების ხელშია და ისედაც გაღარიბებული სომხეთი ბითუმად და საცალოდ გაყიდეს. ყველა ეს, ე.წ. ელიტა იდიოსინკრაზიას და სიძულვილს იწვევს.

მასალა მომზადებულია EADaily-ის სტატიის მიხედვით.