რუსული კომპანიების მიერ საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში ფეხის მოკიდების ყველა მცდელობას, ბოლო წლებში ქართული სამოქალაქო, თუ პოლიტიკური საზოგადოება განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინათ, ეს პროცესი სრულებით “უხმაუროდ” და კონკრეტულ კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა წარიმართებოდა ხოლმე. მსგავსი ინფორმაციები გარკვეული სიხშირით (განსაკუთარებით ბოლო ორი წლის განმავლობაში) ვრცელდება ხოლმე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი ლიდერი ქართული სატელეკომინკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინი”, რომელიც კომპანიების “სილქნეტისა” და “ახალი ქსელების” შემდეგ კავკასიაში სიდიდთ მესამე ადგილზეა, შესაძლოა რუსულ კომპანიებთან გაერთაინდეს.

რამდენიმე თვით ადრე კი საუბარია იყო “კავკასუს ონლაინის” სხვა ადგილობრივ პროვაიდერებთან “სილქნეტთან” და “მაგთიკომთან” შესაძლო გაერთიანებაზეც. “კავკასუსის” რომელიმე კომპანიასთან შერწყმის კატეგორიული წინააღმდეგია კომპანიის დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რომელსაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლა დღემდე არ შეუწყვიტავს და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს მისი ყოფილი კომპანიის სხვა კომპანიებთან გაერთიანებას.

რუსული ბიზნესის ქვეყანაში ნებისმიერი სახით შემოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ინტერნეტკომპანიების მუშაობის ახლებურ სტილზე გადავიდნენ. პოლიტიკურ ცვლილებებს ეკონომიკური პრობლემებიც დაერთო და კომპანიები ახალი პრობლემების წინაშე აღოჩნდნენ. ზოგმა გამოსავალი მომსახურების ფასების შეცვლაში ნახა, გაზარდეს ტარიფები, ზოგს კრიზისული ვითარება შეექმნა და ცდილობს გამოსავალი წილის გასხვისებაში მონახოს, ან სხვა ადგილობრივ კომპანიებთან გაერთიანდეს, ან კი ბაზარზე უცხოელი ინვესტორი შემოიყვანოს. მაგრამ, ყველა შემთხვევაში საჭიროა გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და შესაძლო პოლიტიკური სარჩულის შექმნის მცდელობა.

Dalma News-ის მკითხველს განვუმარტავთ, რომ საქართველოში ინტერნეტ-ტექნიოლოგიების განვითარება სწორედ “კავკასუს ონლაინს” უკავშირდება, ის პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც საკუთარი 1200 კილომენტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ჩვენი ქვეყანა ევროპასთან დააკავშირა. ეს კაბელი შეავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და მას შემდეგ კომპანია მომხმარებელს მაღალხარისხიან ინტერნეტს ევროპიდან პირდაპირი, უმოკლესი გზით აწვდის. იმავე წელს “კავკასუს ონლაინის” ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ, ტექნოლოგიური ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე ბაზარზე მოქმედი მთავარი მოთამაშეები Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია). დღეისთვის “კავკასუს ონლაინი” ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

დღესდღეისობით, “კავკასუს ონლაინი”, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბით სატელეკომუნიკაციო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ევროპიდან კასპიის რეგიონის ჩათვლით, 3000 კმ-ზე მეტი საკუთარი ოპტიკურ–ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აქვს, ასევე რამდენიმე ფიზიკური და ვირტუალური დაშვების წერტილი (POP) ევროპაში: ფრანკფურტში, ლონდონში, ბუდაპეშტში, ამსტერდამში, სოფიაში, კიევში. კომპანია ოპერირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უპირობო ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში: სომხეთში “კავკასუს ონლაინი” ინტერნეტის მიწოდების 85% –ს, აზერბაიჯანში – 50%–ს, ხოლო საქართველოში 55%-ს უზრუნველყოფს.

ფოთი-ვარნას წყლისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის რუსული კომპანია “ვიმპელკომისთვის” შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დღეებში პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გაავრცელა და განაცხადა, რომ გარიგების შედეგად, შესაძლოა რუსეთი საქართველოს ინტერნეტსივრცეს დაეპატრონოს. მისივე განმარტებით, საუბარია იმ სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც საქართველო იღებს ინტერნეტს და ევროპასთანაა მიბმული. “აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმპელკომი შეიძლება დაეპატრონოს, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და განმარტებებიეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან მოითხოვა.

ვითარების გარკვევა თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სცადა, თუმცა მანამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად “კავკასიუს ონლაინის” ხელმძღვანელობამ საგანგებო განმატრებები გააკეთა. კერძოდ, დაადასტურეს, რომ კომპანია მართლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის “ვიმპელკომთან” და რომ საუბარია, საცალო სეგმენტის შესყიდვაზე და არა შავი ზღვის კაბელისა და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისებაზე.

მათი თქმით, პროცესი გამჭვირვალეა და დეტალური ჩამონათვალი, თუ რის შესაძლო გასხვისებაზეცა საუბარი, გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას კომისიის დებულება მოითხოვს. კერძოდ, კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების, ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა. “კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი”, – ნათქვამია კავკასუს ონლაინის განცხადებაში.

“ვიმპელკომის” შვილობილი კომპანიის, “ბილაინის” მიერ კავკასუს ონლაინის საცალო ბიზნესის შესყიდვაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორი კვირიკაშვილი, რომელიც დავოსში “ვიმპელკომის” წარმომადგენლებს შეხვედა და “ბილაინის” მხრიდან “კავკასუს ონლაინის” შეძენის სურვილზე ისაუბრეს.

“ამ საკითხებთან დაკავშირებით მქონდა საუბარი მარეგულირებელ კომისიაში და “ვიმპელკომის” წარმომადგენლებსაც შეხვდი დავოსის ფორუმის ფარგლებში. ეს კომპანია აპირებს შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის შიგნით არის. თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისების, ვინაიდან ამას აქვს გარკვეული სტრატეგიული ხასიათი. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი, ასევე სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ. საუბარია ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეებს არ შეიცავს”, – განაცხადა პრემიერმა და ჟურნალისტებს მოგვიანებით უფრო დეტალური კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა, თუმცა, ამ ეტაპზე დააკონკრეტა, რომ მაგისტრალური ინტერნეტ კაბელი “კავკასუსის” საკუთრებაში რჩება და ეს საკითხი კომპანიას დღის წესრიგში საერთოდ არ დაუყენებია.

რუსული კომპანია “ვიმპელკომი” წამყვანი მობილური სატელეფონო მომსახურების პროვაიდერია რუსეთსა და ყაზახეთში. კომპანია ასევე საქმიანობს უკრაინაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. რუსეთსა და ყაზახეთში კომპანია “ბილაინ“-ის სამარკო ნიშნით მუშაობს. საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი მათ ჯერ კიდევ 2006 წელს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს გამოთქვეს და 12.6 მლნ აშშ დოლარად ქართული ციფრული ოპერატორის “მობიტელის” აქციების 51% შეისყიდეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავებ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან ბულგარეთის გავლით აერთებს, არ იყიდება და ვერ გაიყიდება. ამისი შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ამისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობაა საჭირო. რაც შეეხება არგუმენტს, თუ სურვილის შემთხვევაში, რატომ არ მისცემენ “კავკასუსს” ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის “ვიმპელკომისთვის” მიყიდვის უფლებას, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, არხის მნიშვნელობიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერნეტით მომარაგების ერთადერთი არხი), მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი დატვირთვა, იგი მნიშნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტულობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი, შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს “მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას.

ვახტანგ აბაშიძის განცხადებით “კავკასუს ონლაინი” იძლებულია, თავისი საცალო მომსახურების სეგმენტი გაყიდოს, რადგან მას გარკვეული პრობლემები აქვს. მისი თქმით, საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ ვალდებულებებზე, რომელთა გასტუმრება კომპანიას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს. “მას ასეთი არჩევანი აქვს: ან კონკრეტული კომერციული ნაბიჯები უნდა გადადგას, ან გაკოტრდება. აქედან გამომდინარე, კომპანია არამხოლოდ მობიტელს ესაუბრება, საცალო სეგმენტის ნაწილში შესაძლოა ის რომელიმე დასავლურმა დიდმა კომპანიამ შეიძინოს. საცალო მომსახურების გაყიდვის ნაწილში სახელმწიფო მნიშვნელობის საფრთხეს დიდად ვერ ვხედავ. ვინმესთვის შესაძლოა მისაღები იყოს არა რუსული კომპანია, არამედ შვედეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია, მაგრამ კავკასუს ონლაინს მოლაპარაკებები ჰქონდა მაგთისთანაც და სილქნეტთანაც, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმდნენ მობიტელთან”, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპანიებმა “ბილაინმა” და “კავკასუს ონლაინმა” წილების შერწყმის თაობაზე განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს შეიტანეს. კომპანიები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ, რომლის თანახმადაც, მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე. 2016 წლიდან კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც “ბილაინში” აცხადებენ, “კავკასუს ონლაინის” აქტივის შესყიდვა მათ საშუალებას მისცემს, არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზონ.

შ. ქარჩავა