მუღამი – კავკასიაში აზერბაიჯანელების მუსიკალური თვითმყოფადობის სავიზიტო ბარათია. შესრულების ეს სტილი აერთიანებს ყველას, აღვიძებს ტოლერანტობის, სიყვარულის, ერთიანობისა და სიმშვიდის გრძნობას. იწვევს ჰარმონიის ძიების სურვილს და ეხმარება მის მიღწევაში…

რა არის მუღამი კლასიკური მუსიკალური თეორიის თვალსაზრისით? ეს არის აზერბაიჯანელების ფოლკლორული მუსიკის ძირითადი ჟანრი, რომელსაც ხშირად შესრულების იმპროვიზებული მეთოდი ახასიათებს. მუღამი წინა აზიის:თურქების, არაბების, სპარსელებისა და თურქმენების ფოლკლორში გვხდება. მუსიკალური მუღამის განსაკუთრებული და უნიკალური სტილი ერთი რამით ჰგავს ერთმანეთს, ეს არის მინორული, ხშირად ფილოსოფიური სიუჟეტის ლირიკული შესრულება. ასევე შეუძლებელია არაბული მუღამის სპარსულთან არევა – თითოეულს თავისი განსაკუთრებული სიუჟეტური ხაზი და თავისებული განვითარება აქვს.

რატომ ასოცირდება მუღამი აზერბაიჯანთან, იმ დროს, როდესაც ის მთელს ახლო აღმოსავლეთშია პოპულარული. საქმე იმაშია, რომ ძირითადი მუსიკალურ-თეორიული და ისტორიული ნაშრომები, რომლებიც გავრცელდა და ევროპასა და დასავლეთში ჟანრის განვითარება გამოიწვია, მხოლოდ აზერბაიჯანელ ოსტატებს, მუსიკათმცოდნეებსა და სახალხო შემსრულებლებს ეკუთვნით.

2008 წელს იუნესკომ მუღამი კაცობრიობის მემკვიდრეობის ზეპირსიტყვიერ და არამატერიალურ, ერთ-ერთ შედევრად აღიარა. ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ამ მუსიკალური ფომის შესახებ მცირედი ინფორმაციის მიღება და ფოტო და ვიდეომასალის ნახვა.

“იუნესკოს” საიტზე განთავსებული პატარა სტატია, ამ უნიკალური კულტურული ფენომენის ისტორიის დიდი გვერდია.

ევროპელი მსმენელისთვის უჩვეული ეგზოტიკური “მუღამის” პირველი ჩანაწერი 1906 წელს გამოჩნდა. ინგლისურმა სააქციო საზოგადოება “გრამოფონმა” ის პატარა ინტრიგასთან ერთად გამოსცა. გამოდის “მხოლოდ მათთვის, ვისაც მუსულმანური აღმოსავლეთი აინტერესებს. მათ შეუძლიათ მისი პატარა მოდელი შეინახონ…” ლონდონის “გრამოფონის” ავანტურას გონებამახვილურმა ფრანგულმა, გერმანულმა და იტალიურმა ფირმებმაც მიბაძეს.

მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედში, საბჭოთა ეპოქაში, მუღამი ცენზურის კონტროლსქვეშ ექცევა. მასზე ხელმისაწვდომობა გარე სამყაროსათვის 40 წლით შეწყდა.

ვითარება მხოლოდ 70-იან წლებში შეიცვალა, აზრბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის მოღვაწეებისა და ეკატერინე ფურცევას (საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი) ხანგრძლივი მცდელობის წყალობით. იმ დროს დიდი ტირაჟით გამოიცა გრამოფონის ფირფიტებზე ჩაწერილი მუღამი, რომელიც მთელს ქვეყანაში გავრცელდა და პოპულარული გახდა გლეხებსა და მუშებში.

მსოფლიომ ოდესღაც დავიწყებული ხმა გაიხსენა.

დღეს მუღამი ცნობილია, არა მხოლოდ ძველი სამყაროსთვის, არამედ აშშ-ში, ბრაზილიაში, კანადაში, მექსიკასა და არგენტინაში. მას უსმენენ ასევე მონღოლეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

2009 წლის მარტიდან მოყოლებული, ბაქოში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ფესტივალი “მუღამის სამყარო”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ჰეიდარ ალიევის ფონდი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ფონდი “აზერბაიჯანის კულტურის მეგობრები”. რაც შეეხება სიუჟეტს, დაჯილდოვებასა და შეფასებას – აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპოზიტორთა კავშირის დამსახურებაა.

პროექტის მთავარი მიზანია, აზერბაიჯანული ფოლკლორული ტრადიცია მსოფლიო მუსიკალურ სფეროში კიდევ უფრო ცნობადი გახადოს.

2015 წელს, ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ორგანიზების გამო ფესტივალი არ ჩატარებულა.

2012 წელს აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსი “ევროვიზია” მუღამის უდიდესმა ხანენდემ (მომღერალი) ალიმ გასიმოვმა გახსნა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანული მუსიკის, მასთან ერთად კი მთელი კულტურის საერთშორისო არენაზე გავრცელების საკითხი სახელმწიფო დონეზე დგას.

გარდა ამისა, მუღამი სხვადასხვა სახით კლასიკურ მუსიკასა და ჯაზშიც გვხვდება.

სიმფონიური მუღამი – აღმოსავლური მოტივების კლასიკურ მუსიკასთან შერწყმა – შედარებით ცნობილია უკვე 1948 წლიდან. ამის შემქმნელი და გამსრულყოფილებელია კომპოზიტორი ფიქრეთ ამიროვი. ამ სტილს თავის დროზე იყენებდნენ სოლთან გაჯიბეკოვი, ნიაზი, ფარაჯ კარაევი, ტოფიკ ბაკიხანოვი და სხვები.

ვაგიფ მუსტაფაზადე
ვაგიფ მუსტაფაზადე

ჯაზ-მუღამი ბაქოში 30-იან წლებში ჩნდება. აღსანიშნავია მისი აფროამერიკულ, ევროპულ და აღმოსავლურ კულტურასთან შერწყმა. თავის პიკს აღწევს აზერბაიჯანელი ჯაზ-კომპოზიტორისა და პიანისტის ვაგიფ მუსტაფაზადეს წყალობით. მისი პოპულარიზაცია ძირითადად მეოცე საუკუნის დასაწყისში, ბაქოში, როგორც მსოფლიო ნავთობ-წარმოების ცენტრში, სულ უფრო მეტი ლიბერალი ახალგაზრდა, ჯაზის მოყვარული ბიზნესმენის, მეცნიერის, არქიტექტორისა და სხვა ინტელექტუალის ჩასვლას უკავშირდება. წლების განმავლობაში აზერბაიჯანში მუღამის განვითარებას ახალი მუსიკალური მიმართულების ჩამოყალიბება მოჰყვა.

უახლესი მომავლის პროგნოზი, მოცემულ შემთხვევაში, ძალზედ ოპტიმისტურია.

საბედნიეროდ, მუღამი, როგორც აზერბაიჯანული მენტალობის მარკერი, უცხოელ – ფრანგ, ინგლისელ, იტალიელ, გერმანელ, რუს და ებრაელ შემსრულებლებს შორის სულ უფრო მეტად ვრცელდება. ისინი ამ ჟანრს საკუთარ ხედვასა და განცდებს უმატებენ, წერენ კომპოზიციებს და ასრულებენ ვოკალური სოლისტები, საესტრადო ანსამბლები და არც მეტი, არც ნაკლები, სიმფონიური ორკესტრები.

კულტურული კოსმოპოლიტის სასარგებლოდ დიდი სიხარულით შეიძლება ითქვას, რომ მუღამი, პრობლემების მიუხედავად, კარგავს ეროვნული ტრადიციის ვიწრო ჩარჩოებს, იჭრება მსოფლიოში, ფართოვდება და უნიკალურ მოვლენად იქცევა, რომელიც თვითგამოხატვის ახალ გზებს პოულობს.

პრობლემების უმრავლესობა ორგანიზაციურ საკითხს უკავშირდება. ასე ვთქვათ, იმას, რაც არ ესაზღვრება უშუალოდ კულტურას, მის ტექნიკასა და ცხოვრებას. შესაბამისად, ის ცხოვრობს, ის არსებობს და კვლავაც განაგრძობს კულტურული, მენტალური და სხვა სახის ბარიერების გადალახვას.

ყოველთვის, ყველგან გამონათება და მაღალი ხელოვნების პოპულარიზაცია – ეს არის მუღამის საიდუმლოებით მოცული და იდუმალი სული.

მოამზადა რავილ ალაზოვმა