ყურბან საიდის ცნობილი რომანის “ალი და ნინოს” გმირების ქანდაკება აზერბაიჯანის ქალაქ გიანჯაში დაიდგმება. ძეგლისთვის კვარცხლბეკი გიანჯის ბულვარის კომპლექსში უკვე დაამონტაჟეს.
“როდესაც ძეგლს შეხედავ ცეცხლის ორი ალის ასოციაცია შეგექმნება. გარდა ამისა, ქანდაკების გარშემო ხელოვნური კვამლი იქნება”, – ამბობს მოქანდაკე ჯავიდ გასანოვი თავისი ჩანაფიქრის შესახებ.
ძეგლის გარშემო სამი შადრევნის დამონტაჟება იგეგმება, რაც ცრემლების “იმიტაციას” შექმნის.
მსოფლიოში ცნობილი რომალი “ალი და ნონი” აზერბაიჯანი ხანისა და ქართველი თავადი ქალის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ რომანის მიხედვით ქანდაკებები უკვე დგას საქართელოში, საფრანგეთსა და ჩინეთში.