აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა 18 მედლით დაასრულეს. აზერბაიჯანის ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში 39-ე ადგილი მოიპოვა და სამშობლოში ერთი ოქრო, შვიდი ვერცხლი და ათი ბრინჯაო ჩაიტანა.

რიოს რეკორდები

აზერბაიჯანის მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებულ მედლებს შორის ეს ყველაზე საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა ნაკრებმა პირველი ადგილი აიღო რიოში, საასპარეზოდ წასულ სპორტსმენებსა და მოპოვებულ მედლებს შორის თანაფარდობის თვალსაზრისით. ამგვარად, 56-მა სპორტსმენმა სამშობლოში 18 მედალი ჩაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სპორტსმენზე 0,3 მედალი მოდის. შედარებისთვის – აშშ-ს, რუსეთის, ეთიოპიის და სამხრეთ კორეის გუნდებში, თითოეულ სპორტსმენზე 0,1 მედალი მოდის.

რიოს ოლიმპიადა დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ აზერბაიჯანი პირველად წარსდგა ასეთი დიდი შემადგენლობით – 56 სპორტსმენი სპორტის 18 სახეობაში.

Rioაღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანის ნაკრების 70%-ს ნატურალიზებული სპორტსმენები შეადგენდნენ და ეს სულაც არ არის სიამაყის მიზეზი.

შესაძლოა, სპორტის სამინისტრომ აზერბაიჯანის ნაკრებში უცხოელი სპორტსმენები მასობრივად, მხოლოდ ერთი მიზნით – რაც შეიძლება მეტი მედლის აღების და ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის ჰიმნის, რამდენჯერმე გასაჟღერებლად მიიზიდა. ის, რომ ნაკრების 70%-ს ნატურალიზებული სპორტსმენები შეადგენდნენ ადგილობრივი სპორტის სისუსტის მაჩვენებელია. აშკარაა, რომ აზერბაიჯანში ეს სფერო არც ისე სახარბიელოდ ვითარდება.

Rio2

თუმცა, მედალს მეორე, შედარებით უფრო პოზიტიური მხარეც აქვს. აზერბაიჯანის სპორტის სამინისტროს ლოგიკის გაგებაც შესაძლებელია. უცხოეთიდან ძლიერი სპორტსმენების მიზიდვა კონკურენტულ სულს აძლიერებს. ადგილობრივი სპორტსმენები იძულებულები ხდებიან დაამტკიცონ, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას სწორედ ისინი იმსახურებენ. გარდა ამისა, სპორტსმენების ნატურალიზაციის პრაქტიკას მთელს მსოფლიოში აქტიურად იყენებენ. ეს ყველაზე ხშირად ფეხბურთში ხდება და როგორც ვხედავთ, პროცესი ერთობ წარმატებულია.

რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი სამწუხარო მომენტი ის იყო, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელმა ნიჯატ რაგიმოვმა, ოქროს მედალი ყაზახეთის ნაკრებს შესძინა. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ამის გამო მკაცრად გააკრიტიკეს, რადგანაც სწორედ მისი მიზეზით დაკარგა აზერბაიჯანმა შესანიშნავი სპორტსმენი.

Nijat Ragimovაზერბაიჯანელი მედალოსნები

ოლიმპიადებზე აზერბაიჯანელი სპორტსმენების მონაწილეობის ისტორიაში, ქვეყანაში არასოდეს ყოფილა ამდენი ფინალისტი. პოტენციურად აზერბაიჯანს 8 ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო, რაც რესპუბლიკას გუნდურ შეჯიბრში უკეთეს შედეგს მოუტანდა. იქნებ, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იმოქმედა, თუ უბრალოდ იღბალი არ იყო. შესაძლო რვა ოქროს მედლიდან ერთი, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც სასიხარულოა, რომ წინა, ლონდონის ოლიმპიადასთან შედარებით, ფინალისტების რაოდენობა გაიზარდა.

ტრადიციულად აზერბაიჯანი მედლებს მოჭიდავეებისგან ელის, რადგანაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს ქვეყნისთვის ყოველთვის ოქროს მედალი მოჰქონდათ. თუმცა, ამჯერად სპორტსმენებმა: მარია სტადნიკმა, ჰეტაგ გაჯიუმოვმა და ტოღრულ ასკეროვმა აზერბაიჯანს 3 ვერცხლი მოუტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სპორტსმენებმა ლონდონის ოლიპიადაზე ორი ვერცხლი და ერთი ოქრო აიღეს.

Stadnikაზერბაიჯანისთვის ნამდვილი აღმოჩენა ძიუდოისტები რუსტამ ორუჯევი და ელმარ გასიმოვი იყვნენ. მართალია ისინი გადამწყვეტ ბრძოლებში დამარცხდნენ, თუმცა მათგან ოქროს მედლებს მაინც არავინ ელოდა.

ლეგიონერებმა ლორენცო სოტომაიორმა და ვალენტინ დემიანენკომ, აზერბაიჯანელი ოლიმპიელების ისტორიაში პირველად მოიპოვეს ვერცხლის მედლები კრივსა და საცხენოსნო სპორტში. ეს კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს აზერბაიჯანში სპორტის ამ სახეობების კიდევ უფრო განვითარებას.

Sotomayer1ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს საბახ შარიატიმ და რასულ ჩუნაევმა, კანოისტმა ინა ოსიპენკო-რადომკაიამ, ტაიკვანდოისტმა პატიმატ აბაკაროვმა და მილად ბეიგი ხარჩეგანმა, მოკრივე კიამრან შახსუვარლმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავებმა გაჯი ალიევმა, შარიფ სარიფოვმა, ჯაბრაილ გასანოვმა და ნატალია სინიშინმა.

ერთადერთი ოქრო აზერბაიჯანს ტაიკვანდოელმა ლეგიონერმა რადიკ ოსაევმა მოუტანა. სპორტის ამ სახეობაში ეს პირველი ოქროს მედალია აზერბაიჯანისთვის და დიდია იმის ალბათობა, რომ შემდგომი ოლიმპიადისთვის აზერბაიჯანელი ტაიკვანდოისტები კიდევ უფრო უკეთ მოემზადონ. მიუხედავად იმისა, რომ ტაიკვანდო ტრადიციული აზერბაიჯანული სპორტი არ არის, ისაევმა დაამტკიცა, რომ სპორტის ამ სახეობაშიც შესაძლებელია გამარჯვების მოპოვება.

Radikრიოში აზერბაიჯანელი სპორტსმენების გამოსვლის შეფასებისას უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მედლები იმ სამ დისციპლინაში მოიპოვეს, რომლებშიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ ჰქონიათ. ყველაზე დიდი იმედგაცრუება 7 ფინალურ შეხვედრაში დამარცხებამ მოიტანა, ამიტომაც შემდგომი ოლიმპიადისთვის აუცილებელი იქნება ფსიქოლოგიური მომზადებაც. მით უფრო, რომ შემდგომი ოლიმპიური თამაშებისთვის პროგრამაში შეიტანენ კარატეს. ამ დისციპლინაში აზერბაიჯანი გამარჯვებების, მათ შორის ოქროს მედლის მოპოვების რეალური პრეტენდენტი იქნება.

ნიჯატ გაჯიევი