ავსტრალიელი არიან კაოლი სომხეთში ძალზედ პოპულარულია. ავსტრალიის ჩემპიონი ჭადრაკში – დიდი ხნის განმავლობაში უძველესი თამაშის „მწვანე კონტინენტის“ ოსტატების რეიტინგის სათავეში დიდი ხნის განმავლობაში იყო. გარდა ამისა, მოჭადრაკეთა პლანეტის ლამაზმანების ტოპ-რეიტინგში შესული გოგონა, თავის სამშობლოში ცნობილია, როგორც შესანიშნავი მომღერალი და მოთხოვნადი მოდელი. და ბოლოს, არიანი წამყავნი სომეხი გროსმეისტერის ლევონ არონიანის, რომელსაც ახლა ფიდეს რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია, უახლოესი მეგობარი, უფრო სწორად, მეგობარი გოგონაა.

opening2aaa

რა თქმა უნდა, არიანი სომეხს მხოლოდ ამ მიზეზით შეიძლებოდა შეყვარებოდა, მაგრამ საზოგადოების სიმპატიები მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების გარემოებებით არ არის განპირობებული. ლევონ არონიანის მეგობარი გოგონა საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია. სომხეთში ცხოვრებით იგი თავს ამ ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს, რომლითაც, სხვათა შორის, ლევონ არონიანთან გაცნობამდე დაინტერესდა.

ვფიქრობ, თქვენი ისტორიის წყალობით აქ ხალხი შთაგონებულია. მე დიდი ხანია ისტორია მიყვარს. თავდაპირველად მისით 10-11 წლის ასაკში დავინტერესდი და მაშინ ძალიან ბევრს ვკითხულობდი სომხურზე. პირველ რიგში, თქვენი ისტორია შემიყვარდა, მერე კი, როდესაც სომხეთში აღმოვჩნდი  – თქვენი ხალხი. ბევრი მეკითხება, რატომ ვცხოვრობ  ერევანში, როდესაც სიდნეიში – მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ქალაქში ვცხოვრობდი.  ვერავის წარმოუდგენია, როგორ მომწონს აქ ცხოვრება»,- ამბობს არიანი სააგენტო «Арменпресс»-ისთვის მიცემულ ინტევრიუში.

შესაძლოა სომხეთის ისტორიისადმი ინტერესი გარკვეულწილად იმას უკავშირდება, რომ არიანის ჭადრაკის პირველი მასწავლებელი სომეხი-მწვრთნელი იყო.

არიანმა არარატზე ასვლაც მოასწრო, სომხურ ენას სწავლობს, ქვეყნის ჭადრაკის ისტორიაში ხშირად მონაწილეობს და კრეატიული იდეებით გამოდის. მაგალითად, სომეხ მოკრივეებსა და მოჭადრაკეებს შორის მატჩის გამართვა. ცხადია, სპორტის ასეთი სხვადასხვა სახეობის ოსტატები ერთმანეთს ჭადრაკის დაფასთან შეხვდებიან, რადგანაც, დამეთანხმებით, მათი რინგზე შეხვედრა ძალზედ არაჰუმანური იქნებოდა.

სხვათაშორის, მისი ლევონ არონიანთან გაცნობის ისტორიაც ჭადრაკს უკავშირდება. ეს მოხდა 2007 წელს ტურინში, სადაც მსოფლიო ჭადრაკის 37-ე ოლიმპიადა ტარდებოდა. ის ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა სომხეთის ნაკრები გუნდისთვის, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა. გარკვეულწილად, ამას ხელი შეუწყო გუნდის ლიდერის ლევონ არონიანის შესანიშნავმა თამაშმა. კონკურსისგან ერთ თავისუფალ დღეს, წვეულებაზე ლევონმა საცეკვაოდ ავსტრალიელი ლამაზმანი მიიწვია. ამასთანავე, არიანთან ერთად მუდმივად მისი თაყვანისმცემელი – ინგლისელი გროსმეისტერი იმყოფებოდა. ამას, როგორც ამბობენ, “ურთიერთობების გარკვევა” მოჰყვა შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილეს, მსოფლიოს “ყვითელ” პრესაში ინციდენტი “სერიოზულ დებოშად” შერაცხეს, რასაც უნდა ითქვას, რომ ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.

დღეს არიანი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელსაც სოციუმის გასაერთიანებლად და ცხოვრებისეული ტონუსის ასამაღლებლად ძალზედ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. იგი არის ერევანში ყოველკვირეული “პუტნიკ”-ის რედაქტორი და გამომცემელი. გაზეთი სომხეთის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ რიგდება – კაოლი მას ერევნელებს ჩუქნის. მას მიაჩნია, რომ რესპუბლიკაში “არ არსებს წარმატებული მასობრივი ბეჭდვითი პრესა” და ამ სიცარიელის შევსება სურს. იმედოვნებს, რომ პოზიტივზე გათვლილი მისი გამოცემა “ახალ კულტურას შექმნის”, ამასთანავე – ერევნელებს აჩვენებს რამდენად შესანიშნავია მათი ქალაქი, რათა მიხვდნენ, თუ რატომ მოსწონს მას სომხეთის დედაქალაქში ცხოვრება.

«მეორე მიზეზი – რეპატრიაციის მჯერა, და იმის, რომ ქვეყნიდან წასული ადამიანები სომხეთში დაბრუნდებიან. ხშირად მესმის, რომ ვიღაცის ნათესავები მოსკოვში, პარიზში და სხვაგან გაემგზავრნენ, რადგანაც ერევანში ცხოვრება არ უხარიათ. მე რალისტი ვარ, თუმცა მსურს ვაჩვენო ყველაფერი კარგი, რაც აქ არის. ახალი გაზეთი საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს, არ უნდა ჰგავდეს ყვითელ პრესას და არ უნდა იყოს პოლიტიკური. მე მინდა ადამიანები შთავაგონო, აქედან აღარსად წავიდნენ».

სწორედ ამიტომ გაზეთი მოგვითხრობს არა შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებზე, ან პოლიტიკოსებსა და მათ მუდმივ სკანდალურ თავგადასავლებზე – რომლის შესახებაც ადგილობრივ გამოცემებს ძალიან უყვართ წერა, – არამედ ჩვეულებრივ ადამიანებზე, საშუალო კლასის წარმომადგენლებსა და მცირე ბიზნესზე – ერთი სიტყვით, მათზე, ვინც კრიზისის არც ისე ადვილ პირობებში ცდილობს თავისი საქმის შენარჩუნებასა და გაგრძელებას. და რაღა თქმა უნდა, “პუტნიკ”-ი გამიზნულია პენსიონერებისთვის, რომელთა რაოდენობაც რესპუბლიკაში განუხრელად იზრდება და რომელთა ცხოვრებაც არც ისე სახარბიელოა. არიანი იმედოვნებს, რომ მათ დაეხმარება, რადგანაც გაზეთი სიკეთის აურის შექმნისკენ ისწრაფვის. იგი დარწმუნებულია, რომ გაზეთმა უკვე გამონახა საერთო ენა თავის საკმაოდ მრავალრიცხოვან მკითხველთან.

10603608_724678880913976_4545423405162929047_nშესაძლოა, არიანსა და ლევონს შორის მეგობრობა საკამოდ ძლიერი აღმოჩნდა, რადგანაც ისინი ემოციურად და ფსიქოლოგიურად საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, გროსმეისტერი არონიანი სულაც არ ჰგავს ფანატიკოსს, რომლისთვისაც ცხოვრებაში 64-უჯრიანი დაფის მეტი არაფერი არსებობს. პირიქით, იგი თავისუფალი დროის ოჯახის წრეში გატარებას ამჯობინებს. “ჩემში ტრადიციული სომხური საქმეები იმარჯვებს”, – ამბობს არონიანი. მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და არიანთან ერთად აზიაში ბევრს მოგზაურობს. გროსმეისტერს აზიური სამზარეულო მოსწონს და ცდილობს თავადაც მოამზადოს კერძები. მიაჩნია, რომ არც ისე ცუდი მზარეულია, თუმცა “ამაში ჩემი ოჯახი და მეგობარი გოგონა მეკამათებიან”,- ამბობს ლევონი. როგორც სჩანს, ეს ერთადერთი თემაა, რაზეც არიანსა და ლევონს შორის სრული თანხმობა არ სუფევს.

მოამზადა ანჟელიკა ტერ-ნააპეტიანმა

მასალაში გამოყენებულია “Atelier Marashlyan Retro” ფოტოსურათები Arka Style-ის საიტიდან და ასევე სხვა ღია წყაროებიდან.