თბილისში 29-30 ივნისს ტრადიციული საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედია ფორუმი ჩატარდა, რომელშიც რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მედია – სივრცის წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. წლეულს ფორუმის თემა იყო “მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ პოსტ – სიმართლე (post-truth)”.

ორგანიზატორი რუსეთის მხრიდან იყო პოლიტიკური ცენტრი “ჩრდილოეთ-სამხრეთი”, პრესკლუბი “თანამეგობრობა”, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით. საქართველოს მხრიდან კი – გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”.

Международный южнокавказский медиафорум в Тбилиси
საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედია ფორუმი თბილისში

ფორუმის მთავარი თემის – “პოსტ-სიმართლის” გარდა, განხილვებზე დიდი ყურადღება დაეთმო სამხრეთკავკასიური რესპუბლიკების რუსეთთან ინფორმაციულ სფეროში თანამშრომლობის და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. Dalma News-ის ჟურნალისტი, რუსეთის წარმომადგენლებს სწორედ ამ საკითხზე გაესაუბრა.

დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხეილ შვიდკოი.

შვიდკოი: – ადრე, თუ გვიან სამხრეთ კავკასიის ხალხი და რუსეთი კვლავ ერთმანეთისკენ დაიწყებენ მოძრაობას

– რას ფიქრობთ მსგავს ღონისძიებებზე? რას უკავშირდება ის, რომ რუსული მედია პოსტსაბჭოთა სივრცით არ ინტერესდება რადგან, რუსული მედია პოსტსაბჭოთა სივრცის, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის შესახებ მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს, რაც ძირითადად ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება?

– ვერ ვიტყვი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე საინტერესო არ არის. უბრალოდ, დღევანდელ ახალ ამბებში ვავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას, კატასტროფებს, ან ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელობის შეხვედრებს. არსებითად, ქვეყნების და მისი ხალხის რეალური ცხოვრება თანამედროვე ჟურნალისტიკის ინტერესის სფეროს მიღმა რჩება. ამგვარი შეხვედრები კი, სწორედ ამ ინტერესის ინიცირებას ახდენს: ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ და იქმნება შთაბეჭდილებები. ამ თვალსაზრისით, ეს შეხვედრები სასარგებლოდ მიმაჩნია.

დღეს რუსულ ახალ ამბებში ვერ მოისმენ ინფორმაციას სომხეთის კულტურული ცხოვრების შესახებ. ზუსტად ისევე, როგორც რუსეთის კულტურული ცხოვრებით არ ინტერესდება სხვა ქვეყანა. აინტერესებთ მხოლოდ პოლიტიკა და საგანგებო ვითარებები. ამიტომაც, ამგვარი შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია. ძველად – არ ვგულისხმობ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა იდეოლოგიას – ძალიან ბევრი ადამიანური კონტაქტი, კავშირი და შერეული ქორწინებაც კი იყო, ხალხი საყოფაცხოვრებო დონეზე ურთიერთობდა. ეს ყველაფერი დღეს სულ უფრო იშვიათია.

Михаил Швыдкой
მიხეილ შვიდკოი

– შესაძლებელია ამ ურთიერთობის დაბრუნება?

– რუსეთში საკმაოდ დიდი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორები არსებობს. მათ ცოტად თუ ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც არც ისე მცირედია ქართული დიასპორაც. ეს ადამიანები ერთ სახელმწიფოში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთმანეთის არც ტრადიციები, არც წესები და ნორმები არ იციან. ამ ყველაფერს კი არც ისე სასიამოვნო შედეგი აქვს. ეს სოციალური მოთხოვნილებაა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ მეზობლები ვართ. გასაგებია, რომ დღეს ახალგაზრდობა ერევანსა და თბილისს პარიზს, ლონდონს, ბერლინსა და პრაღას ამჯობინებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ესეც გაივლის, რადგანაც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ორგანული ისტორიული კავშირია – ერთმანეთისკენ ის გვიბიძგებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ რუსები, რომლებიც სარიანს არ იცნობენ გარიყულები არიან ისევე, როგორც სომხები, რომლებიც ტოლსტოის არ იცნობენ.

სოციალური დაპროექტების ცენტრ “პლატფორმას” ხელმძღვანელი ალექსეი ფირსოვი: პოსტსაბჭოთა სივრცისთვის შეთავაზებულ ფასეულობებს რუსეთი თავად უნდა სცემდეს პატივს.

– პოსტსაბჭოთა საზოგადოებებთან მუშაობაში დასავლეთი თავის გარკვეულ იდეოლოგიას ახორციელებს. დასავლეთი ამბობს, რომ ევროინტეგრაცია მათ კორუფციასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა.შ. დაეხმარება. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს – სხვა საკითხია. საინტერესოა ამ მხრივ, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რა იდეოლოგია აქვს რუსეთს?

– საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რუსეთი რაღაც იდეოლოგიას ახორციელებს. დროდადრო მსგავს მცდელობებს მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩემის აზრით, რაღაც მომენტში საერთოდ ჯვარი დაასვეს. უფრო მეტად, მგონია, რომ ხელშეწყობის რაღაც იმიტაცია ხდება. ამიტომაც რუსეთს არ აქვს გააზრებული მესიჯი, რომელიც ახსნიდა იმას, თუ რაში მდგომარეობს რუსეთთან გრძელვადიანი პარტნიორობის აზრი, რაზეც იგი აიგებოდა. ამას საერთოდ ვერ ვხედავ, ისევე, როგორც ვერ ვხედავ ამ პროცესში ჩართულ პიროვნებებს და წარმატებებს. ამიტომაც ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია.

– ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთის პოსტსაბჭოთა საზოგადოებასთან მუშაობაში აქცენტი წარსულ მოვლენებზე, კერძოდ, დიდ სამამულო ომზე კეთდება. ჩვენი წინაპრებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, საეჭვოა წარსულმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდობა გააერთიანოს. მომავალთან დაკავშირებული რისი შეთავაზება შეუძლია რუსეთს?

– სავსებით გეთანხმებით. გაერთიანება შეუძლია პერსპექტივას და ფასეულობებს. მაგრამ რუსეთს არ შეუძლია იმ ფასეულობების და პერსპექტივის აღწერა, რომლებსაც მსოფლიოს შესთავაზებდა. ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებადია, მაგრამ არ შეიძლება მათი ისე მოგვარება, რომ აღწერო ფასეულობები, როგორც პრეისკურანტი, თავად კი შენს ნებაზე იმოქმედო. თუ მათ აღვწერთ, მაშინ მის თანახმადაც უნდა ვიმოქმედოთ, ეს კი სინამდვილეში, ძალიან რთულია.

Алексей Фирсов
ალექსეი ფირსოვი

რუსეთმა რომ განაცხადოს: ჩვენი მთავარი ფასეულობა სოციალური სამართლიანობა არისო, ეს მართლაც ძლიერი წინადადება იქნებოდა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ, თავად უნდა ვამყარებდეთ სოციალურ სამართლიანობას. თუ რუსეთს იმის თქმა სურს, რომ ჩვენი წინადადებები უკიდურესად პატიოსანია, მაშინ პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ უკიდურესად პატიოსნები, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ზოგიერთ ჩვენს მოქმედებებში. მაგრამ მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ შეგვიძლია ჩვენივე წინადადებების დამაჯერებლად ფორმულირება.

– რუსეთი თავის თავს ტრადიციული, კონსერვატიული ფასეულობების დამცველად აცხადებს. შეიძლება ეს მის წინადადებად იქცეს?

– ეს პერსპექტიული იქნება იმ პირობებში, თუ რუსეთი თავად მიჰყვება ამ ფასეულობებს. თუმცა, ეს ყველაფერი გაურკვევლად მიმაჩნია. ამბობენ – კონსერვატიული. მაგრამ რომელია კონსერვატიული? ის, რომ ჰომოსექსუალიზმი არ დაკანონდეს? მაგრამ ამით ბევრ ადამიანს ვერ გააერთიანებ. ეს ის არ არის, რის გამოც ადამიანები მზად არიან მოკავშირეობისა და წინსვლისთვის. კარგი, არა ლიბერალური, აბა რომელი, მოდი, აღვწეროთ. რას მიიჩნევთ კონსერვატიულ ფასეულობად, რომლის შეთავაზებაც გსურთ, ისინი აღწერილი არ არის.

– თქვენის აზრით, სხვა რისი შეთავაზება შეუძლია რუსეთს?

– შეუძლია სამართლიანობის შეთავაზება: ანუ როდესაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მხოლოდ ვიწრო წრეების ინტერესებს არ ემსახურება. ეს გარკვეულწილად რაღაც მემარცხენე, სოციალისტურ მოდელს უნდა უახლოვდებოდეს, თუმცა, აუცილებელი არ არის. რუსეთს შეუძლია პოლიტცენტრულობის შეთავაზება. ამას მართლაც სთავაზობს, მაგრამ მაპატიეთ და, ვინ იქნება სხვა ცენტრი.

ჩემი პირადი აზრია: რუსეთს შეუძლია ასეთი გადამწყვეტი ექსპერიმენტის ჩატარება და უკიდურესი პატიოსნების მოდელის შეთავაზება. რა თქმა უნდა, ეს ტოლსტოის იდეაა. მას სურდა, რომ პოლიტიკა ძალიან პატიოსანი ყოფილიყო. პირობითად, იმის თქმა, რომ ჩვენ უკიდურესად პატიოსნები ვიქნებით საკუთარ თავთან და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, პოლიტიკურ ლანდშაფტს ააფეთქებდა, რადგანაც არცერთი სახელმწიფო არ საუბრობს პატიოსნად საკუთარ, სხვის მოტივებზე და ა.შ. მაპატიეთ, ცოტა იდეალიზირებას მოვახდენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ, თუ რომელიმე ძლიერი ქვეყანა უკიდურესი პატიოსნების ექსპერიმენტს ჩაატარებს, ეს აბსოლუტურად ახალი შეთავაზება იქნება.

ინტერნეტ-გაზეთ «Взгляд»-ის მთავარი რედაქტორი ალექსეი შარავსკი: არც საქართველოს, არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს არ აღვიქვამთ, როგორც საკუთარ თავს.

– სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ რეგიონის ქვეყნების ცხოვრების შესახებ რუსულ მედიაში ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ძირითადად უარყოფით მოვლენებზე საუბრობენ. რა განაპირობებს ამ მოსაზრებას?

– ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ ეს მხოლოდ კავკასიას არ ეხება. ჩემის აზრით, რუს მკითხველს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, ინტერესის ორი ძირითადი მხარე აქვს. პირველი – რა ხდება ჩვენს თავს? და მეორე – მათთან რა ხდება? ჩვენ არ აღვიქვათ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, როგორც საკუთარ თავს. აი, რაც შეეხება უკრაინას, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, იქ მიმდინარე მოვლენებს ისე აღვიქვამთ, როგორც საკუთარ თავს დატეხილ ამბებს და უფრო მძაფრად განვიცდით.

მეორე საკითხი – მათთან რა ხდება? მაგრამ ჩვენ არ აღვიქვამთ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ისე როგორც ერთი მხრივ – ევროპას, მეორე მხრივ – ჩინეთს. სამაგიეროდ, აღვიქვამთ, როგორც ჩვენთვის საინტერესო სხვა ცივილიზაციას.

Алексей Шаравский
ალექსეი შარავსკი

რჩება მხოლოდ ძლიერი ინტერესი მთელი კაცობრიობისადმი, როდესაც ადამიანებს თავს მოულოდნელობა ატყდებათ. გასაგებია, რომ კავკასიაში არც ისე ბევრი მოვლენაა, რაც ჩვენს პირდაპირ ინტერესს გამოიწვევდა. აფხაზეთის და ოსეთისადმი ინტერესი შემცირდა. ის რაც ყარაბაღში, თუნდაც ცხელ ფაზაში ხდება, დიდ ინტერესს არ იწვევს. ინტერესის ბუნება ასეთია. რა გაეწყობა?!

– ზოგჯერ ვრცელდება მოსაზრება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცხოვრების დადებითად გაშუქებასთან დაკავშირებულ ვითარებას სპეციალიზებული არხი გამოასწორებს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

– ვერავითარი სპეციალიზებული არხი ვერ დააინტერესებს ადამიანებს. შვიდკოს საყვედური, იმის გამო, რომ საინტერესო რეპორტაჟები არ არსებობს, აბსოლუტურად სამართლიანია. ასეთ რეპორტაჟებს არ აკეთებენ, რადგანაც მომგებიანი არ არის. მოცემულ მომენტში, ამ თემით დაინტერესება მედიისთვის მომგებიანი არ არის და თუ მას არ აინტერესებს, ეს არც მკითხველს აინტერესებს.

– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უარყოფით ახალ ამბებთან არ ასოცირდებოდეს და ისინი რუსულმა მედიამ დადებითად გააშუქოს?

– მათ რუსეთისადმი კარგი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. მათთვის საჭიროა, რომ რუსებმა ისინი ისე აღიქვან, როგორც საკუთარი თავი, როგორც ჩვენი ცივილიზაციის ნაწილი. სომხეთი – ცალკე საკითხია, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს და აზერბაიჯანს, მათ არ სურთ რუსული ცივილიზაციის ნაწილი იყვნენ.

მეც მიმაჩნია, რომ ბოლო დროს რუსებმა ისწავლეს თავის დაფასება. თუმცა, ეს დიდი ძალისხმევის ფასად. უფროს თაობას ამასთან შეგუება უჭირს, მაგრამ რუსების ახალ თაობას მიაჩნია, რომ “ასეა საჭირო”. ეს ძალზედ სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა.

ესაუბრა აიკ ხალათიანი