ტუბერკულიოზი – კაცობრიობისთვის კარგად ცნობილი, ერთ-ერთი ძველი დაავადებაა. ძველ საბერძნეთში მას “phtisis” უწოდებდნენ, რაც “გამოფიტვას” ნიშნავს. ამ სიტყვიდან წარმოიშვა თანამედროვე სამედიცინო მიმდინარეობა, რომელიც ტუბერკულიოზის პრობლემებს სწავლობს, ეს არის ფტიზიატრია.
დიაგნოსტიკური საშუალებების შემუშავებისა და რთული ინფექციური დაავადებების მკურნალობის სფეროში თანამედროვე მედიცინის სერიოზული მიღწევების მიუხედავად, ეს დაავადება ჯერ კიდევ ვერ დაამარცხეს. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში კი ტუბერკულიოზით დაავადება სულ უფრო აქტუალური ხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სომხური ოფისის მონაცემებით, 2014 წელს ევროპის რეგიონში ტუბერკულიოზით დაავადების 380 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ძირითადი შემთხვევები რეგიონის 18 ქვეყანაზე მოდის, მათ შორის სომხეთზეც.
როგორ ხდება სომხეთში ტუბერკულიოზის დიაგნოსტირება, პროფილაქტიკა და მკურნალობა. ამ და სხვა დეტალებზე ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი მარიანა კოშკაკარიანი საუბრობს:
– ტუბერკულიოზი არის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახილველი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ეს არა მხოლოდ მედიცინის პრობლემაა, არამედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური დონის ერთგვარი მაჩვენებელი. კვება, ცხოვრებისეული პირობები, მატერიალური მდგომარეობა – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ორგანიზმის ტუბერკულიოზისადმი მგრძნობელობაზე.
სამწუხაროდ, ტუბერკულიოზი სერიოზული პრობლემაა სომხეთში. ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო მინიმუმ ორი პრეპარატისადმი გარკვეული წინააღმდეგობა ჩამოყალიბდა და ამიტომ ისინი არაეფექტიანია ამ დაავადებასთან საბრძოლველად.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს “სახელმწიფო ტუბ.დისპანსერში” ერთდროულად ასობით პაციენტი მკურნალობს. მკურალობის ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, პაციენტისთვის ის უფასოა, ხოლო დისპანსერიდან გაწერის შემდეგ, პაციენტი 4 თვის განმავლობაში მკურნალობის ამბულატორიულ კურსს გადის და ამ დროის განმავლობაში ის ინვალიდობის დახმარებას იღებს.
– დაავადების რისკის მიმართ, ძირითადად რომელიც სოციალური ჯგუფია შედარებით დაუცველი?
– ტუბერკულიოზით დაავადების საფრთხე დიდია ბავშვებსა და მოხუცებში, რომლებსაც შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ. მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენა უფრო ხშირად ცუდ პირობებში ცხოვრობს. არ აქვთ ნორმალური კვება, საცხოვრებელი და ა.შ. გარდა ამისა, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან თამბაქოს მწეველები, ალკოჰოლისტები და ნარკომანები. ტუბერკულიოზი ფართოდ არის გავრცელებული გამოსასწორებელი დაწესებულებების პატიმრებს შორის. დაავადების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს სხვა დაავადებებიც, რომლებიც ასუსტებენ იმუნიტეტს, მაგალითად შიდსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში ტუბერკულიოზით დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ავადდება, მათგად 3-დან 4 მილიონამდე შემთხვევა სავალალოდ სრულდება.
– როგორ ვრცელდება ტუბერკულიოზი?
– ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა. გადადის სასუნთი გზებით. მაგრამ ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
– რამდენად დიდია ინფიცირების ალბათობა, თუ, მაგალითად, ტრანსპორტში ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანთან ვიმგზავრებთ, რომელიც ახველებს? ან აღმოაჩინე, რომ შენს გვერდით, ერთ ოთახში ტუბერკულიოზით დაავადებული მუშაობს?
– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დაავადების რომელ ფაზაშია პაციენტი. არის თუ არა ის აქტიური, გადამდები ფაზა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რამდენად ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ. ინფიცირების ალბათობა დიდია, თუ ხანგრძლივი და მუდმივი კონტაქტი გიწევთ. ტრანსპორტში დაავადების შანსი ნაკლებია. ერთ ოთახში ინფიცირებულთან მუშაობისას, მით უფრო თუ ოთახი არ ნიავდება შანსებიც იზრდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფიცირებული ადამიანი უნდა გავრიყოთ და შევიძულოთ. ხშირად პაციენტისადმი ასეთი დამოკიდებულება მის სიკვდილს იწვევს. იმის შიშით, რომ ადამიანი არ გარიყონ, იგი თავს არიდებს დროული გამოკვლევების ჩატარებას. ასეთი შემთხვევები დამახასიათებელია პატარა ქალაქების, ან დასახლებებისთვის, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნაცნობებს ხვდები. სხვათაშორის, ტუბერკულიოზით ინფიცერული ადამიანი არ ნიშნავს ავადმყოფს. ავადდება ინფიცირებულთა არც ისე დიდი ნაწილი.
– როგორ განვასხვაოთ ტუბერკულიოზით დაავადებული გაციებული ადამიანისგან?
– ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ძლიერი სიგამხდრე, ტუბერკულიოზური სხივი თვალები, არაჯანსაღი ფერი სახეზე უკვე აღარ არის ტუბერკულიოზის ამომცნობი ნიშნები. სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულს ძლიერი ხველა ჰქონდეს. ზოგჯერ ტუბერკულიოზი მხოლოდ პროფილაქტიკური გამოკვლევების შედეგად ვლინდება.
– სომხეთში რამდენად ხშირად ტარდება ასეთი გამოკვლევები და ვისთვის არის აუცილებელი ასეთი პროცედურების გავლა?
– აუცილებელი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ მაგალითად წვევანდელებს, პედაგოგებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, კვების სფეროში მომუშავეებსა და ა.შ. ანუ ძირითადად მათ ვისაც თავიანთი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ადამანთან უწევთ ურთიერთობა. რაც შეეხებათ დანარჩენს, მთავარია პაციენტმა დროულად მიმართოს სპეციალისტს, ან გამოცდილმა ექიმმა სწორად დასვას დიაგნოზი.
– რამდენად კარგად ხდება ტუბერკულიოთ განკურნება?
– ტუბერკულიოზი განკურნებადია. მთავარია ხელიდან არ გაუშვათ მომენტი. საჭიროა დროული გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა. სამწუხაროდ, არსებობს ტუბერკულიოზის ფორმები, რომლებიც მკურნალობას აღარ ექვემდებარება პრეპარატების რეზისტენტობის გამო. ხშირად ეზისტენტულ ფორმას ადგილი აქვს ან ექიმის მხრიდან მკურნალობის არასწორი მიდგომის, ან პაციენტის მიერ სამკურნალო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში. თუმცა, ამჟამად მოქმედებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ეროვნული პროგრამა, რომლის მიხედვითაც პაციენტმა პრეპარატები ყოველდღიურად მედ.პერსონალის თანდასწრებით უნდა მიიღოს. ერთადერთი არ არსებობს იმის 100%-იანი გარანტია, რომ ეს პროცედურა ზედმიწევნით სრულდება…
– პაციენტები რეჟიმს ძვირადღირებული, თუ ხელმისაწვდომი პრეპარატების გამო არღვევენ?
– დიაგნოსტიკა და მკურნალობა აბსოლუტურად უფასოა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ექიმისთვის არაოფიციალური გადახდებიც კი არ არსებობს. ეს სულ სხვა ვითარებაა. პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების ძალიან დაბალი დონეა, რაც შედეგად იწვევს სხვადასხვაგვარი სახის სპეკულაციას, აკვიატებულ აზრებსა და ფობიებს.
– ეს იმიტომ რომ ჩვენთან ჯერ არ არსეობს ინფორმაციის ფართო მასებისთვის მიწოდების სათანადო კულტურა?
– არა, ეს უფრო ცალკეული ადამიანის საკუთარი ჯანმრთელობისადმი გულგრილი დამოკიდებულების ბრალია. გარდა ამისა, ეს არის შინაგანი კულტურის არქონა, რაც გამოიხატება ახლობლის ჯანმრთლობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში, რომელსაც ინფიცირების რისკის ქვეშ აყენებენ. გარდა ამისა, საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობად მიმაჩნია თანამედროვე ქალების სხვადასხვაგვარი დიეტებით გატაცება, რაც ასუსტებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ალბათ, ტუბერკულიოზით ინფიცირების რისკის გამო ქალები უარს არ იტყვიან სურვილზე, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ.
მთავარი ის არის, რომ ტუბერკულიოზური სხივი თვალებში არ გახდეს მიმზიდველობის ეტალონი…
ესაუბრა ი.აგამირიანი