Dalma News-ის რედაქციამ რუსული ონლაინ-კინოთეატრ ivi-ს პრეს-რელიზი მიიღო. როგორც წესი, ჩვენ პრეს-რელიზებს არ ვაქვეყნებთ, მაგრამ ონლაინ-კინოთეატრი ძალზედ სასიამოვნო და საჭირო რამ არის. ამიტომ დავუშვით გამონაკლისი და ჩვენს მკითხველს მის შესახებ მოვუთხრობთ.
ონლაინ-კინოთეატრი არის საიტი, სადაც შესაძლებელია ფილმების ნახვა. საიტი ხელმისაწვდომია www.ivi.ru-ს მისამართზე. ამ კინოთეატრის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უფასოა და შესაძლებელია ფილმების Full HD, Ultra HD და 3D ფორმატში ყურება.
“ivi-ზე თავმოყრილია წამყვანი მსოფლიო სტუდიებისა და სომხეთის კონოთეატრებში ჯერ არ გასული ფილმები. ფილმის ყურება შესაძლებელია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობით: კომპიუტერით, მობილური ტელეფონით, პლანშეტითა და SmartTV-ით. ivi-ზე შესაძლებელია რამოდენიმე ათასი ფილმის ნახვა ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე მაყურებლისათვის. კინოგაქირავებაში ახლადჩაშვებული ფილმები საიტზე პრემიერიდან 2-4 კვირაში იდება. უკვე დღეს შესაძლებელია შემდეგი ფილმების ნახვა: “AVENGERS: AGE OF ULTRON”, “TERMINATOR: GENISYS”, “MAD MAX: FURY ROAD”, “JURASSIC WORLD” და სხვა. კატალოგში შესულია ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისათვის პოპულარული უცხოური სერიალები, მათ შორის, “დიდი აფეთქების თეორია”, “მოსიარულე მკვდრები”, “ბანქოს სახლი” და საკულტო “დისახლისები”, ასევე უახლესი რელიზები, სერიალ “სამზარეულოს” ახალი სეზონი და სხვა”, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
აღსანიშნავია, რომ უფასო ჩვენება პირობითია – მაყურებელს თავს მოაბეზრებს რეკლამა, რომლის გათიშვაც შესაძლებელია 1500 დრამის სანაცვლოდ (დაახლოებით 3 აშშ.დოლარი).
კინოთეატრი ინტერნეტ-მაყურებელს არა მხოლოდ ფილმის ნახვის, არამედ მისი მცირე ანოტაციის წაკითხვის შესაძლებლობასაც აძლევს. საიტზე არის ცალკე განყოფილება “ტიტრები”, სადაც იწერება სიახლეები აუდიტორიისათვის საინტერესო თემებზე.
თითქმის სულ ეს არის, რაც ამ კინოთეატრის შესახებ უნდა ვიცოდეთ. და ბოლოს: თავად სერვისი უკვე 8 წელია მოქმედებს, უბრალოდ ის ახლა სომხეთის მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.
ისიამოვნეთ ფილმებით 🙂