ქართულ ინტერნეტბაზარზე მოქმედი ორი დიდი კომპანია “სილქნეტი” და “კავკასუს ონლაინი” გაერთიანებას გეგმავენ. შერწყმის შესახებ განაცხადი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკვე შესულია.
სს “სილქნეტისა” და შპს “კავკასუს ონლაინის” შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 აგვისტოს განიხილავს.