დარწმუნებული ვარ, თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუკეთებია ქაღალდის თვითმფრინავი. მაგრამ მეეჭვება, ვინმემ იცოდეს, რომ მსოფლიოში უკვე მესამედ იმართება ქაღალდის თვითმფრინავების “გაშვების” საერთაშორისო ჩემპიონატი “ქაღალდის ფრთები” (Red Bull Paper Wings). კარენ ამბარცუმიანი არის ქაღალდის თვითმფრინავების საერთაშორისო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული. მისმა ქაღალდის თვითმფრინავმა ჰაერში თითქმის 14,36 წამი იფრინა.
– გვიამბეთ ჩემპიონატის შესახებ?
– ბევრს სიცილად არ ყოფნის – როგორ აწყობთ მსგავს საერთაშორისო ჩემპიონატსო. პირველი ღონისძიება 2006 წელს ჩატარდა. მასში “ქაღალდის ავიაციის პილოტების” რეკოდრული რაოდენობა მონაწილეობდა, 9 500 სტუდენტი 45 ქვეყნიდან. წელს კი 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს 85 ქვეყნიდან.
ჩემპიონატის წესების მიხედვით, მონაწილეობა მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ და სამ ნომინაციასი ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველია “აერონავტიკა”, სადაც ყუდარღება ექცევა მონაწილეების შემოქმედებით მიდგომას: თვითმფირნავების კონსტრუქციის ტექნიკასა და კრეატიულობას, დიზაინსა და მსატვრულ გაფორმებას. მეორე ნომინაციაა: “ფრენის ხანგრძლივობა”. ამ ნომინაციაში გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომლის თვითმფრინავიც ყველაზე დიდხანს იფრენს. და ბოლოს, მესამე – “ფრენის მანძილი”, ამ კატეგორიაში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომლის თვითმფირნავიც ოფიციალურად დადგენილ საზღვრებს გადასცდება და ყველაზე დიდ მანძილზე გადაიფრენს.
– როგორ შეიტყე ამ კონკურსის შესახებ?
-ერევანში შესარჩევი ტურის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე მითხრა ჩემმა მეგობარმა, ალბერტ ოგანესიანმა. იგი 2012 წელს სომხეთის სახელით მონაწილეობდა ავსტრიაში გამართულ კონკურსში. ძალიან დამაინტერესა კონკურსის იდეამ და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო.
-როგორი ტარდება შესარჩევი ტური სომხეთში?
-ორ ეტაპად. ორი ნახევარფინალი იმართება, სადაც ირჩევენ საუკეთესო ათეულს. ამის შემდეგ ტარდება ფინალი. ნახევარფინალი და ერევნის ფინალი მარტის ბოლოს, სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება, ხოლო ფინალი – აეროპორტ „ზვარტნოცში“. საერთო ჯამში, შესარჩევ ტურში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მე იმ სამ ბედნიერს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც ავსტრიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ. 8-9 მაისს ლეგენდარულ ანგარ-7-ში(ზალცბურგი, ავსტრია), სადაც მინის გუმბათში ლეგენდარული საავიაციო და საავტომობილო რარიტეტები ინახება, ჩემპიონატი ჩატარდა.
-თავად გივარჯიშია ქაღალდის თვითმფრინავების დამზადებაში?
-(იცინის) კი. მას შემდეგ, რაც სომხეთში შესარჩევი ტური გავიარე,ზუსტად ერთი თვე გვქონდა ავსტრიაში გამგზავრებამდე და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ქაღალდი გამოვიყენე, ჩემი თვითმფრინავის გასაუმჯობესებლად.
-თავად კონკურსზე, ავსტრიაში, იყო რაიმე შეზღუდვა?
-არა, კონკურსის წესების მიხედვით,“აერონავტიკის“ ქვეჯგუფის მონაწილეების გარდა, თვითმფრინავები А4-ის ფორმატის ერთი ქაღალდისგან უნდა ავაწყოთ. არ შეიძლება ამ ქაღალდის გახევა, ან გაჭრა. გარდა ამისა, თვითმფრინავის წონა არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს. თვითმფრინავები უშუალოდ ჟიურის წევრების წინ უნდა დალაგდეს, რათა ისინი ავტორების ნამდვილობაში დარწმუნდნენ. რაც შეეხება აერონავტიკას, ამ კატეგორიაში შეზღუდვები არ არის.
-თვითმფრინავის გაშვების რამდენი ცდის უფლება გაქვთ?
-ორი ცდის.
-თვითმფრინავების დამზადების რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო თუ არსებობს?
-არსებობს მოდელები, რომლებიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ასევე არსებობს მოდელი, რომელსაც მონაწილეები თავად იგონებენ. მათ ცხადია საიდუმლოებები აქვთ. ძირითადად, ყველაზე მთავარი საიდუმლო არის ფრთების დახრილობისა და სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა და რაც მთავარია, მისი სწორად გაშვება. რაც შეეხება ჩემს თვითმფრინავს, მე ის მაქსიმალურად მივაახლოვე ნამდვილს, ანუ ფრთების დახრილობის კუთხე და სიმძიმის ცენტრი თვითმფრინავის ცხვირთან ახლოს განვსაზღვრე.
-რამდენი წლის იყავი თვითმფრინავების გაკეთება რომ დაიწყე?
-პროფესიონალურ დონეზე 6-7 თვის წინ დავიწყე კეთება, მანამდე კი ისე ვაკეთებდი, როგორც ყველა აკეთებს-ხოლმე.
-რას იძლევა ეს კონკურსი?
-ეს სპორტული შეჯიბრი არ არის. ეს არის ღონისძიება, რომელმაც შესაძლებლობა მომცა სომხეთის დროშა ამეფრიალებინა და სომხური ჰიმნი შემესრულებინა ავსტრიაში.
– ხელოვნურად შექმნილ წინააღმდეგობებს ხომ არ წააწყდით?
-პირიქით, ჰაერს შეძლებისდაგვარად აკავებდნენ, რათა სულ პატარა, უმნიშვნელო ნიავსაც კი შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. მაგრამ, როდესაც დარბაზში 400-ზე მეტი მაყურებელია, ამის მიღწევა რთულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის მუზეუმი, სადაც ბევრი ბავშვი დარბის, ზოგი კი საერთოდ თვითმფრინავების დაჭერას ცდილობს. ასე, რომ მათი თვითმფრინავები, ვინც შესანიშნავად იასპარეზა ნახევარფინალში, ფინალში, ან კედელს შეეჯახა, ან საერთოდ ჩამოვარდა. ალბათ ბედია.
-შენი თვითმფირნავი შენახული გაქვს?
-არა, სამწუხაროდ ვერ შევინახე. მონაწილეებს, განსაკუთრებით აერონავტიკაში, ძალიან ლამაზი თვითმფრინავები ჰქონდათ. უსაფრთხოების თანაშრომლების გაფრთხილებებისა და თხოვნების მიუხედავად, ზოგჯერ კონკურსის დროს გადადიოდნენ მოედანზე და ხელს უშლიდნენ, თვითმფრინავებს იღებდნენ და იჭერდნენ კიდეც. მერე გარბოდნენ და თავად უშვებდნენ იმ თვითმფრინავებს. ყველაზე მოხერხებულები ამ თვითმფრინავებს იმიტომ იღებდნენ , რომ თავად შეესწავლათ თვითმფრინავის კონსტრუქცია, ან მალავდნენ და სამახსოვროდ მიჰქონდათ.
-2018 წელსაც აპირებ კონკურსში მონაწილეობის მიღებას?
-ეს ძალიან მინდა, მით უფრო, რომ წლევანდელმა გამარჯვებულებმა ავტომატურად მივიღეთ 2018 წლის ფინალში მონაწილეობის უფლება. მაგრამ უკვე იმ დროისთვის ჯარში ვიქნები, თუმცა წინასწარ არავინ ვიცით, რა მოხდება.
კონკურსის მონაცემების მიხედვით, კატეგორიაში “ხანრგძლივი ფრენა” 2009 წელს იაპონელმა ტაკყო ტოდამ დაამყარა რეკორდი. მისმა ქაღალდის თვითმფრინავმა 27,9 წამის განმავობაში იფრინა.
არმინე აარონიანი