თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავაში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას ესწრება, სადაც, ევროპაში ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
კომიტეტის წევრები ბელგიის, იტალიისა და საბერძნეთის მაგალითებზე ასევე მსჯელობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიასთან შესაბამისობაზე. შეხვედრაზე კომიტეტის წევრები ადამიანთა უფლებებს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განიცილავენ. იმსჯელებენ რასიზმისა და არატოლერანტობის ფაქტებსა და ევროკომისიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
როგორც Dalma News-ს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუმარტეს, შეხვერდრაზე შემუშავდება კონგრესის აქტივობების გეგმა, ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებისა და გარე პარტნიორების მუშაობის თაობაზე. თბილისის მერი ხვალ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ვარშავადან დავით ნარმანია თბილისის დაძმობილებულ ქალაქ ლიუბლიანაში გაემგზავრება. დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნობა ლიუბლიანას გამოცდილებას მყარი ნარჩენების გადამუშავების, ძველი ქალაქის შენარჩუნება-აღდგენისა და გამწვანებასთან დაკავშირებით.მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანიას ლიუბლიანაში ვიზიტისას, სლოვაკეთის დედაქალაქში თეირანის მერიც ჩადის და ამდენად დაგეგმილია სამი მერის ერთობლივი შეხვედრა.