საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” პირველ ნომრად შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი დასახელდეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, ივანიშვილის უფროსი ვაჟი პოლიტიკაში მოსვლას კოალიცია 2012 წელსაც გეგმავდა, თუმცა ეს არ გამოვიდა. მათივე თქმით, მამის ავტორიტეტი უტასთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაზე მუშაობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც კულუარებაში აცხადებენ, პარტიულ სიაში შესაძლოა, კოალიციის ზოგიერთი სახე ვეღარ მოხვდეს.
მანამდე Dalma News-ი ყოფილ დეპუტატზე ვალერი გელბახიანზე დაყრდნობით წერდა, რომ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახით აღარ მიიღებს მონაწილეობას და დამოუკიდებლ სუბიექტად გავა.