მექაში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად აზერბაიჯანელი მომლოცველები არ დაშავებულან. ამის შესახებ «Trend»-ს კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა რაგიმ დადაშევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ტრაგედიის დროს აზერბაიჯანელი მომლოცველები მედინაში იმყოფებოდნენ.
სააგენტო “ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, პარასკევს, ქალაქ მექას ალ-ზარამის მეჩეთის სახურავს სამშენებლო ამწე დაეცა. საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 107 ადამიანამდე გაიზარდა, კიდევ 238 დაშავებულია.
აზერბაიჯანის საელჩო საუდის არაბეთში, ადგილობრივ ოფიციალურ სტრუქტურებთან ერთად ცდილობს გაარკვიოს, მექაში ტრაგედიის დროს დაშავებულებს შორის არიან თუ არა აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ალ-ხარამის მეჩეთი მექაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი და მთავარი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოში მთავარი ისლამური სიწმინდე – კააბა მდებარეობს.