უახლოეს მომავალში საქართველოში იგეგმება ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი, რომლის დროსაც შესაძლოა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გაიხსნის საკითხი გადაწყდეს, რითაც ქართული ენის შესწვალით დაინტერესებული პირებისთვის, ქართული ენის შესწავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კერა გაჩნდება.
“მსოფლიოში რამდენიმე ცენტრია, მათ შორის, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართული ენის ერთი დიდი სეგმენტი დამუშავდა. ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნას, რითაც საშუალება მოგვეცემა მეცნიერულ, მაღალპრესტიჟული უნივერსიტეტების დონეზე, ქართული ენა და კულტურა გავიტანოთ. აქ მუშაობა საჭიროა სახელმწიფოს მხრიდანაც და ქართველი მეცენატების მხრიდანაც,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას.
კონფერენციას “ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები” მსოფლიოში აღიარებული ფილოლოგები და ენათმეცნიერები დაესწრნენ.
პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, ცოტა ხსნის წინ, პარლამენტმა “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიიღო. პარლამენტის ეგიდით მოღვაწე საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს მიაწოდა რესურსები, თანამედროვე და უახლოესი ტექნოლოგიების შესაბამისად შექმნილი ქართული ენის მონაცემთა ბაზისთვის.