თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა უსინათლოთათვის მაჯის საათი შექმნეს, რომლითაც საათის კორპუსზე ხელით შეეხებითა და ვიბრაციით არის შესაძლებელი დროის გაგება. მაგალითად, თუ 3:25 საათია, საათი ოთხჯერ ვიბრირებს, ანუ საათს ითვლის, შემდეგ წუთებს… 25 წუთის დათვლა მოუხერხებელია და ამდენად, ერთი ვიბრაცია 5 წუთის მანიშნებელია. შესაბამისად, 5 ვიბრაცია – 25 წუთის.
სტუდენტები ამჟამად მუშაობენ GPS-ით აღჭურვილ საათზე, რომელიც, მისი პატრონის დაკარგვის შემთხვევში ოჯახის წევრებთან მის კოორდინატებს გაგზავნის. საათის დატვირთვა ტელეფონის მსგავსად იქნება შესაძლებელი. პირველი საათის შექმნა 30 ლარი დაჯდა.
გამოგონების ავტორმა ქართველმა სტუდენტებმა ნიკოლოზ სიხარულიძე, თორნიკე ფარცახაშვილმა, ნიკოლოზ დონაძემ და გივი ბერიძემ მაჯის უხმო საათი თავისუფალი უნივესტიტეის ლაბორატორიაში შეიქმნეს და მათი გამოგონება Unihack-ის გამარჯვებულიც გახდა. მასალებს ლაბორატორია საზღვარგარეთიდან იწერს, საქართველოში მას ნაკლებად, ან თითქმის არ აწარმოებენ.
როგორც გამომგონებლები გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტევრიუში აცხადებენ, საჭირო მასალა 3D პრინტერის მეშვეობით დაამზადეს. გამოიყენეს სილიკონი, რეზინი, პლასტმასი. ჯერ სქემა შექმნეს და შემდეგ დააპროექტეს. პირველი მოდელის აწყობა ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ მოთხოვნა იქნება და ბევრს დაამზადებენ და პროდუქტიც გაიაფდება.
ამ დროისთვის მოწყობილობა დასახვეწია, საათის ელემენტი მალე ჯდება, თუმცა სტუდენტები მუშაობენ, რომ მოწყობილობამ ნაკლები ენერგია მოიხმაროს.