სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ბელგიის პარლამენტის დელეგაცია მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს.
სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ვიზიტის დატვირთული დღის წესრიგი სომხურ-ბელგიურ პარლამენტთაშორის კავშირებს გაამყარებს და მათ ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მისივე თქმით, სომხეთი ბელგიასთან მეგობრული ურთიერთობების გამყარებას გეგმავს.
100 წლის წინ ბელგიამ თურქეთიდან დევნილი სომხები შეიფარა, რომლის მემკვიდრეები ისევ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ბელგია ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძვნებელი ქვეყანაა, რომელიც თავისი განვითარებული ეკონომიკით შესაძლოა რეფორმების გატარების თვალსაზრისით კარგი მაგალითი აღმოჩნდეს სომხეთისათვის. ბელგიას სომხეთში განვითარების სანიმუშო მოდელად აღიქვამენ.
სომხეთის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა რეზოლუციას გენოციდის აღიარების შესახებ, რომელიც ბელგიის სენატმა 1998 წელს მიიღო, ასევე პრემიერ-მინისტრის შარლ მიშელის, ერთი თვის შემდეგ კი – ბელგიის წარმომადგენლობით პალატის განცხადების მნიშვნელობას. ამით ბელგიამ გენოციდის აღიარების პროცესი შეაჯამა.
სარგსიანმა მაღალი შეფასება მისცა ბელგიის მეგობრულ პოზიციას მთიანი ყარაბაღის საკითხში, რაც ევროკავშირის ერთობლივი მიდგომით გახმაურდა. პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტარების სურვილს ესტუმრონ მთიან ყარაბაღს, საკითხის ადგილზე გასაცნობად.
ბელგიის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები აერთიანებთ მათ. მათ შორისაა: სომხების გენოციდის აღიარება და მთიანი ყარაბაღის მონახულების საერთო სურვილი.