ბაქოს პოლიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟმზე გადადის. მიზეზი უბრალოდ ის არის, რომ ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ეს ადგილობრივებისათვის ყოველთვის დღესასწაული და ზედმეტად ღელვის მიზეზია.
როგორც «Sputnik»-ი, ქალაქ ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის პოლიცია გაამკაცრებს მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, გააკონტროლებენ სასწავლო დაწესებულებებთან არსებულ ქუჩებსა და გამზირებს.
გაუთვალისწინებელი ვითარების თავიდან ასაცილებლად და სასწავლო დღეებში სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს პოლიციის თანამშრომლების რაოდენობა გაიზრდება და ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდება.