აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ყაზახეთში გაემგზავრება. როგორც «Report»-ი იტყობინება, მამედიაროვი თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ასტანაში 10 სექტემბერს ჩატარდება. საბჭოს სხდომაზე თურქულენოვანი ქვეყნებისათვის საერთო ტელეარხის შექმნის საკითხი განიხილება.
გარდა ამისა, ელმარ მამედიაროვი ასტანაში მთელ რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
11 სექტემბერს, ასტანაში ასევე თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურების სამიტი გაიმართება.