გეღარქუნის ოლქის სევანისა და გავრის თემებში „რუსული ენისა და კულტურის“ საგანმანათლებლო ცენტრები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ამ რაიონში მცხოვრები მოსწავლეების ცხოვრებაში ინტეგრირდებიან. აღნიშნული ცენტრები, რომლებიც რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK) მხარდაჭერით, ჰუმანიტარული ფონდის “კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის” (“MIR”) მიერაა შექმნილი, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს 6-დან 17 წლამდე მოზარდებს გაეცნონ რუსულ ენას, კულტურას და რუსულ-სომხური ურთიერთობების მდიდარ ისტორიას.
ცენტრები, რომლებსაც სევანში „ხელოვნება“ უწოდეს, ხოლო გავარში „ლიტერატურა“, აღჭურვილია მდიდარი თემატური და ტექნიკირი რესურსებით. ელექტრონული დაფები და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესს, ხოლო მოსწავლეებს ცოდნის მიღების ინტერესს უღვივებს.
პარასკევს, 31 მაისს, ამ საგანმანათლებლო ცენტრების გახსნის წლისთავთან დაკავშირებით, მეგობრული ღონისძიები მოეწყო. ბავშვების მიერ მომზადებულ პროგრამაში ჩართული იყო პოეზია, მუსიკალური წარმოდგენები და ცეკვები, რითაც დიდი სიამოვნება მიანიჭეს სტუმრებს.
„ეს წელი სავსე იყო მოულოდნელი და მხიარული მომენტებით. სულს ვდებდით ყველა შეხვედრასა და გაკვეთილში. იყო შეხვედრები, ტელეკონფერენციები და ბავშვთა ინიციატივები. მადლობელი ვარ თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის მიერ გაწეული შრომისა და თავდადებისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი მეგობრობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება“, – განაცხადა Dalma News-თვის მიცემულ ინტერვიუში სევანის “რუსული ენისა და კულტურის” ცენტრის მასწავლებელმა ნექტარ ამბარცუმიანმა.
ცენტრების წარმატებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა. ჰუმანიტარული ფონდის “მირ” დირექტორმა გაგიკ ალოიანმა მადლიერება გამოხატა ყველას იმ ადამიანის მიმართ, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ამ საგანმანათლებლო პროექტების განვითარებისთვის.
”თქვენ თავი გაართვით ყველა დავალებას, არ ყოფილა არანაირი პრეტენზია. ამ ლამაზ დღეს ყველას ვულოცავ“, – განაცხადა გაგიკ ალოიანმა და ადგილობრივ მასწავლებლებს, სევანის მერიის წარმომადგენელს და სევანის საშუალო სკოლის დირექტორს სერტიფიკატები გადასცა.
ცენტრისთვის გაწეული მრავალმხრივი დახმარებისთვის ალოიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ვლადისლავ გასუმიანოვს, დირექტორის მოადგილეებს სამეცნიერო და მედიის დარგებში, ვალენტინა კომლევას და ალინა გასუმიანოვს.
ჰუმანიტარული ფონდის “მირ” პროგრამების მენეჯერმა ლუიზა გუმროიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრებში სწავლა მოიცავს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ რუსეთის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, რასაც მხარს უჭერს ცენტრებში ყოველ კვირას ორგანიზებული რეგულარული ღონისძიებები.
„აქ ბავშვები სწავლობენ რუსეთის ისტორიას, კულტურას, რუსულ ლიტერატურას. რუსული ენის სწავლება წახალისებულია როგორც კულტურული ღონისძიებებით, ასევე თავად ბავშვების ინიციატივებით. ისინი თავად ირჩევენ თემას, მართავენ დისკუსიებს და ამზადებენ პრეზენტაციებს“, – განაცხადა გუმროიანმა Dalma News-თან ინტერვიუში.
„აქ ბავშვები სწავლობენ რუსეთის ისტორიას, კულტურას, რუსულ ლიტერატურას. რუსული ენის სწავლება წახალისებულია როგორც კულტურული ღონისძიებებით, ასევე თავად ბავშვების ინიციატივებით. ისინი თავად ირჩევენ თემას, მართავენ დისკუსიებს და ამზადებენ პრეზენტაციებს“, – განაცხადა გუმროიანმა Dalma News-თან ინტერვიუში.
გაგიკ ალოიანმა ასევე მადლობა გადაუხადა გავრის ცენტრის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მათ შორის თემის ხელმძღვანელს გურგენ მარტიროსიანს და უფროსის მოადგილეს გრიგორ დაშტოიანს, ასევე განძაკის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელს ჰაკობ ჰაკობიანს მხარდაჭერისთვის.
„ცენტრის გახსნამდე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ როგორი ვითარება იქნებოდა. საბედნიეროდ, ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ვფიქრობ, ჩვენი შვილებისთვის ეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პლატფორმაა, არამედ ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ გაატარონ თავისუფალი დრო. ეს არის არაფორმალური განათლება, რომელიც მრავალ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მუსიკალურ სკოლასთან, საბავშვო ბაღთან და საშუალო სკოლებთან. დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში არა მხოლოდ ამ ცენტრის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, არამედ ახალი ცენტრების გახსნასაც”, – განაცხადა გავარის ვიცე-მერმა გრიგოლ დაშტოიანმა Dalma News-თვის მიცემულ ინტერვიუში.
აღნიშნული ცენტრების მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის.
„რუსულ ენაზე მეტყველებისა და კულტურის განვითარება მნიშვნელოვანი ასპექტია ყველა ადამიანისთვის. გვიხარია იმის ხილვა, თუ როგორ ეხმარება ჩვენი ცენტრი ბავშვებს არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ თავისუფალი ურთიერთობებისა და შემოქმედებითობის განვითარებაში“, – განაცხადა გავარის “რუსული ენისა და კულტურის” ცენტრის მასწავლებელმა, ჟანა ბოზიკიანმა.
აღსანიშნავია, რომ “რუსული ენისა და კულტურის” ცენტრების მოსწავლეებმა, თავის მხრივ, ღრმა მადლიერება გამოთქვეს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობისა და იმ საკლასო რესურსებისთვის, რომლის დახმარებითაც ისინი უფრო ეფექტურად შეისწავლიან რუსულ ენასს და სომხურ-რუსული ურთიერთობების ისტორიას. მათივე თქმით, ცენტრებში თითოეულ მათგანს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და ისაუბროს ახალ იდეებზე.